ORTHODOXIA REAL TIME NEWS FEED:
Select Language
MENU
PERSONAL NEWS ALARM ΕΓΓΡΑΦΗ
29.02.2020 | 21:13
საქალაქო სასამართლო დეკანოზ გიორგი მამალაძის სასჯელის გადავადებაზე იმსჯელებს

27 თებერვალს, 13:00 საათზე თბილისის საქალაქო სასამართლოში დეკანოზ გიორგი მამალაძის სასჯელის გადავადებასთან დაკავშირებით სხდომა გაიმართება. დეკანოზის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის გათვალისწინებით, სასჯელის გადავადების შუამდგომლობით სასამართლოს ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა (EMC) მიმართა. საქართველოს საპატრიარქოს წარმომადგენლის დეკანოზი მიქაელ ბოტკოველის განცხადებით, საპატრიარქოს დეკანოზ გიორგი მამალაძის სასჯელის გადავადებასთან დაკავშირებით პოზიცია ვერ ექნება. როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, საპატრიარქომ…

29.02.2020 | 21:10
რუმინეთის პატრიარქის გზავნილი არასწორი ინტერპრეტაციით გავრცელდა

საპატრიარქოს უწყებანი “ფეიბსუქის” გვერდზე მღვდელ გიორგი ბერაძის პოსტს აქვეყნებს, რომელშც სასულიერო პირი აღნიშნავს, რომ რუმინეთის პატრიარქის უნეტარეს დანიელის კომუნიკე არასწორი ინტერპრეტაციით გავრცელდა, თითქოს, პატრიარქი მრევლს ეკლესიაში წაუსვლელობის, ხატებზე მთხვევის თავშეკავებისა და საკუთარი კოვზით ზიარებისკენ მოუწოდებს: “ვრცელდება რუმინეთის პატრიარქის კომუნიკეს (გზავნილი) არასწორი ინტერპრეტაცია, თითქოს უნეტარესი დანიელი მოუწოდებს ეკლესიაში არწასვლისკენ, ხატებზე მთხვევაზე თავშეკავებისკენ და ზიარებისას მხოლოდ საკუთარი…

29.02.2020 | 21:07
საქართველოს საპატრიარქო – ინტერნეტში გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს რუმინეთის ეკლესიამ კორონავირუსისაგან თავის დასაცავად ზიარებისათვის ერთჯერადი კოვზების გამოყენების ნებართვა გასცა, სიმართლე არ აღმოჩნდა

ინტერნეტში გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს რუმინეთის ეკლესიამ კორონავირუსისაგან თავის დასაცავად ზიარებისათვის ერთჯერადი კოვზების გამოყენების ნებართვა გასცა, სიმართლე არ აღმოჩნდა, – ამის შესახებ საქართველოს საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული. „საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მრევლის ინტერესებიდან გამომდინარე, მსოფლიოში გავრცელებულ ეპიდემიასთან, – კორონავირუსთან (SARS-CoV-2) დაკავშირებით განვმარტავთ შემდეგს: ინტერნეტსივრცეში დაიდო ინფორმაცია, თითქოს რუმინეთის ეკლესიამ, ვირუსისაგან თავდაცვის მიზნით, ზიარებისათვის ერთჯერადი კოვზების გამოყენების…

28.02.2020 | 18:01
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 28 თებერვალს წმინდა მოციქულ ონისიმეს, (სამოცდაათთაგანს) ღირსი პაფნუტის და მის ასულის ევფროსინეს, ასევე სირიელ მეუდაბნოე ევსევის იხსენიებს

წმიდა მოციქული ონისიმე საეკლესიო კალენდრის მიხედვით, 28 თებერვალი წმიდა მოციქული ონისიმეს (სამოცდაათთაგანი), ხსენების დღეა. ონისიმე ფრიგიის ოლქის ქალაქ კოლასეში მცხოვრები მდიდარი ქრისტიანის, ფილიმონის მონა იყო. ერთხელ მან რაღაც შესცოდა ბატონის წინაშე, შემდეგ კი სასჯელს გაექცა და რომს მიაშურა. აქ გაქცეული მონა დაატუსაღეს და საპყრობილეში ჩააგდეს. საპყრობილეში ონისიმეს დახვდა შებორკილი პავლე მოციქული, რომელმაც სახარების სიტყვა დამოძღვრა,…

28.02.2020 | 17:56
2020 წლის 27 თებერვალს თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში ჩატარდა ღონისძიება: „ჩვენ ვსწავლობთ უცხო ენებს“, რომლის ორგანიზატორი იყო თსას-ის უცხო ენების კათედრის წევრი, ფილოლოგიის დოქტორი, ქალბატონი თამარ ნუცუბიძე.

აღნიშნული ღონისძიება ემსახურებოდა სასწავლებელში უცხო ენების (ბერძნული, იტალიური, ინგლისური, გერმანული, რუსული) სწავლების პროცესის წარმოჩენას, სტუდენტებში უცხო ენების შესწავლის მოტივაციის გაზრდასა და მათში საჯაროდ გამოსვლის უნარის განვითარებას. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ პედაგოგები: თსას-ის უცხო ენების კათედრის გამგე, ფილოლოგიის დოქტორი, პროფესორი, ბატონი იური მოსიძე, ფილოლოგიის დოქტორი, ქალბატონი ჯული შოშიაშვილი, თსუ-ს ასისტენტ-პროფესორი, ფილოლოგიის დოქტორი, ქალბატონი სალომე კენჭოშვილი, ფილოლოგიის დოქტორი, ქალბატონი…

27.02.2020 | 13:14
მარნეულისა და ჰუჯაბის ეპარქიის წარმომადგენლები სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ეწვივნენ

ა.წ. 25 თებერვალს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს მარნეულისა და ჰუჯაბის ეპარქიის სასულიერო პირები, ადგილობრივი ხელისუფლებისა და აზერბაიჯანული თემის წარმომადგენლები ეწვივნენ. მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსმა გიორგიმ (ჯამდელიანი) მის უწმინდესობას ეპარქიაში არსებული მდგომარეობა გააცნო და აღნიშნა, რომ 6 წლის წინ მარნეულისა და ჰუჯაბის ეპარქიის ჩამოყალიბებამ ხელი შეუწყო ქრისტიანული ცხოვრების აღორძინებას ქვემო ქართლის რეგიონში. გაიზარდა სასულიერო პირთა რაოდენობა და…

26.02.2020 | 14:54
პალავრა ანუ ხარიტონის ლავრა (ხარიტონწმინდა)

იერუსალიმის სამხრეთ- აღმოსავლეთით მდებარე პალავრის სავანე. მისი დამაარსებელია IV საუკუნის გამოჩენილი საეკლესიო მოღვაწე მამა ხარიტონი. ხარიტონის ლავრა, ეგრეთ წოდებული ძ ვ ე ლ ი ლ ა ვ რ ა ან, როგორც ბერძნები ეძახდნენ პალავრის ლავრა აქედან წარმოდგა ტერმინი პალავრელი, ესე იგი პ ა ლ ე ა ლ ა ვ რ ე ლ ი ა ნ…

25.02.2020 | 18:05
საეკლესიო კალენდარი – 25 თებერვალი

  საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 25 თებერვალს ივერიის ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის ხატის დღესასწაულს აღნიშნავს, ასევე იხსენიებს წმინდანებს: პროხორე ქართველს, ლუკა იერუსალიმელს, ნიკოლოზ დვალს, ანტიოქიელ მთავარეპისკოპოსს მელიტს. Sputnik საქართველო გიამბობთ ვინ იყვნენ ეს წმინდანები და რატომ არიან მოხსენიებულები საეკლესიო კალენდარში. ივერიის ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის ხატი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ივერიის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატის დღესასწაულის 25 თებერვალს აღნიშნავს. გადმოცემის თანახმად. ღვთისმშობლის…

24.02.2020 | 17:34
სამაგისტრო ნაშრომის დაცვა

ხუთშაბათს, 20 თებერვალს, თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში გაიმართა მაგისტრანტის, გიორგი აფციაურის სამაგისტრო ნაშრომის დაცვა. დაცვას ესწრებოდა თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორი, თეოლოგიისა და ფილოლოგიის დოქტორი პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე, სასწავლებლის ფაკულტეტების დეკანები, კათედრების გამგეები და პროფესორ-მასწავლებლები. გიორგი აფციაურის სამაგისტრო ნაშრომში – „დომინანტური ეკლესიის საკითხი საქართველოსა და ევროპის ქვეყნებში“ (სამეცნიერო ხელმძღვანელი – თეოლოგიის დოქტორი, პროფესორი…

Τα σημαντικότερα νέα