ORTHODOXIA REAL TIME NEWS FEED:
Select Language
MENU
PERSONAL NEWS ALARM ΕΓΓΡΑΦΗ
19.02.2020 | 13:26
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 19 თებერვალს არსენ იყალთოელს, სმირნელი ეპისკოპოს ვუკოლეს, ბარსანოფ დიდსა და იოანე წინასწარმეტყველს იხსენიებს

Sputnik -საქართველო მოგითხრობთ, თუ ვინ იყვნენ ისინი და რატომ აღნიშნავს მათი ხსნების დღეს 19 თებერვალს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია.   არსენ იყალთოელი არსენ იყალთოელი XI–XII საუკუნეების ქართველი სასულიერო მოღვაწე, ფილოსოფოსი, მწერალი, ჰიმნოგრაფი იყო. სრული ბიოგრაფიული ცნობარი  წმიდა მამის შესახებ არ მოგვეპოვება, ის წარმოშობით იყალთოდან იყო,  წყაროებში იხსენიება ვაჩეს ძედ. მას საფუძვლიანი და ძირფესვიანი  განათლება კონსტანტინე მონომახის…

17.02.2020 | 17:43
საქართველოს საპატრიარქოს დელეგაცია იერუსალიმის პატრიარქის ორგანიზებულ ეკლესიათა მეთაურების შეკრებას არ დაესწრება

საქართველოს საპატრიარქოს დელეგაცია იერუსალიმის პატრიარქის, თეოფილე მესამის ორგანიზებულ ეკლესიათა მეთაურების შეკრებას არ დაესწრება. ამის შესახებ აღნიშნულია წერილში, რომელიც საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ „ფეისბუქის“ პირად გვერდზე გამოაქვეყნა. როგორც ჯაღმაიძე წერს, წერილი იერუსალიმის პატრიარქს 7 თებერვალს გაეგზავნა. საქართველოს საპატრიარქოს წერილში წერია: „მის უნეტარესობას, იერუსალიმისა და სრულიად პალესტინის პატრიარქს, თეოფილე მესამეს. თქვენო უნეტარესობავ,…

16.02.2020 | 16:57
მირქმის იგივე ,,ლამპრობის” დღესასწაულის შესახებ

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის  ლოცვა-კურთხევით მოძიებულ იქნა მასალა ,,მირქმის“ (,,მიგებების“) დღესასწაულის, იგივე ,,ლამპრობის“  აღნიშვნის ძველი წესის აღსადგენად. წელს მცხეთა-თბილისის და სხვა ეპარქიების არაერთ ტაძარში აღდგა ამ დღესასწაულის ძველი წესით აღნიშვნა და კიდევ ერთი ისტორიული ტრადიცია გაცოცხლდა. მომავალი წლიდან ეს წმინდა დღესასწაული საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ყველა ეკლესია-მონასტერში აღინიშნება ისე როგორც საუკუნეთა განმავლობაში…

15.02.2020 | 16:36
ილია მეორე – საქართველო ღვთისმშობლის წილხვედრია და შემთხვევით არ არის, რომ სენი, რომელიც მთელს მსოფლიოს მოედო, საქართველოში არ არის

ჩვენ ვმადლობთ უფალს რომ ინება საქართველო ყოფილიყო წილხვედრი. შემთხვევითი არ არის რომ ის სენი, რომელიც მოედო მთელს მსოფლიოს საქართველოში არ არის, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა, ილია მეორე სამების საკათედრო ტაძარში ქადაგებისას აღნიშნა. ილია მეორემ ტაძარში შეკრებილებს მირქმის დღესასწაული მიულოცა და აღნიშნა, რომ ეს დღესასწაული აღდგომის ტოლია. „ჩვენთან არს ღმერთი. გილოცავთ…

15.02.2020 | 16:32
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება (15.02.2020)

ჩვენთან არს ღმერთი გილოცავთ ამ ბედნიერ დღეს – მირქმას. ეს არის იმდენად დიდი დღესასწაული, რომ წმინდა მამები ამბობენ, რომ აღდგომის ტოლია. აღდგომა, სულიერი აღდგომა მოგმადლოთ უფალმა. დღეს არის შეხვედრა ძველისა და ახლისა აღთქმისა. დღეს არის შეხვედრა და განახლება ერისა. წყალობა ღვთისა და სასუფეველი ცათა იყოს თქვენთანა. ღმერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ, ღმერთმა ინებოს, რომ მომზადებულნი შევხვდეთ მაცხოვრის…

15.02.2020 | 9:00
მართლმადიდებელი ეკლესია დღეს მირქმას აღნიშნავს

მართლმადიდებელი ეკლესია 15 თებერვალს მირქმის, უფლისადმი მიგებების დღესასწაულს აღნიშნავს. ყველა მოქმედ ეკლესია-მონასტერში საზეიმო ღვთისმსახურება ჩატარდება. სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე მღვდელმთავრებთან და სასულიერო პირებთან ერთად სადღესასწაულო ლიტურგიას სამების საკათედრო ტაძარში ჩაატარებს. ღვთისმსახურების დასრულების შემდეგ, ილია მეორე შეკრებილ მრევლს ტრადიციული ქადაგებით მიმართავს. წირვა 10:00 საათზე დაიწყება. მირქმა, ღვთისადმი მიგებების დღესასწაული, საუფლო 12 დღესასწაულთა…

14.02.2020 | 17:00
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ორგანიზებითა და ფონდი „ქართუს“ დაფინანსებით, ლომისას წმინდა გიორგის ეკლესიის რეაბილიტაციის პირველი ეტაპი დასრულდა

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებითა და ფონდი „ქართუს“ დაფინანსებით, ახმეტის მუნიციპალიტეტში, ლომისას წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის სარეაბილიტაციო სამუშაოების პირველი ეტაპი დასრულდა. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ეკლესია იყო უმძიმეს მდგომარეობაში, დანგრეული იყო კამარა, კონქი, კედლების დიდი ნაწილი, შემოცლილი ჰქონდა კარნიზი, კედლები შიგნიდან და გარედან დაფარული იყო ნანგრევებით. „სამუშაოები ჩატარდა არქეოლოგის ზედამხედველობის ქვეშ….

13.02.2020 | 15:31
13 თებერვალი (ძველი სტილით 31 იანვარი) – საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მრევლისთვის ხსნილია

მართლმადიდებელი ეკლესია 13 თებერვალს უვერცხლოთა მოწამეთა კვიროსისა და იოანესი და მათთანა მოწამეთა: ათანასიასი და ასულთა მისთა: თეოდოტიასი, თეოქტისტასი და ევდოქსიასი (311); მოწამეთა: ბიქტორინესი, ბიქტორისა, ნიკიფორესი, კლავდისა, დიოდორესი, სერაპიონისა და პაპიანესი (251); ასევე მოწამეთა,  რიფენე კვიზიკელისა.ილია არდუნისის და ნიკიტა ნოვგოროდელის ხსენების დღეს აღნიშნავს. წმიდანი საკვირველმოქმედნი, უვერცხლონი, კვიროს და იოანე და მათთანა მოწამე ათანასია და ასულნი მისნი…

13.02.2020 | 15:16
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ორგანიზებითა და ფონდი „ქართუს“ დაფინანსებით, სიღნაღის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის რეაბილიტაცია განხორციელდა

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებითა და ფონდი „ქართუს“ დაფინანსებით დასრულდა ქალაქ სიღნაღის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის სარეაბილიტაციო სამუშაოები. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ეკლესიას დაზიანებული ჰქონდა სახურავი, მძიმე მდგომარეობაში იყო იატაკი, სარესტავრაციო იყო ტაძრის ოთხივე ფასადი. „სარესტავრაციო პროცესის ფარგლებში შესრულებული სამუშაოების შედეგად, მთლიანად შეიცვალა დაზიანებული სახურავი და დაიგო ახალი კრამიტის სახურავი, აიყარა…

Τα σημαντικότερα νέα