ORTHODOXIA REAL TIME NEWS FEED:
Select Language
MENU
PERSONAL NEWS ALARM ΕΓΓΡΑΦΗ
05.03.2020 | 13:42
ახალი კორონავირუსის ინფექციის (COVID-19) შესაძლო გავრცელების თავიდან აცილების მიზნით თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში სწავლის განახლება 16 მარტამდე გადაიდო.

სასწავლებელში 2020 წლის 22 თებერვალს ჩატარდა სადეზინფექციო სამუშაოები, რომელიც განმეორდება ხსენებული თარიღიდან 28 დღის შემდეგ. ამასთანავე, სასწავლებლის სამედიცინო სამსახურის უფროსმა მაია ლოსაბერიძემ და მისმა თანამშრომელმა ნანული ადამიამ თსას-ის სტუდენტებს ჩაუტარეს სათანადო ტრენინგი ზემოხსენებულ ინფექციასთან დაკავშირებით.   — tsas.ge

05.03.2020 | 13:18
დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე – კორონავირუსის გავრცელების გამო, ჯერჯერობით, ზიარების წესის ცვლილებებზე მსჯელობა არ არის

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის, დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის განცხადებით, კორონავირუსის გავრცელების გამო, ჯერჯერობით, ზიარების წესის ცვლილებებზე მსჯელობა არ არის. როგორც მან „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, მორწმუნე ადამიანებს ამ გზით დაავადების გავრცელების არ უნდა ეშინოდეთ, რადგან „უფლის სისხლი და ხორცი საკურნებელია“. „ჯერჯერობით, ზიარების წესის ცვლილებებზე მსჯელობა არ არის. ვისაც საეკლესიო ცხოვრების საკმაო გამოცდილება აქვს, მან იცის, რომ…

04.03.2020 | 17:26
ჯიხეთის მონასტერში მდებარე ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების სახელობის ეკლესიის რეაბილიტაცია.

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებითა და ფონდი „ქართუ“ -ს დაფინანსებით 2019 წელს განხორციელდა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში, ჯიხეთის მონასტერში მდებარე ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების სახელობის ეკლესიის რეაბილიტაცია. ეკლესია საჭიროებდა სასწრაფო სარეაბილიტაციო სამუშაოებს ,მძიმე მდგომარეობაში იყო სახურავი, რის გამოც ტაძარში წყლის ჩასვლის საშიშროება იყო. ჩატარებულია შემდეგი სამუშაოები: √ მოეწყო სახურავი ხის ელემენტებით. √ სახურავი გადაიხურა დაფერილი თუნუქით,…

03.03.2020 | 16:35
ნიკოლ ფაშინიანი – საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთან შთამაგონებელი შეხვედრა მქონდა

  საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ სომხეთის პრემიერ-მინისტრს, ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა. საპატრიარქოში გამართული შეხვედრის შესახებ ფაშინიანმა „ტვიტერში“, საკუთარ გვერდზე დაწერა და ფოტოც გამოაქვეყნა. „ნამდვილად შთამაგონებელი შეხვედრა მქონდა მის უწმინდესობასთან, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორესთან. არსებობს მკაფიო შესაძლებლობა, რათა დავგეგმოთ ჩვენი ქვეყნების მომავალი ერთად, მიუხედავად ყველა არსებული საფრთხისა რეგიონში“, – წერს ნიკოლ ფაშინიანი. Had…

03.03.2020 | 16:19
დეკანოზი შალვა კეკელია – 21 საუკუნის განმავლობაში ეზიარებიან ადამიანები და ერთი შემთხვევაც არ არსებობს, რომ ზიარების მეშვეობით რომელიმე ეპიდემია გავრცელებულიყო

ზოგიერთი ადამიანი ეკლესიას ადანაშაულებს იმაში, რომ თურმე ეკლესია ცდილობს ეპიდემია გაავრცელოს ზიარების მეშვეობით. 21 საუკუნის განმავლობაში ადამიანები ეზიარებიან და ერთი შემთხვევაც კი არ არსებობს, რომ ზიარების მეშვეობით, რომელიმე ეპიდემია გავრცელებულიყო,- ამის შესახებ დეკანოზმა შალვა კეკელიამ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა საზოგადოების ნაწილის მოსაზრებას ზიარებასთან დაკავშირებით. დეკანოზმა მოსახლეობას მარხვის დაწყება მიულოცა. „ეს მარხვა არის მაცხოვრის ჯვარცმასთან დაკავშირებით. ჩვენ,…

03.03.2020 | 16:13
ილია მეორე სომხეთის პრემიერ-მინისტრს შეხვდა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს – პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ მღვდელმთავრებთან და სამღვდელოებასთან ერთად საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფი სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი და დელეგაციის სხვა წევრები მიიღო. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საპატრიარქო ავრცელებს. მათივე ცნობით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო ქვეყნებს შორის არსებულ მეგობრულ ურთიერთობებს, ასევე მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებს და ხაზი გაესვა კავკასიის რეგიონში მშვიდობის შენარჩუნების აუცილებლობას….

01.03.2020 | 12:21
“ეკლესია მრევლს რეკომენდაციას ვერ მისცემს, რომ ხატებს არ ემთხვიონ”

ღვინო არის ანტისეპტიკი და მასში გაწმენდილი კოვზი ბაქტერიებისგან თავისუფალია, რაც შეეხება ერთჯერადი კოვზების გამოყენებას, ეს პრინციპულად არასწორია ,- ამის შესახებ ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტმა, მეუფე ნიკოლოზმა ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, ღვინო, რომლითაც ვეზიარებით, ქრისტეს სისხლია და “წვავს და განწმენდს ყველაფერს”. “ღვინო, რომელიც ბარძიმში გარდაიქმნება სისხლად, რითიც ვეზიარებით, არის ანტისეპტიკი, რელიგიური შინაარსის გარეშე რომ ვთქვათ. ღვინოში…

01.03.2020 | 11:56
როდის დაიწყება დიდმარხვა 2020 წელს

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის კალენდრის მიხედვით, 2020 წელს აღდგომის მარხვა 2 მარტს დაიწყება და 18 აპრილს დასრულდება.   დიდმარხვა ეკლესიის მიერ დადგენილი წლიური ოთხი სამარხვო პერიოდიდან ყველაზე ხანგრძლივი და მკაცრია. ის აღდგომის წინ 49 დღით ადრე იწყება და აღდგომის დღესასწაულამდე გრძელდება; ამით მართლმადიდებელი მრევლი ქრისტეს აღდგომის სადღესასწაულოდ ემზადება. მარხვა ადრექრისტიანულ ეპოქაში შემოიღეს. თავიდან მორწმუნეები 24-დან 40…

29.02.2020 | 21:16
მეუფე ანდრია – თანადგომა გამოვიჩინოთ ვირუსით დაავადებულ, ან კარანტინში მყოფთა მიმართ, იქნებიან ისინი ჩვენი თუ საქართველოში მცხოვრები სხვა ქვეყნის მოქალაქეები

არაერთი განსაცდელი გადავიტანეთ უახლოეს წარსულშიც: სტიქიური უბედურებები, ომები, სხვადასხვა სახის ვირუსიც. ღრმად მწამს, რომ ღვთის წყალობით და ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შეწევნით, ჩვენ ერთად, ერი და ბერი, გადავიტანთ ამ განსაცდელსაც და სიხარულითა და ურთიერთსიყვარულით შევეგებებით ქრისტეს აღდგომის დიად დღესასწაულს, – ასე მიმართავს მრევლს ახალ კორონავირუსთან დაკავშირებით გორისა და ატენის მიტროპილიტი, მეუფე ანდრია. მიტროპოლიტის მიმართვას საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის…

Τα σημαντικότερα νέα