ORTHODOXIA REAL TIME NEWS FEED:
Select Language
MENU
PERSONAL NEWS ALARM ΕΓΓΡΑΦΗ
18.04.2020 | 18:47
მსოფლიო პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე 2020

✠ ბართლომეოსი წყალობითა ღმრთისათა მთავარეპისკოპოსი კონსტანტინოპოლისა – ახლისა რომისა და მსოფლიო პატრაირქი ეკლესიას სისავსეს: მადლი, მშვიდობა და წყალობა დიდებით აღმდგარი ქრისტესი იყოს თქვენ ყოველთა თანა უძვირფასესო ძმანო მღვდელმთავარნო და უფალში საყვარელო შვილებო, მოიწია წმინდა აღდგომა და აღდგომის სიხარულის თანაზიარნი ვაქებთ უფლის დიდებას, რომელმაც სიკვდილითა სიკვდილი დათრგუნა, თანააღადგინა მთელი ადამის მოდგმა და განახვნა ჩვენთვის სასუფევლის კარნი….

16.04.2020 | 17:09
კახეთში პირბადეების დამზადება დაიწყო

  დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის, სოფელ მირზაანში კვირაცხოვლობის სახელობის დედათა მონასტერთან არსებულმა სამკერვალო-სახელოსნომ პირბადეების დამზადება დაიწყო. მირზაანის დედათა მონასტერთან არსებული სამკერვალო 5000 დამზადებულ პირბადეს გადასცემს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერიას, რომელიც შემდეგ უსასყიდლოდ დაურიგებს მოწყვლად ჯგუფებს, სამედიცინო პერსონალსა და ყველა იმ ადამიანს, ვინც კორონავირუსთან ბრძოლის წინა ხაზზეა. იღუმენია ნინოს განცხადებით, სამუშაო პროცესი ჯანდაცვის რეკომენდაციების სრული დაცვით მიმდინარეობს. სახელოსნოში დღიურად…

16.04.2020 | 17:05
მიტროპოლიტი ისაია – თუ სახელმწიფო არ ითხოვს მორწმუნეებისგან ქრისტეს უარყოფას, ჩვენი რწმენა გვავალებს კიდეც, რომ დავუჯეროთ მათ

თუ სახელმწიფო არ ითხოვს მორწმუნეებისგან უარყოფას ქრისტესი, ჩვენი რწმენა გვავალებს კიდეც, რომ დავუჯეროთ მათ, მითუმეტეს დღევანდელ დროში, როდესაც არის განსაცდელი, – ამის შესახებ ნიქოზისა და ცხინვალის მიტროპოლიტმა, ისაიამ განაცხადა. როგორც მიტროპოლიტმა აღნიშნა, აღდგომის ღვთისმსახურება ჩატარდება დილით. „ჩვენ დიდი ხანი ვნატრობდით, რომ გვქონოდა სახელმწიფო და ქვეყანა. საერთოდ ნათქვამია, ყოველი ხელმწიფება ღვთისაგან არისო. მაგრამ ჩვენ გვინდოდა, რომ…

16.04.2020 | 17:01
მიტროპოლიტი ისაია – ძნელია თქმა, რომ ვინც ეზიარება, კორონავირუსი არ შეეყრება, შიშები არის ადამიანებში, ეს შიშები უსაფუძვლო არც არის

ძნელია თქმა, რომ ვინც ეზიარება, კორონავირუსი არ შეეყრება, შიშები არის ადამიანებში, მრევლშიც შეიძლება იყოს შიში, ჩვენ ყველას შიშებს და წუხილს გაგებით უნდა მოვეკიდოთ და არ უგულებელყოფდეთ, მითუმეტეს, ეს შიშები უსაფუძვლო არც არის, – ამის შესახებ ნიქოზისა და ცხინვალის მიტროპოლიტმა ისაიამ განაცხადა. როგორც მიტროპოლიტმა აღნიშნა, ზიარება, თუ ამას რწმენით არ აკეთებ, არ არის დიდი გარანტია. „დღეს…

16.04.2020 | 16:55
მეუფე იაკობი – მრევლი, რომელიც ტაძარში მოვა, თვითონ აიღებს პასუხისმგებლობას – მე შემიძლია ჩემს თავზე ვიყო პასუხისმგებელი

მრევლი, რომელიც მოვა, თვითონ აიღებს პასუხისმგებლობას. ადამიანმა თვითონ უნდა გადაწყვიტოს მივა თუ არ მივა, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ბოდბელმა მიტროპოლიტმა მეუფე იაკობმა განუცხადა. მისივე თქმით, ნებისმიერი ქრისტიანი თავად არის საკუთარ თავზე პასუხისმგებელი. მეუფე იაკობის ინფორმაციით, დღეს ფეხთა ბანვის რიტუალი სამების საკათედრო ტაძარში უბრალოდ არ ჩატარდა. „მე ვფიქრობ, გუშინ სრულიად გასაგებად ბრძანა სახელმწიფომ, რომ მათ მრევლის…

16.04.2020 | 16:47
მეუფე გრიგოლი – ჩვენ ვხედავთ, რომ მთელი პასუხისმგებლობა დაეკისრა იმ ხალხს, ვინც მონდობილია ეკლესიაზე – როცა ასეთი საფრთხის წინაშეა თითოეული, არ შეიძლება არ დავუჯეროთ სპეციალისტებს

  თავი სიზმარში მგონია, მაგრამ ვაი, რომ ეს სიზმარი არ არის. რეალობა ძალიან დამაფიქრებელია, – ამის შესახებ ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა, მეუფე გრიგოლმა ფოთის საკათედრო ტაძარში ღვთისმსახურების დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა. მეუფის შეფასებით, საფრთხე რეალურია. „რეალობა ძალიან დამაფიქრებელია. ბატონი პაატა იმნაძის სიტყვებმა მე გამახსენა 1989 წელი, როდესაც თავისუფლების მოედანზე ჯავშანტექნიკა გრუხუნებდა, შეკრებილი იყო დიდძალი რიცხვი…

16.04.2020 | 16:40
ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის მონასტრებში სააღდგომო წირვა ჩატარდება ღამისთევით, მრევლის გარეშე, ხოლო ტაძრებში დილის 7 საათზე

ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის პრესპიკერის, დეკანოზ იოანე გორელიშვილის ინფორმაციით, მონასტრებში სააღდგომო წირვა ჩატარდება ღამისთევით, მრევლის გარეშე, ხოლო ტაძრებში დილის 7 საათზე. მისი თქმით, ეს პატრიარქთან შეთანხმებულია. „მოგეხსენებათ, ტრადიციულად, სააღდგომო ღვთისმსახურება ყოველთვის აღესრულებოდა ღამისთევით და ახლაც, ყველა მოქმედ მონასტერში, რომელიც არის ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიაში მდებარე, ღამისთევით ჩატარდება სააღდგომო ღვთისმსახურება, თუმცა ეს იქნება მრევლის გარეშე, მხოლოდ…

15.04.2020 | 21:30
აღდგომის ღამით მცირე ტაძრებში მხოლოდ სასულიერო პირები და ეკლესიის მსახურები იქნებიან

მთავრობის და საპატრიარქოს ერთობლივი გადაწყვეტილებით, აღდგომის ღამეს ეკლესიები არ დაიხურება. თუმცა, მსახურება ჯანდაცვის სამინისტროსა და მტავრობის რეკომენდაციების დაცვით ჩატარდება. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე პრემიერის პრესსპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა, რომ მცირე ზომის ეკლესიებში მხოლოდ სასულიერო პირები და ეკლესიის მსახურები იქნებიან, დიდი ზომის ტაძრებში კი დაცული იქნება 2-მეტრიანი დისტანცია. „ეკლესიებში დაცული იქნება უსაფრთხოების ყველა ნორმა, რომელიც დადგენილია…

15.04.2020 | 21:27
საპატრიარქო: “გადავწყვიტეთ, მრევლი მივიდეს ტაძარში 21:00 საათამდე და ტაძარი დატოვოს დილის 6 საათზე”

ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ მრევლი მივიდეს ტაძარში კომენდანტის საათის დაწყებამდე, 21:00 საათამდე და მსახურების შემდეგ ტაძარი დატოვოს დილის 6 საათზე, – ამის შესახებ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ განაცხადა. მისივე თქმით, ეს გადაწყვეტილება ხელისუფლებასთან ხანგრძლივი კონსულტაციის შემდეგ მიიღეს. ამასთან, როგორც სასულიერო პირი ამბობს, ეს არის ძალიან შეღავათიანი პირობა, რომ მრევლმა შეძლოს სრულყოფილად მიიღოს…

Τα σημαντικότερα νέα