ORTHODOXIA REAL TIME NEWS FEED:
Select Language
MENU
PERSONAL NEWS ALARM ΕΓΓΡΑΦΗ
20.03.2020 | 13:28
სოფელ ვერტყვიჭალას წმ გიორგის სახელობის ეკლესიის რეაბილიტაცია

9 ფოტო · Updated რამდენიმე წამის წინ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ნებართვისა და ფონდი „ქართუ“-ს დაფინანსებით, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის, სოფელ ვერტყვიჭალას წმ გიორგის სახელობის ეკლესიის სარეაბილიტაციო სამუშაოები განხორციელდა. ეკლესია იყო მძიმე მდგომარეობაში, დაზიანებული იყო სახურავი,ფასადები და იატაკი,საშიშროება იყო წყლის ჩასვლის, მორღვეული იყო კარნიზები. სარეაბილიტაციო პროცესის მიმდინარეობისას, რომელიც შპს “სალდო”-მ განახორციელა, ჩატარდა შემდეგი სახის სამუშაოები:…

20.03.2020 | 13:22
სოფელ საღოლაშენის ღვთისმშობლის სახ.ეკლესიის რეაბილიტაცია

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინიციატივითა და ფონდი „ქართუ“-ს დაფინანსებით, ქარელის მუნიციპალიტეტის, სოფელ საღოლაშენის ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიის სარეაბილიტაციო სამუშაოები განხორციელდა. ეკლესია იყო მძიმე მდგომარეობაში,დაზიანებული იყო სახურავი და იატაკი,საშიშროება იყო წყლის ჩასვლის,ტაძარს არ ჰქონდა სარინელი,რის გამოც ზიანდებოდა საძირკველი,ეკლესიაში საბჭოთა პერიოდში განთავსებული იყო შხამ-ქიმიკატების საწყობი,რის გამოც ტაძარში წლების განმავლობაში იდგა მძაფრი სუნის მომწამვლელი ჰაერი. სარეაბილიტაციო პროცესის…

20.03.2020 | 13:12
“ზიარება ჩვენი არ არის, უფალმა როგორც დაადგინა, ისე იყო, არის და იქნება”

ქუთაის-გაენათის ეპარქიის მეუფე იოანე გამრეკელი ზიარების წესთან დაკავშირებით გაჟღერებულ მოსაზრებებს ეხმიანება და აცხადებს, რომ ზიარების წესი არ შეიცვლება. რაც შეეხება სააღდგომო მღვდელმსახურების წესს, მეუფემ განაცხადა, რომ ამაზე მომავალში ისაუბრებენ. „ზიარების წესი არ იცვლება. ზიარება ჩვენი არ არის, უფალმა როგორც დაადგინა, ისე იყო, არის და იქნება. სააღდგომო ლიტურგიას რაც შეეხება, ამაზე აღდგომა რომ მოვა, მერე ვისაუბრებთ….

20.03.2020 | 13:00
საეკლესიო კალენდარი: 20 მარტი

დღეს მართლმადიდებლური ეკლესია აღნიშნავს ხსენებას: წმ. მღვდელმოწამეთა, ხერსონის ეპისკოპოსთა: ბასილისა, ეფრემისა, კაპიტონისა, ევგენისა, ესთერისა, ელპიდიოსისა და აგათოდორესი; ღირსისა პავლესი; წმ. პავლე აღმსარებელისა, პრუსიადელი ეპისკოპოსისა; ღირსისა ემელიანე იტალიელისა.   წმიდა მღვდელმოწამენი, ხერსონესის ეპისკოპოსები: ბასილი, ეფრემი, კაპიტონი, ევგენი, ეთერიოსი, ელპიდე, აღათოდორე ქრისტეს სახარებას ქადაგებდნენ ჩრდილოეთ შავიზღვისპირეთში, დუნაიდან დნეპრამდე, ყირიმის ჩათვლით და მოციქულებრივი ღვაწლი მოწამეობრივად დაასრულეს თავრიდის ქალაქ…

20.03.2020 | 12:15
საქართველოს საპატრიარქოში წმინდა სინოდის სხდომა მიმდინარეობს

სინოდი სხდომაზე ქვეყანაში ახალი კორონავირუსის გამო არსებულ მდგომარეობაზე იმსჯელებს. როგორც სხდომის დაწყებამდე, მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსმა, მეუფე მელქისედეკმა განაცხადა, ახალ კორონავირუსთან დაკავშირებით საკუთარ მოსაზრებას სხდომაზე დააფიქსირებს. მისივე თქმით, სხდომის განჩინება სინოდის დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი.   — dogma.ge

20.03.2020 | 10:10
მსოფლიო საპატრიარქოს განცხადება

კორონავირუსთან დაკავშირებით მსოფლიოში არსებული ვითარების ფონზე, მსოფლიო საპატრიარქო განცხადებას აქვეყნებს. 1. მსოფლიო საპატრიარქოს სურს ხაზი გაუსვას მის მოწოდებას, რომ ყველამ შეზღუდოს მოგზაურობა და სახლიდან გასვლა, დარჩნენ სახლში საკუთარი და ზოგადად საზოგადოების უსაფრთხოების გამო. 2. აფასებს იმ ადამიანების თავგანწირვას, რომლებიც ჯანდაცვის სფეროში საქმიანობენ და მადლიერებას გამოხატავს მათი განსაკუთრებული და უდიდესი ძალისხმევის გამო, რომ დაეხმარონ მათ, ვისაც…

19.03.2020 | 14:33
საქართველოს საპატრიარქო – კორონავირუსის ეპიდემიის გამო ზიარების პრაქტიკასთან დაკავშირებით აზრთა სხვადასხვაობა დაფიქსირდა

საქართველოს საპატრიარქო ზიარების პრაქტიკასთან დაკავშირებით მოუწოდებს ყველას, პირადი მოსაზრებებისგან ​თავი შეიკავონ. ამის შესახებ საქართველოს საპატრიარქოს განცხადებაშია ნათქვამი, რომელიც საპატრიარქოს ვებგვერდზე გავრცელდა. „კორონავირუსის ეპიდემიის გამო ზიარების პრაქტიკასთან და, საერთოდ, ეკლესიურ ცხოვრებასთან დაკავშირებით სასულიერო პირთა შორისაც აზრთა სხვადასხვაობა დაფიქსირდა. ყველას ვთხოვთ, თავი შეიკავონ პირადი მოსაზრებებისაგან და დაელოდონ საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდის სხდომას, რომელიც პარასკევს, 20 მარტს, 12:00…

19.03.2020 | 10:49
ყველამ ერთად ვილოცოთ უფლის მიმართ!

ყოველდღე, საღამოს, 22:00 დან 22:15 მდე, როდესაც ბუნება სიბნელეში ეფლობა და ჩუმდება, ჩვენ ამ დროს ღმერთთან საუბარს – ლოცვას ვუთმობთ. ყველა ერთად ვაერთიანებთ ჩვენსლოცვას, იმის განცდით, რომ ღმერთს არ დაუტოვებივართ, არამედ ჩვენ განვეშორეთ მას. დავუბრუნდეთ უფალს, როგორც მზრუნველ მამას, რომელიც ხელებგაშლილი გველის და ჩვენყველას ჩაიხუტებს. ამ რთულ პერიოდში, როდესაც პანდემია საფრთხე მოახლოვდა, მოწოდებულნი ვართ კვლავუფლისკენ…

18.03.2020 | 16:01
წმინდა სინოდის სხდომის განსახილველი საკითხი კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი ვითარება იქნება

20 მარტს, წმინდა სინოდი ქვეყანაში ახალ კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილ ვითარებაზე იმსჯელებს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა ანდრია ჯაღმაიძემ განუცხადა. „სხდომაზე ზოგადად ვირუსის გავრცელებასთან დაკავშირებულ ვითარებას განიხილავენ“, – განაცხადა ანდრია ჯაღმაიძემ, რომელსაც არ დაუკონკრეტებია, მიიღებს თუ არა ეკლესია რაიმე გადაწყვეტილებას, მათ შორის ზიარების წესთან დაკავშირებით. შეგახსენებთ, რომ 20 მარტს, 12:00 საათზე, სინოდის სხდომა…

Τα σημαντικότερα νέα