ORTHODOXIA REAL TIME NEWS FEED:
Select Language
MENU
PERSONAL NEWS ALARM ΕΓΓΡΑΦΗ
21.04.2020 | 19:41
თბილისში, მცხეთასა და რუსთავში სამღვდელოებამ საფლავები აკურთხა

აღდგომის დღეს, ან ორშაბათს საქართველოში მოსახლეობა სასაფლაოზე მიდის. კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო კი წელს აიკრძალა ტრადიციული გასვლა სასაფლაოებზე. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის კურთხევით სამღვდელოებამ მცხეთაში, თბილისსა და რუსთავში არსებული სასაფლაოები აკურთხა, იუწყება საქართველოს საპატრიარქო. საპატრიარქოს ცნობით, სასაფლაოები სხვა ეპარქიებშიც იკურთხა. ბრწყინვალე შვიდეულის პირველ დღეს ქართული მართლმადიდებლური ეკლესია გარდაცვლილებს მოიხსენიებს, ქვეყნის ტაძრებში ამ დღეს მიცვალებულთა სულის მოსახსენებელი პანაშვიდი…

21.04.2020 | 19:41
ნიკორწმინდის ეპარქიაში სამღვდელოებამ ქუჩები აკურთხა

20 აპრილს – ნიკორწმინდის ეპარქიაში სამღვდელოებამ ეპარქია ღვთისმშობლის ხატით დალოცა და ქუჩები აკურთხა. ღმერთმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ! ყველაფერი კარგად იქნება!   — karibche.ambebi.ge

21.04.2020 | 19:39
დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე – 9 აპრილს რომ შეგვიყვარდა ერთმანეთი, ახლა გამეორდა ეს ერთობისა და ძმობის განცდა!

ისეთი მოჭარბებული სიხარული მოგვცა ღმერთმა ამ ღამეს, შეგვიძლია ყველა უსიყვარულობა, განკითხვა, შური და მტრობა დავამარცხოთ!, – ამის შესახებ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე სოციალურ ქსელში წერს. დეკანოზი ქართველებს აღდგომის დღესასწაულს ულოცავს და დასძენს, რომ „ღვთის წინაშე სიმართლით ცხოვრებით ყველა მწუხარება გაქრება“. „ქრისტე აღდგა! მინდა ყველას მოგეფეროთ! ყველას! ისეთი მოჭარბებული სიხარული მოგვცა ღმერთმა…

21.04.2020 | 19:37
მეუფე გერასიმე – მინდა მუხლმოდრეკით მადლობა გადავუხადო ქართველ ერს, რომელმაც მაგალითი მისცა მსოფლიოს და აჩვენა, როგორები ვართ ქართველები, როგორ შეგვიძლია ერთად დგომა

მინდა, მუხლმოდრეკით მადლობა გადავუხადო ქართველ ერს, რომელმაც მართლაც მაგალითი მისცა მთელ მსოფლიოს და აჩვენა, როგორები ვართ ქართველები, როგორ შეგვიძლია ერთად დგომა ,- ამის შესახებ ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტმა მეუფე გერასიმემ (შარაშენიძე) ქადაგებისას განაცხადა. „ბოლო კვირას, ვნების შვიდეულში ჩვენ გოლგოთის გზა გავიარეთ, თითოეულმა ჩვენთაგანმა. თქვენთან ერთად ეს ყველაფერი უფლის აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულით დაგვირგვინდა. მინდა, მუხლმოდრეკით მადლობა…

21.04.2020 | 19:33
მეუფე იოანე აცხადებს, რომ პანაშვიდი ეკლესიაში სამშაბათს, 28 აპრილს ჩატარდება

ქუთათელ გაენათელი მიტროპოლიტის მეუფე იოანე გამრეკელის განცხადებით, ეკლესიაში დიდი პანაშვიდი 28 აპრილს ჩატარდება და სურვილის შემთხვევაში, მორწმუნეები ტაძარში მივლენ. როგორც მეუფემ აღნიშნა, ეკლესია სასაფლაოზე გასვლას არ კრძალავს. „საეკლესიო ტრადიციით, ბრწყინვალე შვიდეულში ეკლესია პანაშვიდებს არ იხდის. პანაშვიდს კვირაცხოვლობის სამშაბათს იხდის. ის, რომ საქართველოში დამკვიდრებულია ტრადიცია აღდგომის შემდეგ ორშაბათს გასვლა, ეს ადგილობრივი ხალხური მოვლენაა და რადგან ხელისუფლებამ…

21.04.2020 | 17:57
“ექიმების განკითხვა, კორონასაგან ვერ დაგვაზღვევს”

აგორდა ექიმებისადმი უდიერი მიმართვები, არ გავანაწყენოთ ეს ადამიანები დაუმსახურებლად, კიდევ ბევრი აქვთ საშრომი, – ამის შესახებ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ წერს. დეკანოზი აცხადებს, რომ განკითხვაც ერთგვარი ვირუსია – კორონაზე არანაკლებ დამაზიანებელი. „ექიმების განკითხვა, კორონასაგან ვერ დაგვაზღვევს და სულიერ ზიანს კი მოგვიტანს. ქრისტეს აღდგომის სიხარულს, მისგან მონიჭებულ სიყვარულს, თუკი…

21.04.2020 | 17:53
“სრულიად საქართველოს ვლოცავ და ვავედრებ უფალს” – პატრიარქის მიმართვა საქართველოს

ჩვენც გოლგოთა გავიარეთ და აღდგომის სიხარულის თანაზიარნი გავხდით. სრულიად საქართველოს ვლოცავ და ვავედრებ უფალს; ვავედრებ ჩვენს წინაპრებს, თითეული თქვენგანის იმ ქვეყნად წასულ ოჯახის წევრს, – ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მიმართვაშია ნათქვამი. პატრიარქი მოსახლეობას აღდგომის დღესასწაულს კიდევ ერთხელ ულოცავს. „საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის წევრ, ღვთივკურთხეულ შვილებს, კიდევ ერთხელ ყველას გულითადად გილოცავთ ქრისტეს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს!…

19.04.2020 | 21:52
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე (19.04.2020)

სააღდგომო ეპისტოლე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის ილია II -ის   ყოვლადსამღვდელონო მღვდელმთავარნო, ღირსნო მოძღვარნო, დიაკონნო, ბერ-მონოზონნო, ხელისუფალნო, საქართველოს წმიდა მართლმადიდებელი ეკლესიის ყოველნო წევრნო, მკვიდრნო ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებნო თანამემამულენო: ქრისტე აღდგა! დღეს სასოება წვიმს ქვეყანასა ზედა, ხარობს ეკლესია და მისი შვილნი… გამოვიდა სიძე ჯოჯოხეთიდან, მკვდრეთით აღდგა…

19.04.2020 | 21:41
მსუბუქი ავტომანქანებით გადაადგილების აკრძალვა საქართველოს საპატრიარქოსთან არ შეთანხმებულა

საპატრიარქოს განცხადებით, სასულიერო პირებს, მგალობლებს, სტიქაროსნებს ავტომანქანებით გადაადგილების საშუალება ექნებათ როგორც დღევანდელი, ისე სააღდგომო მსახურებისთვის. აღნიშნულის შესახებ განცხადებას საქართველოს საპატრიარქო ავრცელებს. საპატრიარქოს განცხადებით, მსუბუქი ავტომანქანებით გადაადგილების აკრძალვა საქართველოს საპატრიარქოსთან შეთანხმებული არ ყოფილა. “16 აპრილის საღამოს, მთავრობის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ 17 აპრილს, ანუ ვნების პარასკევს 12 სთ-დან მსუბუქ მანქანებს ეკრძალებათ გადაადგილება, რამაც მოსახლეობაში და რა თქმა…

Τα σημαντικότερα νέα