3 დეკემბერს მოსკოვის ქრისტე მაცხოვრის საკათედრო ტაძრის საეკლესიო კრებების დარბაზში დოკუმენტური ფილმის, „ქრისტეს ხალხი. ჩვენი დრო“, რუსული პრემიერა გაიმართა, რომელიც უკრაინის სახელმწიფო ხელისუფლების მხრიდან უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის დევნას ეძღვნება. პრემიერას ესწრებოდა ფილმის ერთ-ერთი შემქმნელი და რეჟისორი ემირ კუსტურიცა. ღონისძიებას დაესწრო მოსკოვისა და სრულიად რუსეთის უწმინდესი პატრიარქი კირილე, – იუწყება პატრიარქის პრეს-სამსახური. ცერემონიას უძღვებოდა რუსეთის ფედერაციის…
2 დეკემბერს მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილების დიდ დარბაზში გაიმართა საზღვარგარეთის ქვეყნებში რუსეთის დღეების, მათ შორის, სულიერი ხასიათის ღონისძიებების, ჩატარების საორგანიზაციო კომიტეტის მორიგი სხდომა, რომელსაც უძღვებოდნენ საორგანიზაციო კომიტეტის თანათავმჯდომარეები: სსკგ-ის თავმჯდომარე, ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტი ანტონი; რუსეთის კულტურის მინისტრის მოადგილე ა.ვ. მალიშევი; რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ა.ა. პანკინი. სხდომის მუშაობაში ასევე მონაწილეობდნენ სსკგ-ის მდივანი შორეულ…
საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) ქადაგება ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების დღესასწაულზე სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა. ძვირფასო მამებო, ძმებო და დებო, გილოცავთ ტაძრად მიყვანების დიდებულ დღესასწაულს და გადმოგცემთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ლოცვა-კურთხევას. ეკლესიის ყოველ ასეთ დიდ დღესასწაულზე აღინიშნება მოვლენა, რომელიც ხდებოდა ჩვენი ცხონებისთვის, გამოხსნისთვის და რომელიც ასევე…
სოციალურ ქსელ „X“-ზე ვრცელდება საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის სამწუხარო და შემაშფოთებელი განცხადება, რომ „უნივერსიტეტების შემდეგ სკოლების ჯერია, გამოხატონ სოლიდარობა აქციების მიმართ“. ამ დღეების განმავლობაში ვხედავთ, თუ როგორ ვითარდება მოვლენები საპროტესტო აქციებზე; ხშირად მდგომარეობა ისე იძაბება, რომ შეკრება სხვადასხვა საგნის უმისამართო სროლასა და ხელჩართულ დაპირისპირებაში გადაიზრდება ხოლმე. ასეთ პირობებში სკოლის მოსწავლეთა და, საერთოდ, არასრულწლოვანთა ჩართვის წაქეზებისკენ…
ამა წლის 1 დეკემბერს შემოქმედელმა მიტროპოლიტმა იოსებმა (კიკვაძე) ოზურგეთის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძარში მღვდლად დაასხა ხელი დიაკონ გიორგი გუჯაბიძეს. მღვდელი გიორგი ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩოჩხათის ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძარში იმსახურებს. sazu.ge
დღეს, 30 ნოემბერს ფანარის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში კონსტანტინოპოლის ეკლესიის დამაარსებლის, მოციქულ ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღესთან დაკავშირებით საღვთო ლიტურგია აღესრულა, რომელიც მსოფლიო პატრიარქმა ბართლომემ შეასრულა. ლიტურგიას ოფიციალურად ესწრებოდა რომის ეკლესიის წარმომადგენლობაც, კარდინალ კურტ კოხის ხელმძღვანელობით. sazu.ge
დიდად ვწუხვართ, რომ მიუხედავად ეკლესიის მოწოდებისა, რუსთაველის გამზირზე დემონსტრაცია 30 ნოემბერსაც სერიოზულ დაპირისპირებაში გადაიზარდა. მასმედიასა და სოციალურ ქსელში გავრცელებულ კადრებში ნათლად ჩანს ქმედებები, რომელიც გაცდა კანონიერებისა და ზნეობის ფარგლებს. შექმნილი ვითარება იწვევს დაპირისპირებას და საფრთხეს უქმნის მოქალაქეთა მშვიდობიან თანაცხოვრებას. ჩვენთვის ძვირფასია ორივე მხარეს მდგომნი და ვლოცულობთ მათთვის; ვლოცულობთ დაშავებულთა მალე გამოჯანმრთელებისთვის. ამასთან, კიდევ ერთხელ ვთხოვთ…
ამა წლის 29 ნოემბერს, გამთენიისას, დედაქალაქში, რუსთაველის გამზირზე განვითარებული მოვლენები ჩვენს გულისტკივილსა და შეშფოთებას იწვევს. მიუხედავად მთავრობის წარმომადგენლების განმარტებებისა, როგორც გუშინ, ასევე დღეს, რომ საქართველო არ უხვევს ევროპული კურსიდან და უარს არ ამბობს ევროპულ ფასეულობებზე, საზოგადოების ნაწილისათვის ეს განმარტებები საკმარისი და დამაჯერებელი არ აღმოჩნდა. შედეგად, მშვიდობიანი დემონსტრაცია ნელ-ნელა ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლებისა და აქციის მონაწილეების ფიზიკურ…
იერუსალიმის ქრისტიანულ კვარტალში რომის ლა საპიენცას უნივერსიტეტის არქეოლოგების მიერ ჩატარებული გათხრების შედეგად მაცხოვრის საფლავის ტაძრის შესახებ ახალი ინფორმაცია გახდა ცნობილი. მაცხოვრის საფლავის ტაძარი IV ს-ის ეკლესიაა, რომელიც იერუსალიმის საპატრიარქოს მთავარ ტაძარს წარმოადგენს. პრესკონფერენციაზე, რომელსაც იერუსალიმის საპატრიარქოს, კათოლიკური და სომხური ეკლესიების წარმომადგენლები ესწრებოდნენ, განაცხადეს, რომ ტაძრის ადგილას თავდაპირველად ქვის მომპოვებელი კარიერი უნდა ყოფილიყო. ამას მოწმობს ღრმა…