ORTHODOXIA REAL TIME NEWS FEED:
Select Language
MENU
PERSONAL NEWS ALARM ΕΓΓΡΑΦΗ
02.04.2020 | 12:53
პატრიარქის კურთხევა რაც იქნება, როგორც მორწმუნე ადამიანი, მას შევასრულებ.. ჩვენი პატრიარქის გონიერებაზე მსოფლიო ლაპარაკობს – მარინა ეზუგბაია

პატრიარქის კურთხევა როგორიც იქნება, როგორც მორწმუნე ადამიანი, მას შევასრულებ, – განაცხადა ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ ტელეკომპანია “პირველის” ეთერში. მისი თქმით, ის დარწმუნებულია, რომ სახელმწიფო და საპატრიარქო კონსესუსს მიაღწევენ და გონივრულ გადაწყეტილებას მიიღებენ. “მე ვარ მორწმუნე, მართლმადიდებელი მორწმუნე, მრავალი წელია ეკლესიაში დავდივარ. ვესწრები თითქმის ყველა წირვა-ლოცვას. სახელმწიფო და საპატრიარქო რა გადაწყვეტილებასაც მიიღებს და ალბათ…

02.04.2020 | 12:46
ილია მეორე მრევლისადმი საგანგებო მიმართვას ავრცელებს

  საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე მრევლისადმი საგანგებო მიმართვას ავრცელებს. როგორც ილია მეორე აღნიშნავს, ტაძრის კარის დახურვა შეუძლებელია და იგი ღია იქნება მათთვის, ვინც ეკლესიაში მისვლას მოისურვებს. ილია მეორის მიმართვას საქართველოს საპატრიარქო ავრცელებს: „ნებისმიერი ადამიანი განსაცდელის ჟამს ეძიებს ხსნას და ნუგეშს. დღეს, როცა მსოფლიოში გავრცელებული ახალი ინფექცია საფრთხეს უქმნის მოსახლეობის სიცოცხლეს, ბუნებრივია, მრევლი განსაკუთრებულ სასოებას ღმერთზე…

02.04.2020 | 12:41
ჩრდილოეთ ამერიკის ეპისკოპოსი, მეუფე საბა აცხადებს, რომ ნიუ იორკში მოღვაწე კიდევ ერთ ქართველ სასულიერო პირს კორონავირუსი დაუდასტურდა

ჩრდილოეთ ამერიკის ეპისკოპოსის, მეუფე საბას განცხადებით, ნიუ იორკში მოღვაწე კიდევ ერთ ქართველ სასულიერო პირს კორონავირუსი დაუდასტურდა. ეპარქიის მღვდელთმთავარმა განაცხადა, რომ კორონავირუსი ნიუ იორკში მოღვაწე მამა სპირიდონ ნარსიას გამოუვლინდა. ამასთან, მეუფე საბამ ფეისბუქგვერდზე გავრცელებულ ვიდეომიმართვაში აღნიშნა, რომ მას კორონავირუსი არ დაუდასტურდა. „ვიცი, ელოდებოდით პასუხს, მეც ველოდებოდი რომ თქვენთვის მეთქვა პასუხი – პასუხი უარყოფითია, არ აღმომაჩნდა კორონავირუსი​,…

02.04.2020 | 12:35
ათონის მთაზე კორონავირუსი კიდევ ორ ბერს დაუდასტურდა

კორონავირუსი დაუდასტურდა ათონის მთის მონასტრის კიდევ სამ ბერს, რომლებიც მანამდე დაინფიცირებულ 55 წლის ბერთან ერთად დიდ ბრიტანეთში იმყოფებოდნენ. კორონავირუსის პირველი შემთხვევა ათონის მთის მონასტრის ბერს 28 მარტს დაუდასტურდა, ის სალონიკის კლინიკაში მკურნალობს. სამი ინფიცირებული ბერის ასაკი 40-დან 55 წელია. სამივე სალონიკის კლინიკაშია გადაყვანილი. ოთხივე ინფიცირებული ბერი ინგლისსა დ შოტლანდიაში 5-დან 17 მარტამდე იმყოფებოდა. ათონის მთის…

01.04.2020 | 17:36
მინდა, ვთხოვო ჩვენს მამებს, მეუფეებს, რაც შეიძლება გაძლიერებულად ილოცონ ჩვენთვის, ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის”

მინდა, ვთხოვო ჩვენს მამებს, მეუფეებს, მღვდელმთავრებს, რომ მაქსიმალურად ყველაფერი გააკეთონ იმისთვის, რომ რაც შეიძლება გაძლიერებულად ილოცონ ჩვენთვის, ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის , – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა. კახა კალაძის თქმით, ქართული ეკლესია ძნელბედობის ჟამს ყოველთვის ქვეყნის სადარაჯოზე იდგა. მისივე განცხადებით, ახლა როგორც არასდროს გვჭირდება ერთიანობა. „ქართული სამოციქულო ეკლესია, ყოველთვის იდგა და დგას ქვეყნის…

01.04.2020 | 17:10
ისრაელში უცხოეთიდან ჩასულებს წმინდა ცეცხლს თვითმფრინავის ბორტზე მიაწვდიან, ტაძარში კი მხოლოდ 15-მდე სასულიერო პირი იქნება

ისრაელში წმინდა ცეცხლის გარდამოსვლის დღესასწაულის დროს ტაძარში 10-15 ადამიანი იქნება, რომლებიც აღმოსავლეთ მართლმადიდებლურ ეკლესიებს წარმოადგენენ. ინფორმაციას orthochristian.com ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. ამასთან, ცეცხლის წაღება სხვადასხვა ქვეყნებში სპეციალურად დანიშნული ფრენებით მოხდება, რომლებიც ასევე რეგულაციებში მოექცევა. კერძოდ, თვითმფრინავის ბორტზე მყოფ პირებს ხომალდიდან გადმოსვლის უფლება არ ექნებათ და მათ ცეცხლს ბორტზე მიაწვდიან. გამოცემის ინფორმაციით, სპეციალური რეისები…

31.03.2020 | 17:57
მსოფლიო პატრიარქმა საღმრთო ლიტურგია დახურულ კარს მიღმა აღავლინა

მსოფლიო პატრიარქმა, ბართლომემ საღმრთო ლიტურგია დახურულ კარს მიღმა აღავლინა. ამის შესახებ მსოფლიო მართლმადიდებლური საპატრიარქოს ოფიციალურ „ფეისბუქ“ გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაშია აღნიშნული. განცხადებაში ნათქვამია, რომ კვირის საღმრთო ლიტურგია საპატრიარქო ტაძარში ჩატარდა. „გამონაკლისი სიტუაციის გამო, რომლის წინაშეც დღეს არის კაცობრიობა, ასევე პანდემიის გამო, საღმრთო ლიტურგია აღევლინა დახურულ კარს მიღმა. მასში მონაწილეობა მიიღეს მხოლოდ მღვდელმსახურებმა და საპატრიარქო სასახლის რამდენიმე…

31.03.2020 | 16:36
მეუფე შიო: “ხომ არ არის დრო რომ დავფიქრდეთ, ეს ხომ არ არის მიზეზი ვირუსის ასეთი ტოტალური გავრცელებისა”

ეს არის ერის ცოდვები, როგორიც არის ჩვილთა მკვლელობა, აბორტები, როგორიც არის სოდომიის გამოცხადება ნორმალურ მდგომარეობად და ა.შ. და ა.შ. ხომ არ არის დრო რომ დავფიქრდეთ, ეს ხომ არ არის მიზეზი ასეთი ტოტალური გავრცელებისა ამ ვირუსისა, – ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის მოსაყდრემ მეუფე შიომ (მუჯირი) სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო წირვის დასრულების შემდეგ ქადაგებისას განაცხადა. როგორც…

31.03.2020 | 16:33
მეუფე იაკობი: “რეკომენდაციები უნდა გავითვალისწინოთ, რათა ჯანდაცვის სისტემამ გაართვას თავი გამოწვევას”

მეუფე იაკობმა კორონავირუსის გავრცელების პრევენციის პროცესში რეკომენდაციების დაცვის აუცილებლობაზე ისაუბრა. ჟურნალისტებთან საუბარში მეუფე იაკობმა აღნიშნა, რომ ჩვენ რეკომენდაციები უნდა გავითვალისწინოთ, რათა ჯანდაცვის სისტემამ გაართვას თავი გამოწვევას. „სახელმწიფო, რასაც იტყვის, ნებისმიერი ქრისტიანისთვის მისაღებია, მთავრობა ნებისმიერი მოქალაქის ჯანმრთელობასა და და უსაფრთხოებაზე ზრუნავს. ჩვენ რეკომენდაციები უნდა გავითვალისწინოთ, რათა ჯანდაცვის სისტემამ გაართვას თავი გამოწვევას. თუ აუცილებელი საჭიროება არ არის,…

Τα σημαντικότερα νέα