ORTHODOXIA REAL TIME NEWS FEED:
Select Language
MENU
PERSONAL NEWS ALARM ΕΓΓΡΑΦΗ
15.03.2020 | 23:46
ალავერდის მიტროპოლიტი – სიფრთხილის დაცვა ღვთისთვის მოსაწონია, სიფრთხილეზე უგუნური თავმოწონებით უარის თქმა, კიდევ უფრო დამამძიმებელია

ალავერდის მამათა მონასტრის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში სასულიერო პირებმა წირვის დასრულების შემდეგ კორონავირუსის საფრთხის გამო ეკლესიის მიერ ზიარების წესის შესახებ, ასევე ჰიგიენის დაცვის აუცილებლობაზე ისაუბრეს. ალავერდის მიტროპოლიტმა, მეუფე დავითმა შექმნილ ვითარებაში ორგანიზებული მოქმედებისთვის ხელისუფლებას მადლობა გადაუხადა და მრევლს სიფრთხილისკენ მოუწოდა. „შიში ყოველთვის ურწმუნოებიდან მოდის. დღეს დიდი მითქმა-მოთქმაა, რომ ქვეყნები იკეტება და კარანტინშია ხალხი, მაგრამ საოცარი…

15.03.2020 | 23:31
მეუფე გრიგოლი მღვდელმთავრების შეკრების აუცილებლობაზე საუბრობს, რათა ეკლესია არავინ დაადანაშაულოს

ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი მეუფე გრიგოლი საქართველოს საპატრიარქოს მიერ გუშინ გავრცელებულ განცხადებას ეხმაურება და მიაჩნია, რომ ნებისმიერ შემთხვევაში, არსებობს მღვდელმთავრების შეკრების საშუალება საერთო გადაწყვეტილების მისაღებად, რათა, ნერონის პერდის მსგავსად, ეკლესიის დადანაშაულება არ მოხდეს. მეუფის თქმით, საპატრიარქოს განცხადება როცა კეთდება, იმის მიუხედავად, ვინ აკეთებს ამ განცხადებას, ვინ ამზადებს ტექსტს, რა თქმა უნდა, მთელი პასუხისმგებლობა კათოლიკოს პატრიარქზეა. ,,არ ვიცი, საპატრიარქო…

15.03.2020 | 23:28
ხელისუფლებამ საბერძნეთში მართლმადიდებელ ეკლესიას მსახურებების შეზღუდვა სთხოვა

საბერძნეთის მთავრობამ ქვეყნის მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურს საეკლესიო მსახურებების შეზღუდვა სთხოვა. ამის შესახებ საბერძნეთის მთავრობის პრესსამსახური იუწყება. „საბერძნეთის პრემიერმინისტრი კირიაკოს მიცოტაკისი ათენისა და სრულიად საბერძნეთის მთავარეპისკოპოსს იერონიმეს დაუკავშირდა და სთხოვა, რომ ტაძრები ღია იყოს მხოლოდ იმისთვის, რომ ადამიანებს კერძოდ შეეძლოთ იქ თაყვანისცემისთვის შესვლა და შესრულდეს მხოლოდ აუცილებელი საეკლესიო საიდუმლოებები, რომელსაც ადამიანთა მინიმალური რაოდენობა დაესწრება“ – ნათქვამია…

15.03.2020 | 18:05
კადრებში ჩანს, როგორ ჩაუტარეს დეზინფექცია სამების საკათედრო ტაძარს, მათ შორის ხატებს

არქიმანდრიტ იოვანე მჭედლიშვილის განცხადებით, სამების საკათედრო ტაძარში მსახურებები არ შეჩერებულა და ჩვეულებრივად ჩატარდება წირვა-ლოცვები. მისივე თქმით, საპატრიარქო ყველა ტაძარს აწვდის სადეზინფექციო ხსნარებს. „საპატრიარქო ყველა ტაძარს აწვდის ამ ხსნარებს, რითაც დეზინფექცია ხდება. სამების საკათედრო ტაძარშიც შესრულდა დეზინფექციის სამუშაოები. ზოგადად, ტაძარი ყოველდღიურად იწმინდება სხვადასხვა სადეზინფექციო საშუალებით. წლების განმავლობაში, რაც გახსნილია ეს ტაძარი, სპირტოვანი სითხით იწმინდება ყველა შუშა…

15.03.2020 | 17:09
ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტმა მრევლს ანტიბაქტერიული სითხე დაურიგა

ზუგდიდის ივერიის ღვთისმშობლის საკათედრო ტაძარში საკვირაო ლოცვის შემდეგ ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტმა, მეუფე გერასიმემ მრევლს ანტიბაქტერიული სითხე დაურიგა. ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტმა მორწმუნეებს სიფრთხილისა და ლოცვისკენ მოუწოდა. დღეს ტაძარში ზიარება ჩვეულებისამებრ ჩატარდა, თუმცა ღვინო ე.წ. სიტკბოება მორწმუნეებმა ერთჯერადი ჭიქებით მიიღეს. მეუფე გერასიმე ამბობს, რომ ზიარების წესი არ შეიცვლება და შესაბამისი სიმპტომების მქონე ადამიანმა თავად უნდა…

15.03.2020 | 13:02
საქრთველოს საპატრიარქოს მიმართვა მორწმუნეთადმი

როგორც ცნობილია, კორონა ვირუსის გარშემო განვითარებული მოვლენების გამო, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციით საერთაშორისო მასშტაბით განსაკუთრებული ზომებია მიღებული. დღეისათვის ჩვენს ქვეყანაშიც მოქმედებს გარკვეული რეგულაციები და არსებობს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ეროვნული ცენტრის რჩევები. სამოქალაქო პასუხისმგებლობა გვავალდებულებს ამ მითითებების გათვალისწინებას. ამიტომ საქართველოს ეკლესიაც მის მრევლს მოუწოდებს, თავი შეიკავონ საზღვარგარეთ წასვლისაგან, მათ შორის მოსალოცად, და ვურჩევთ…

14.03.2020 | 20:22
ტაძრებს სადეზინფექციო საშუალებები გადაეცემათ

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციით, დედაქალაქის ტაძრებს კორონავირუსის პრევენციის მიზნით სადეზინფექციო საშუალებები გადაეცემათ. საპატრიარქოში აცხადებენ, რომ საკვირაო მსახურებებისთვის შეძლებისდაგვარად ყველა ტაძარი დასუფთავდება და ჩატარდება სათანადო დეზინფექცია. „სადეზინფექციო ხსნარები ეტაპობრივად გადაეცემა როგორც დედაქალაქის, ასევე ეპარქიების ტაძრებს“, – აცხადებენ საპატრიარქოში.   — 1tv.ge

14.03.2020 | 17:09
მეუფე დოსითეოზი – “მორწმუნეებმა უნდა ვაჩვენოთ მოწერიგებულობის, თანმიმდევრულობისა და სიმშვიდის მაგალითი”

შემთხვევით სამყაროში არაფერი ხდება, – „თმის ღერიც კი არ დაცვივდება შენი თავიდან… “ საღვთო კანონზომიერების გარეშე. ადამიანი (სადაც ჩვენი თავი აუცილებლად უნდა ვიგულისხმოთ), მთელ რესურსებს მოიხმარს შურითა და სიხარბით. ამჯერადაც, გაუფრთხილებლობით, დაუფიქრებლობითა და „მდგრადი ეკონომიკის“ შენარჩუნების საბაბით, თავიდან ვერ იქნა აცილებული, ახალი კორონა ვირუსის პანდემია (?!) ჩვენ ყველანი, მიუხედავად გეოგრაფიული სივრცისა, საზღვრებისა და ეროვნული წარმომავლობისა,…

13.03.2020 | 13:18
იწყება 63-ე ეტაპი ახალდაბადებული მესამე და შემდგომი ბავშვის სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მიერ მონათვლისა

  ნათლობის მსურველთა რეგისტრაცია იწარმოებს საქართველოს საპატრიარქოში 18 მარტიდან 22 მარტის ჩათვლით 12:00 საათიდან 16:00 საათამდე. რეგისტრაციის მსურველებმა თან უნდა იქონიონ: მშობლების პირადობის მოწმობების ასლები; მშობლების ჯვრისწერისა და ქორწინების მოწმობების ასლები; შვილების დაბადებისა და ნათლობის მოწმობების ასლები; მოსანათლის 2 ფოტო 3X4-ზე დაბეჭდილი CD დისკით; ოჯახის 1 ფოტო 10×15-ზე დაბეჭდილი CD დისკით. საკონტაქტო ტელეფონები: 593 900…

Τα σημαντικότερα νέα