ORTHODOXIA REAL TIME NEWS FEED:
Select Language
MENU
PERSONAL NEWS ALARM ΕΓΓΡΑΦΗ
12.03.2020 | 10:36
ტაძრებს საშუალება ექნებათ საპატრიარქოდან ნებისმიერი რაოდენობის სადეზინფექციო ხსნარი წაიღონ

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ “ფეიბუკის” პირად გევრდზე განათავსა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, ხვალიდან შპს “საქართველოს საინჟინრო აკადემია, სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი” ეკოლოგიურად სუფთა სადეზინფექციო ხსნარს მიაწვდის საპატრიარქოს, საიდანაც ნებისმიერ ტაძარს საშუალება ექნება მისთვის საჭირო რაოდენობა გაიტანოს და მიიღოს საჭირო ინფორმაცია ხსნარის გამოყენების შესახებ. მანამდე, დეკანოზმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ სადეზინფექციო ხსნარების კონკრეტული იმპორტიორი კომპანია…

12.03.2020 | 10:29
საპატრიარქო მზადაა ტაძრების დეზინფექციისთვის ყველა რეკომენდაცია გავითვალისწინოს

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის, დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის განცხადებით, საპატრიარქო მზად არის ყველა რეკომენდაცია, რაც ტაძრების დეზინფექციისთვის იქნება შესასრულებელი, აუცილებლად გავითვალისწინოს. ამის შესახებ ჯაღმაიძე განცხადებას ავრცელებს. ჯაღმაიძის ინფორმაციით, სადეზინფექციო ხსნარების კონკრეტული იმპორტიორი კომპანია მზად არის საპატრიარქოს ყველა საჭირო ნივთიერება დღესვე მიაწოდოს. „ბოლო დღეების განმავლობაში კორონავირუსთან (COVID-19) დაკავშირებით განსაკუთრებით აქტუალური გახდა ტაძრების დეზინფექციის საკითხი. როგორც…

11.03.2020 | 11:59
არსებობს იმპორტიორი, რომელიც მზადაა ეკლესიას საჭირო სადენზიფექციო მასალა უფასოდ გადასცეს

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, მისმა უწყებამ მოიძია სადეზინფექციო საშუალებების იმპორტიორი, რომელიც მზადაა ეკლესიას საჭირო სადენზიფექციო მასალა უფასოდ გადასცეს. გამყრელიძემ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ამის შესახებ ინფორმაცია საპატრიარქოს უკვე აქვს და მათგან პასუხს ელიან. „როდესაც ჩვენ ვლაპარაკობთ საზოგადოებრივ ჰიგიენაზე, ეს ეხება ყველა დაწესებულებას. საზოგადოებრივი ჰიგიენა მაქსიმალურად უნდა იყოს დაცული ყველგან. დეზინფექციები, სველი წესით…

10.03.2020 | 16:46
საპატრიარქომ ტაძრებში დეზინფექციის ჩატარება მოითხოვა

  დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის ეკლესიებში სადეზინფექციო სამუშაოების ჩატარებაში დახმარებას კომპანიებს სთხოვს. როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, ტაძრებში დეზინფექციის ჩატარების თხოვნით მათ საპატრიარქომ მიმართა, რის შესაბამისადაც დავალება უკვე მისცა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გარემოს ჯანმრთელობის დეპარტამენტს, თუმცა აღნიშნულში მათ კერძო კომპანიების დახმარების იმედი…

10.03.2020 | 16:43
ფლორენციის სამრევლო მრევლს მოუწოდებს, გამოიჩინონ პასუხიმგებლობა

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის, დასავლეთ ევროპის ეპარქიის, ფლორენციის სამრევლოს მღვდელმსახური, არქიმანდრიტი ანდრია ლაცაბიძე სამრევლოს წევრებს მიმართავს, ქვეყანაში ვითარების გართულებას, რაც კორონავირუსს უკავშირდება, პასუხისმგებლობით მოეკიდონ. ამის შესახებ სასულიერო პირი განცხადებას “ფეისბუკის” გვერდზე ავრცელებს. “ჩემო ძვირფასო თანამემამულენო, სამრევლოს წევრებო გთხოვთ და მოგიწოდებთ ყველას განსაკუთრებული პასუხისმგებლობით მოვეკიდოთ შექმნილ მდგომარეობას, რადგანაც იტალიაში რთულდება სიტუაცია და იზრდება დაინფიცირებულ და გარდაცვლილ ადამიანთა…

09.03.2020 | 18:31
მსოფლიო საპატრიარქოს წმინდა სინოდმა ნეტარი გერონდა იოსებ ისიხასტი წმინდანად შერაცხა!

მსოფლიო საპატრიარქოს წმინდა სინოდმა ნეტარი გერონდა იოსებ ისიხასტი წმინდანად შერაცხა, რაც 2019 წლის 20 ოქტომბერს მსოფლიო პატრიარქ ბართლომეოსის პირით იქნა გამოცხადებული, მისი ღვთაებრივი ყოვლადუწმინდესობას ოფიციალური ვიზიტის დროს ათონის მთაზე. ამ დღეს ათონის ნახევარკუნძულის ყველა კუთხეში ბედნიერების ზარების ხმა ჟღერს სარწმუნოების ახალი წმინდანისა და ღვთისმშობლის ბაღის ჭეშმარიტი შვილის გამო, სააგენტო “მართლმადიდებლობა – ΟΡΘΟΔΟΞΙΑ” საუბრობს უმნიშვნელოვანეს სულიერ…

09.03.2020 | 17:10
“კარგი იქნება, თუ ეს პროცედურა ყველა ეკლესიაში სავალდებულო გახდება”

ზიარება რომ ინფექციური ეპიდემიებისა და ადვილად გადამდები დაავადებების გავრცელებას უწყობდეს ხელს, ამ გზით უპირველესყოვლისა, ყველაზე ხშირად, უფრო მეტიც, მასობრივად უნდა ავადდებოდნენ თავად მართლმადიდებელი ღვთისმსახურები. ამის შესახებ თეოლოგი, პროფესორი თეიმურაზ ბუაძე “ფეისბუქის” პირად გვერდზე ვრცელ პოსტს წერს. “ლიტურგიული მსახურებისას მღვდელი საშუალოდ რამდენიმე ათეულ მორწმუნეს აზიარებს. ერთ-ერთი მათგანიც რომ დაავადებული იყოს გადამდები სენით, მის პირში ნამყოფი კოვზი…

09.03.2020 | 16:50
ურბნისისა და რუისის მიტროპოლიტმა ანათემის წესი შეასრულა

მარტი 8, 2020 ურბნისისა და რუისის მიტროპოლიტმა მეუფე იობმა დღეს, ანათემის წესი შეასრულა. „თქვენ იცით, რომ პირველი შეჩვენება და წყევლა პავლე მოციქულმა წარმოთქვა, რომელმაც ბრძანა, ვინც სახარებაში დაწერილს შემატებს, ან გამოაკლებს, წყეული იყოს. ეს არ არის ჩვენი მოგონილი. მხოლოდ დღევანდელ დღეს – მართლმადიდებლობის ზეიმზე ხდება შეჩვენება ყველა არამართლმადიდებლის, ყველა ერეტიოკოსის, ქვეყნისა და ეკლესიის მოღალატის, ვინც…

09.03.2020 | 16:47
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 9 მარტს კონსტანტინოპოლელი მთავარეპისკოპოსის წმინდა ტარასის ხსენების დღეს აღნიშნავს

ტარასი, კონსტანტინეპოლელი მთავარეპისკოპოსი ტარასი დიდგვაროვანთა ოჯახის ჩამომავალი იყო. იგი კონსტანტინეპოლში დაიბადა და აღიზარდა, განათლებაც იქვე მიიღო. ღრმად განსწავლული ჭაბუკი მალე დაწინაურდა კონსტანტინე VI პორფიროგენეტის (780-797) და მისი დედის, დედოფალ ირინეს კარზე და სენატორის ხარისხს მიაღწია. იმ ხანებში ეკლესიურ ცხოვრებას აშფოთებდა ხატმებრძოლთა ერესი. წმიდა პატრიარქი პავლე მწვალებლებს არ თანაუგრძნობდა, მაგრამ მერყევი ხასიათის გამო მათ წინააღმდეგ გადამჭრელი…

Τα σημαντικότερα νέα