ORTHODOXIA REAL TIME NEWS FEED:
Select Language
MENU
PERSONAL NEWS ALARM ΕΓΓΡΑΦΗ
30.03.2020 | 18:47
მეუფე იაკობი სასულიერო პირებს მოუწოდებს, იყვნენ ღრმადმორწმუნეები და არა მცირედმორწმუნეები

ბოდბელი მთავარეპისკოპოსი მეუფე იაკობი მიჩნევს, რომ ის სასულიერო პირი, რომელიც არსებულ ვითარებაში მრევლს მოუწოდებს, რომ ეკლესიაში არ მივიდეს, ასეთი ადამიანი სასულიერო პირად არ უნდა ჩაითვალოს. ამის შესახებ მან საკვირაო წირვის შემდეგ ქადაგებისას განაცხადა. მეუფე იაკობმა მრევლს ლოცვისკენ და თუ აუცილებელი არ არის, სახლში დარჩენისკენ მოუწოდა. მთავრობას კი, კორონავირუსთან დაკავშირებით მიღებულ ზომებზე მადლობა გადაუხადა. მეუფე იაკობმა…

30.03.2020 | 18:43
“შესაძლებელია, სინოდის გადაწყვეტილების ფარგლებში გარკვეული რეკომენდაციები კიდევ უფრო დაზუსტდეს”

საპატრიარქოს პრესსამსახურის უფროსის, დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის განცხადებით, შესაძლებელია, სინოდის გადაწყვეტილების ფარგლებში გარკვეული რეკომენდაციები კიდევ უფრო დაზუსტდეს და ლოცვა-კურთხევით სავალდებულოდ შესასრულებელი გახდეს. როგორც ჯაღმაიძემ ჟურნალისტებს სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო წირვის დასრულების შემდეგ განუცხადა, ჯერჯერობით ვერანაირი მსახურების წესის ცვლილება სინოდის გადაწყვეტილებას ვერ გაცდება. „ნიშანდობლივია ისიც, რომ დღეისთვის არც ერთ ეკლესიას არ შეუცვლია ზიარების წესი. ამიტომ რეკომენდაციებს ვითვალისწინებთ…

30.03.2020 | 18:41
პრემიერმინისტრი კორონავირუსზე: – “გავაკეთებთ ყველაფერს, რომ სააღდგომო დღესასწაულებამდე გავუმკლავდეთ”

მე ვერ წარმომიდგენია ისევე, როგორც რიგით ადამიანს, რიგით მოქალაქეს, რიგით მრევლს, რიგით ქრისტიანს, რა შეიძლება იყოს ადამიანის სიცოცხლეზე უფრო მაღალი ფასეულობა როგორც მთავრობისთვის, ასევე ეკლესიისთვის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც გახარიამ აღნიშნა, მთავრობა დარწმუნებულია, რომ როდესაც საკითხი ეხება საქართველოს მოქალაქის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას, შესაბამის კომპრომისს ეკლესიასთან ყოველთვის…

30.03.2020 | 18:36
პატრიარქი კირილი – “თავი შეიკავეთ ტაძრებში სიარულისგან”

  მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქი კირილი კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი ვითარების გამო, მრევლს მოუწოდებს, თავი შეიკავონ ტაძრებში სიარულისგან. ამის შესახებ რუსული მედია იუწყება. „თავი შეიკავეთ ტაძრებში სიარულისგან. მე ამას არასოდეს ვიტყოდი, რომ არა გასაოცარი, წმინდა მაგალითი მარიამ მეგვიპტელისა“, – განაცხადა პატრიარქმა მაცხოვრის სახელობის ტაძარში ქადაგებისას. მისი თქმით, მარიამ მეგვიპტელის მაგალითი მოწმობს, რომ ტაძარში მიუსვლელადაც შესაძლებელია…

30.03.2020 | 18:33
კორონავირუსით სერბი მღვდელმთავარი გარდაიცვალა

სერბეთში, ბელგრადის საავადმყოფოში ეპისკოპოსი მილუტინი 71 წლის ასაკში კორონავირუსით დაიღუპა. ინფორმაციას ვალიევოს ეპარქია ავრცელებს. ეპარქიის ინფორმაციით, ეპისკოპოსს ვირუსი ოთხი დღის წინ დაუდგინდა და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სწრაფად დამძიმდა. მათივე ცნობით, ინფექცია დაუდასტურდა ეპარქიის კიდევ ორ სასულიერო პირს. ვალიევოს ეპარქია ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ეპისკოპოსის დაღუპვის გამო. dogma.ge

30.03.2020 | 18:31
სნეულებაზე ზეთისცხების საიდუმლო შეიძლება წელიწადის ნებისმიერ დროს შესრულდეს, თუკი ამას ავადმყოფის მდგომარეობა მოითხოვს

საეკლესიო საიდუმლოებანი ადამიანის ცხონების საკითხს ემსახურება. წმინდა წერილი კი ღვთისმსახურთა შესახებ, რომელნიც ამ საიდუმლოთა აღმსრულებელნი არიან, გვაუწყებს: “ესრეთ შემრაცხენინ ჩუენ კაცმან, ვითარცა მსახურნი ქრისტესნი”. ზეთის კურთხევის საიდუმლოს აღსრულებით ადამიანს ეკლესიის ლოცვით მადლი ენიჭება. ის განიწმინდება და სულიერი და ფიზიკური სნეულებებისგან განიკურნება. თუკი ადამიანი აღსარებაში სრულად და გულწრფელად ვერ აღიარებს თავის ცოდვებს, ვნებები მძლავრობენ მასზე და…

30.03.2020 | 17:41
მეუფე საბა – დღეს გავიკეთე ჩქარი ტესტი, ორ დღეში მეცოდინება პასუხი, მეც ვარ თუ არა ვირუსის მატარებელი

ჩრდილოეთ ამერიკის ეპარქიის ეპისკოპოსმა საბა ინწკირველმა კორონავირუსზე ტესტი გაიკეთა. აღნიშნულთან დაკავშირებით ეპისკოპოსმა სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვა გაავრცელა. როგორც ვიდეომიმართვაში ეპისკოპოსი განმარტავს, კორონავირუსთან დაკავშირებით კვლევის პასუხი 2 დღეში იქნება. მისივე განმარტებით, მას კორონავირუსით დაინფიცირებულთან ერთი კვირის წინ ჰქონდა შეხება. შესაბამისად, თავის დაზღვევის მიზნით, მან ტესტირება ჩაიტარა. „დღეს, 3 საათზე, გავიკეთე ჩქარი ტესტი, ორ დღეში პასუხი მეცოდინება მეც…

29.03.2020 | 23:00
ილია მეორე – მსოფლიო დიდ განსაცდელშია, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, ღვთის წყალობა აღემატება ყოველ განსაცდელს

მსოფლიო დიდ განსაცდელშია, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, ღვთის წყალობა აღემატება ყოველ განსაცდელს, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ ბოდბეში, საკვირაო ქადაგებისას განაცხადა. „დიდ განსაცდელშია მსოფლიო, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ ღვთის წყალობა აღემატება ყოველ განსაცდელს. მწუხარება სიხარულით შეიცვლება. ღმერთმა დაგლოცოთ“, – განაცხადა ქადაგების დროს უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი საკვირაო წირვას ბოდბის…

28.03.2020 | 20:58
მსოფლიოს სიცოცხლისათვის – მართლმადიდებელი ეკლესიის სოციალური ეთიკის შესახებ

I. შესავალი ჟამი არ მსახურებად უფლისა §1 მართლმადიდებელი ეკლესია ადამიანს უფლის ხატად და მსგავსად შექმნილად აღიქვამს (დაბ. 1:26). უფლის ხატად შექმნა ნიშნავს, რომ თავისუფლებისათვის, შეგნებული ზიარებისა და ღმერთ იესო ქრისტესთან კავშირისთვის იყო მოვლენილი, რამდენადაც ვართ მასში, მის მიერ და მისთვის შექმნილნი (კოლ. 1:16). წმ. ბასილი დიდი გვეუბნება, რომ ყველა ცხოველი და ადამიანი ვერტიკალურ არსებად შეიქმნა,…

Τα σημαντικότερα νέα