ORTHODOXIA REAL TIME NEWS FEED:
Select Language
MENU
PERSONAL NEWS ALARM ΕΓΓΡΑΦΗ
03.04.2020 | 17:19
წმინდა ცეცხლის გარდამოსვლის რიტუალის დროს, აღდგომის ტაძარში სხვადასხვა ქვეყნის მართლმადიდებელი ეკლესიის მხოლოდ 12-მდე წარმომადგენელი დაიშვება

ისრაელის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, იერუსალიმში აღდგომის კვირაში ღვთისმსახურების ცერემონიები შეზღუდვებით წარიმართება. აღდგომის კვირა კათოლიკური ეკლესიისთვის წელს 5 აპრილიდან, მართლმადიდებელი ეკლესიისთვის, ასევე სომხური, კოპტური, სირიული კოპტური და ეთიოპიური ეკლესიებისთვის კი, 12 აპრილიდან იწყება. უცხოური მედია ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით წერს, რომ ამ დროისთვის ჯერ ზუსტად გაწერილი არ არის მექანიზმები, თუ როგორ წარიმართება ცერემონიები, თუმცა უკვე ცნობილია,…

03.04.2020 | 15:47
ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტი მზადაა, სააღდგომო წირვა სპორტულ მოედანზე ჩაატაროს

მეუფე ანტონი – “ვფიქრობ, რომ სტადიონზე ჩავატარო აღდგომის წირვა” ამის შესახებ მეუფე ანტონმა “ფორმულასთან” საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, აღდგომის დღესასწაულზე, წირვას ყველა იმ რეკომენდაციის დაცვით ჩაატარებს, რომელიც საპატრიარქოსგან აქვთ. ამასთან, მეუფე ანტონი საზოგადოებას სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის ურთიერთობის დაძაბვაში ადანაშაულებს. “ატომური ბომბი რომ ჩამოვარდეს, აღდგომის დღესასწაულს და საერთოდ ზიარებას არ შევწყვეტთ დედამიწაზე. მე მაგალითად, იმასაც…

03.04.2020 | 15:45
ვიცეპრემიერი კომენდანტის საათის დარღვევად მიიჩნევს 21:00 საათიდან 6:00-მდე მრევლის ტაძარში ყოფნას

რა თქმა უნდა, კომენდანტის საათი დაირღვევა იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ გვექნება მასობრივი შეკრება, იქნება ეს ეკლესიაში, თუ სხვა ნებისმიერ სივრცეში და თუ მოქალაქეთა გადაადგილება დაფიქსირდება 21:00 საათიდან დილის 06:00 საათამდე, – ასე უპასუხა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა „ინტერპრესნიუსის“ კითხვას, ჩაითვლება თუ არა კომენდანტის საათის პირობების დარღვევად, თუ აღდგომის ღამეს მოქალაქეები ტაძრებში მივლენ…

03.04.2020 | 15:37
საპატრიარქო: ლოცვები დაიწყოს 16.00 საათზე, ხოლო ყოველდღე ეკლესია დაიკეტოს 20:00 საათზე

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ ეკლესიის წინამძღვრებს სამი რეკომენდაცია მისცა. როგორც საპატრიარქოს პრესსამსახურის უფროსი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე სოციალურ ქსელში წერს, პატრიარქის კურთხევაა, რომ “კომენდანტის საათის” გათვალისწინებით, ხვალიდან ლოცვები დაიწყოს 16.00 საათზე, ხოლო ყოველდღე ეკლესია დაიკეტოს 20:00 საათისთვის. „გეძლევათ სამი რეკომენდაცია: პატრიარქის კურთხევაა, რომ “კომენდანტის საათის” გათვალისწინებით, ხვალიდან ლოცვები დაიწყოს 16:00 საათზე, ხოლო ყოველ დღე ეკლესია დაიკეტოს…

03.04.2020 | 12:49
საბერძნეთის ეკლესიამ აღდგომის დღესასწაულის საზეიმოდ აღნიშვნა გადადო

საბერძნეთის მართლმადიდებლური ეკლესიის სინოდმა, აღდგომის დღესასწაულის საზეიმოდ აღნიშვნის გადადების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო. მედიის ინფორმაციით, ყველა ღონისძიება, რომელიც დაკავშირებულია აღნიშვნასთან, მათ შორის საზეიმო ღვთისმსახურება, ერთი თვით გადაიდება. მედიის ინფორმაციითვე, მიუხედავად ელადის ეკლესიის დომინანტი როლისა, რომელიც საბერძნეთის კონსტიტუციითაა განსაზღვრული, ბოლო დღეების განმავლობაში რამდენიმე მართლმადიდებელი მღვდელი დააკავეს, რომლებიც ცდილობდნენ ქვეყანაში მთავრობის მიერ გაცხადებული აკრძალვების გვერდის ავლით ჩაეტარებინათ წირვა-ლოცვა…

03.04.2020 | 12:44
რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია – მორწმუნეები მზად უნდა იყვენ, რომ პატრიარქის სააღდგომო მსახურების ნახვა ტელევიზიით მოუწევთ

რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიაში აცხადებენ, რომ „მორწმუნეები მზად უნდა იყვენ, რომ ბევრ მათგანს პატრიარქის სააღდგომო მსახურების ნახვა ტელევიზიით მოუწევს“. ამის შესახებ განცხადება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის საგარეო კავშირების განყოფილების ხელმძღვანელმა, მიტროპოლიტმა ილარიონმა გააკეთა. ამასთან, მან ხაზი გაუსვა, რომ თავად სააღდგომო მსახურება არ უქმდება. მისივე განცხადებით, პატრიარქი კირილი უახლოეს ხანში მიმართავს რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მრევლს და განუმარტავს, თუ…

02.04.2020 | 22:01
მეუფე სპირიდონი: – “ასე ნაბიჯ-ნაბიჯ, შეიძლება, ჩვენივე ხელით ტაძრები დაგვაკეტინონ”

წირვა საკურთხეველში რომ ჩატარდეს, მრევლმა სოციალური დისტანცია დაიცვას ტაძარშიც და გარეთაც და ისე ეზიარონ. ეს არის ის, რასაც ჩვენგან ექიმები ითხოვენ (ანუ სოციალური დისტანციის დაცვა), და ამას რა თქმა უნდა, ღვთის შეწევნით შევასრულებთ, – ამის შესახებ სხალთის მთავარეპისკოპოსი სპიროდონი (აბულაძე) აცხადებს. რაც შეეხება წირვა-ლოცვის დროებით შეჩერებას, მისი შეფასებით, ეს არის ეკლესიის დევნა. „დანარჩენი, ანუ წირვის…

02.04.2020 | 21:58
საბერძნეთის ეკლესიამ აღდგომის დღესასწაულის გადატანის გადაწყვეტილება მიიღო

საბერძნეთის ოფიციალურმა ელადის მართლმადიდებელმა ეკლესიამ მიიღო გადაწყვეტილება აღდგომის სადღესასწაულო ღონისძიებების გადატანის შესახებ. დღესასწაულთან დაკავშირებული ყველა ღონისძიება, მთ შორის ღვთისმსახურება, ერთი თვით გადაიდო. ამის შესახებ ეკლესიის საიტზე გავრცელდა ინფორმაცია. ელადის ეკლესია საბერძნეთის კონსტიტუციაში ჩაწერილია, როგორც გაბატონებული ეკლესია, თუმცა ქვეყანაში რწმენის თავისუფლება მოქმედებს. მიუხედავად ამისა, რამდენიმე მართლმადიდებელი სასულიერო პირი დააპატიმრეს, როცა მათ ღვთისმსახურების ჩატარება სცადეს მიუხედავად ხელისუფლების…

02.04.2020 | 15:17
საეკლესიო კალენდარი: 2 აპრილი

ეკლესია აღნიშნავს ხსენებას ღირსთა: იოანესი, სერგისა, პატრიკიოსისა, წმიდისა საბას; მოწამისა ფოტინესი და ძეთა მისთა: ბიქტორისა და იოსიასი; მოწამეთა: ანატოლიასი, ფოტოსი, ფოტიდასი, პარასკევასი, კვირიაკიასი, დომნინასი და სებასტიანესი; ნიკიტა აპოლონიადელ მთავარეპისკოპოსისა.   ღირსი მამანი, წმიდა საბას მონასტერში სარკინოზთაგან მოწყვეტილნი VIII საუკუნეში იერუსალიმის შემოგარენს ხშირად ესხმოდნენ თავს სარკინოზები. მუდმივი თარეშის შემდეგ დაინგრა და გაუდაბურდა წმიდა ხარიტონის მონასტერი. უსჯულოები…

Τα σημαντικότερα νέα