ORTHODOXIA REAL TIME NEWS FEED:
Select Language
MENU
PERSONAL NEWS ALARM ΕΓΓΡΑΦΗ
12.04.2020 | 17:11
საეკლესიო წესით, საფლავზე გასვლა აღდგომის მომდევნო კვირის სამშაბათს ხდება

ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტის, მეუფე ნიკოლოზის განცხადებით, საეკლესიო წესის მიხედით მოსახლეობა საფლავზე აღდგომის მომდევნო კვირის სამშაბათს უნდა გავიდეს. მისი თქმით, ეკლესიას ამ კუთხით ახალი რეკომენდაცია ჯერჯერობით არ გაუცია. „ჩვენ ჯერჯერობით რეკომენდაცია არ მიგვიცია, არავითარი, მაგრამ ეს რეკომენდაცია დიდი ხნის წინ გამოვაცხადეთ, რომ საეკლესიო წესის მიხედვით, საფლავებზე გადიან მეორე კვირის სამშაბათს და არა აღდგომის მეორე დღეს….

12.04.2020 | 17:08
“როგორ შეიძლება, მეუფის კურთხევა იყოს კანონდარღვევისკენ მოწოდება”

ეს შეზღუდვა ძალიან არასასიამოვნოა, რთულია, მძიმე არის და საერთოდ, ძალიან მტკივნეულია ცრემლის გარეშე უყურებდე დაცარიელებულ ტაძრებს, მაგრამ დამერწმუნეთ არანაკლებ მძიმე არის, თუნდაც გარეგნულად მოზეიმე კაცი, თუ მისი გული დაცარიელებულია და იქ თუ ღმერთი არ არის, – ამის შესახებ ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა, მეუფე გრიგოლმა საკათედრო ტაძარში ბზობასთან დაკავშირებული მსახურების დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა,…

12.04.2020 | 16:21
მოსკოვში აღდგომის მსახურება მრევლის გარეშე ჩატარდება

ლოცვა და პირდაპირ ეთერში ღვთისმსახურების ყურება დაეხმარება მორწმუნეებს იძულებითი მწუხარების დღეები გადაიტანონ და ეს მოუტანს მათ თავის სისუსტეებსა და ვნებებზე გამარჯვების სიხარულს. ამის შესახებ მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქმა კირილმა დღევანდელი ქადაგებისას განაცხადა. „საკუთარ სახლებში, მოდით, ძლიერ ვილოცოთ, გავატაროთ დრო ტელევიზორთან, როდესაც საღვთისმსახურო ტრანსლაცია იქნება“, – განაცხადა პატრიარქმა. მანვე მრევლს მოუწოდა, ილოცონ ახლობლებზე, ქვეყანაზე მთელ…

11.04.2020 | 23:18
პრემიერი: – სააღდგომოდ ბულგარეთის ეკლესია არ დაიხურება

სააღდგომო დღესასწაულზე ბულგარეთის მართლმადიდებელი ეკლესია არ დაიხურება. თუმცა, ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ბოიკო ბორისოვმა მრევლს მოუწოდა, მაქსიმალურად თავი შეიკავონ ტაძრებში ყოფნისგან, რაც კორონავირუსის გავრცელებას უკავშირდება. „ბულგარელებს მოვუწოდებ, ნუ მივლენ ეკლესიებსა და მონასტრებში ახლა. თუმცა, მითხრეს, რომ ახლა ბევრი ადამიანია, რომლებიც სასოწარკვეთაში არიან, ასეთია ათასობით ადამიანია, რომლებიც მისდევენ ტრადიციებს. ლიტურგია შესრულდება, ზარები დაირეკება და თითოეული ეპისკოპოსი იღებს ვალდებულებას,…

11.04.2020 | 23:06
მეუფე მელქისედეკი: “ყველა გვერდში უნდა დავუდგეთ სახელმწიფოს, მედიკოსებს”

სასულიერო პირებს არ გვაქვს კომპეტენცია ცალკეული ტესტების ავკარგიანობაზე ვისაუბროთ. ეს მედიკოსების საქმეა! ჩვენი ვალდებულებაა დავეხმაროთ და ხელი შევუწყოთ მათ, რომ ამ რთული ვითარებიდან მინიმალური დანაკარგით გამოვიდეთ. ამის შესახებ “ფეისბუკის” პირად გვერდზე მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსი, მეუფე მელქისედეკ ხაჩიძე წერს. “ქრისტესმიერ საყვარელო ძმანო და დანო, იქიდან გამომდინარე რომ, უკვე ბევრმა თქვენგანმა (მათ შორის სასულიერო პირებმა, რომლებიც ასევე…

11.04.2020 | 20:30
ტაძრებში წელს ბზა არ გაიყიდება

მართლმადიდებელი მრევლი წელს იერუსალიმში იესო ქრისტეს დიდებით შესვლის საღვთო დღესასწაულს ბზის გარეშე შეხვდება. საყოველთაო კარანტინისა და ვაჭრობის მკაცრად განსაზღვრული აკრძალვის შემდეგ, მცენარე საქართველოს ტერიტორიაზე არსად გაიყიდება. კორონავირუსის მიზეზით გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობა არც ამ დღეს იქნება გამონაკლისი. ამის შესახებ “რუსთავი 2” იუწყება. მცენარის ტოტები ბზობის დღესასწაულისთვის ეკლესიის ეზოებსა და ბაზრობებზე წლების განმავლობაში იყიდებოდა, თუმცა ახლა მრევლის…

10.04.2020 | 20:00
პატრიარქი 9 აპრილზე: ვგრძნობდი, რომ ხალხი არ დამიჯერებდა

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა „იმედის დღესთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში 1989 წლის 9 აპრილის მოვლენები გაიხსენა. ილია მეორის თქმით, ის გრძნობდა, რომ იმ ღამეს ხალხი არ დაუჯერებდა, თუმცა გადაწყვიტა, მათ გვერდით დამდგარიყო. პატრიარქის თქმით, 9 აპრილი იყო მზადება თავისუფლებისთვის. „ძალიან ძნელია იმ ღამის გახსენება, რაც მოხდა რუსთაველის გამზირზე. ჩემთან შუაღამისას მოვიდნენ გორგოძე და მერაბ ღუდუშაური. მითხრეს, რომ საშიშროება ელოდებოდა…

10.04.2020 | 17:08
მეუფე დანიელი – “დღეს ჩვენი სარწმუნოება გამოცდას გადის”

დღეს ჩვენი სარწმუნოება გამოცდას გადის და შეგვიძლია ვთქვათ, რომ მოსახლეობის ძალიან დიდი ნაწილი ამ გამოცდას ღირსეულად აბარებს, – ამის შესახებ ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტმა, მეუფე დანიელმა განაცხადა. როგორც მეუფემ აღნიშნა, მხოლოდ უფლის შეწევნით გავუძლებთ და დავამარცხებთ ამ განსაცდელს. „ჩვენი მთავარი ფასეულობა იყო მამული, ენა და სარწმუნოება, რომელიც მისმა უწმინდესობამ კიდევ ერთხელ გამოთქვა შემდეგი სიტყვებით: ღმერთი,…

10.04.2020 | 17:02
სალომე ზურაბიშვილი ბზობის და აღდგომის დღესასწაულებზე ტაძარში არ მივა

ამ წელს სხვა ვითარებაა, ამ წელს მე ეკლესიაში ვერ მივალ. ვერ მივალ აღდგომის წირვაზე, რადგან ქვეყნის პრეზიდენტს არ შეუძლია, დაარღვიოს ის, რაც არის კანონი და წესი , – ამის შესახებ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა. როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, ის კანონს ვერ დაარღვევს და ამ კუთხით სამაგალითო უნდა იყოს. „3 დღეში ბზობაა, 10 დღეში კი აღდგომა. მე…

Τα σημαντικότερα νέα