ORTHODOXIA REAL TIME NEWS FEED:
Select Language
MENU
PERSONAL NEWS ALARM ΕΓΓΡΑΦΗ
08.02.2020 | 18:05
მართლმადიდებელი ეკლესია 8 თებერვალს წმინდა მეფის, დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს – დავითობას აღნიშნავს. ასევე ღირსთა: ქსენოფონტის, მარიამის, არკადისა და იოანეს, მოწამეთა: ანანია ხუცის, პეტრე საკნისმცველის და მათთან შვიდთა მხედართა, ღირსი სვიმეონ ძველის ხსენების დღეც

დავით აღმაშენებელი 1089 წელს აფხაზთა და ქართველთა მეფის ტახტზე ავიდა 16 წლის ჭაბუკი, მეფე დავით IV, შემდგომში აღმაშენებლად წოდებული. იგი დაიბადა 1073 წელს, მეფე გიორგი მეორის ოჯახში, ბაგრატიონთა დინასტიიდან. დავით აღმაშენებელმა, ერთ-ერთმა ყველაზე წარმატებული ქართველმა მონარქმა მოახერხა თურქ სელჩუკთა ქვეყნიდან განდევნდა 1121 წელს დიდგორის ბრძოლაში მნიშვნელოვანი გამარჯვებით. მის მიერ არმიაში და მმართველობის სისტემაში გატარებულმა რეფორმებმა შესაძლებლობა…

07.02.2020 | 16:23
მართლმადიდებელი ეკლესია 7 თებერვალს გრიგოლ ღმრთისმეტყველის, წმიდა გაბრიელის, იმერეთის ეპისკოპოსის, მოწამეთა ფილიცატას, იანუარის, ფელიქსის, ფილიპეს, სილვანეს, ალექსანდრეს, ვიტალის და მარციალის, ღირსი პოპლი ასურისა და ღირსი მარი მგალობელის ხსენების დღეს აღნიშნავს

წმიდანთა შორის მამაჲ ჩვენი გრიგოლ კონსტანტინეპოლელი მთავარეპისკოპოსი – ღვთისმეტყველი წმიდა გრიგოლი, რომელსაც იოანე მოციქულის მსგავსად ღვთისმეტყველი ეწოდა, 329 წელს დაიბადა კაბადოკიაში, განათლებულსა და შეძლებულ ოჯახში. მართალია, გრიგოლის მამა გვიან მოინათლა, მაგრამ შემდეგში ღვთის სამსახურის გზა აირჩია და ნაზიანზის ეპისკოპოსი გახდა. წმიდანის დედა არაფრით ჩამორჩებოდა კეთილმსახურ მეუღლეს, იგი მხოლოდ სხეულით იყო ქალი, თორემ აზროვნებით მამაკაცზე მაღლა…

06.02.2020 | 17:02
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 2020 წლის 6 თებერვალს საქართველოს პირველი კათოლიკოს-პატრიარქის მელქისედეკ I-ს, ღირსი ქსენიას, მოწამეთა: ბაბილა სიცილიელის, ტიმოთეს და აღაპიოსის,ღირსი ფილონის, ასევე ღირსი მაკედონის, ხსენების დღეს აღნიშნავს

მელქისედეკ I მელქისედეკ I იყო საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი 1010-1033 წლებში. ის იყო  ბაგრატ III-ის ახლო ნათესავი. მელქისედექმა მისი კათოლიკოსობის პერიოდში ააშენა და განამშვენიერა სვეტიცხოვლის ტაძარი. მელქისედეკ I დიპლომატიური მიზნით არაერთხელ ყოფილა კონსტანტინოპოლში, ბიზანტიის იმპერატორის კარზე. მის სახელს უკავშირდება საქართველოში პატრიარქობის დაწესება. ზრუნავდა მცხეთის კათედრალის საპატრიარქოს გადიდება – გამშვენიერებასა და გამდიდრებისათვის. შემონახულია მის მიერ დაახლოებით 1031-1033 წლებში შედგენილი ანდერძი…

06.02.2020 | 16:57
ილია მეორე ბაღდათში ხანძრის შედეგად დაღუპულთა ახლობლებს სამძიმარს უცხადებს

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე ბაღდათში ხანძრის შედეგად დაღუპულების ახლობლებს სამძიმარს უცხადებს. „3 თებერვალს, ღამით ნარგიზ და იმედა გორგოძეების ოჯახში მომხდარი ტრაგედია იმდენად დიდია, რომ სიტყვები უფერულდება მწუხარების გამოსახატად. აღვავლენთ ლოცვებს პატარა ტარიელის, გენადის, როსტომისა და თეას, მათი დედის – ქალბატონ ნარგიზის და მეზობლის, ქალბატონ მაგულის უკვდავ სულთათვის, რათა უფალმან სავანესა მართალთასა დააწესოს იგინი და მარადიული…

05.02.2020 | 16:01
სოფ.დიდგორის წმ.გიორგის სახ.ეკლესიის მცირე რეაბილიტაცია

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ნებართვისა და ფონდი „ქართუს“ დაფინანსებით 2019 წლის მაისი-აგვისტოს თვეებში განხორციელდა ქ. თბილისის, სოფელ დიდგორის მიმდებარე ტერიტორიაზე ჯოიანის წმიდა გიორგის სახელობის ეკლესიის მცირე რეაბილიტაცასთან დაკავშირებული სამუშაოები. ეკლესიას ჰქონდა მცირე დაზიანება გამოფიტული იყო საპირე წყობა. დაზიანებული იყო სახურავი , ადგილებში აყრილი იყო კრამიტი. შესრულებული სამუშაოების შედეგად : √ სახურავის ფერდობები შეივსო…

05.02.2020 | 15:49
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 2020 წლის 5 თებერვალს მღვდელმოწამე კლიმენტის და მოწამე აღათანგელოსის, ღირსი მაქსიმე ასურის, ღირსი სალამან მდუმარის და პავლინე მოწყალის, ნოლანელი ეპისკოპოსის ხსენების დღეს აღნიშნავს

მღვდელმოწამე კლიმენტი ანკვირელი ეპისკოპოსი და მოწამე აღათანგელოსი მღვდელმოწამე კლიმენტი გალატიის ქალაქ ანკვირში დაიბადა 258 წელს. კეთილმსახური ცხოვრებისათვის კლიმენტი ჯერ მედავითნედ აკურთხეს, შემდეგ დიაკვნად; თვრამეტი წლისას ხუცესად დაასხეს ხელი, ოცი წლის ასაკში კი ანკვირელ ეპისკოპოსად აირჩიეს. მალე დიოკლეტიანემ (258-305) ქრისტიანთა დევნა დაიწყო. სხვებთან ერთად შეიპყრეს და დაატუსაღეს წმიდა მღვდელმთავარიც. მან  დაითმინა სასტიკი სატანჯველები და მტკიცედ დაიცვა…

04.02.2020 | 17:15
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი აშშ-ის ახლადდანიშნულ ელჩს შეხვდა

ა.წ. 3 თებერვალს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა მღვდელმთავრებთან და სამღვდელოებასთან ერთად საქართველოში აშშ-ის ახლადდანიშნული საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, ქ-ნი კელი დეგნანი და მისი თანმხლები პირები მიიღო. შეხვედრაზე საუბარი შეეხო აშშ-სა და საქართველოს შორის არსებულ მეგობრულ ურთიერთობებს და ჩვენი ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებს. მისმა უწმინდესობამ ხაზი გაუსვა ოკუპირებული ტერიტორიების მშვიდობიანი გზით დაბრუნების აუცილებლობას და აშშ-ს მიერ საქართველოსთვის…

03.02.2020 | 16:44
ილია მეორე: მრავალი ადამიანი შეშინებულია ვირუსის გამო

  სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე კორონავირუსზე საუბრობს და მრევლს კურთხევას აძლევს, კარ-მიდამოსა და შვილებს დილა-საღამოს ნაკურთხი წყალი ასხურონ. „გამოჩნდა ახალი ვირუსი. მრავალი ადამიანი შეშინებულია ვირუსის გამო. ზოგიერთმა დაარქვა მას სიკვდილის ვირუსი. ეს ყველაფერი არის იმისათვის, რომ განმტკიცდეს სარწმუნოება, განმტკიცდეს ლოცვა ჩვენი. გეძლევათ ლოცვა-კურთხევა, რომ ყოველ დილას და საღამოს ნაკურთხი წყალი ასხუროთ თქვენს კარმიდამოს, ეზოს,…

02.02.2020 | 19:14
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება (02.02.2020)

ჩვენთან არს ღმერთი დავით წინასწარმეტყველი ამბობს: ,,წყალობა შენი უფალო თანამავალ მეყავ მე ყოველთა დღეთა ცხოვრებისა ჩემისათა.“ აი ჩვენც დღეს ვლოცულობთ, რომ მშვიდობა და წყალობა ღვთისა არ მოგვაკლდეს. თქვენ იცით, რომ გამოჩნდა ახალი ვირუსი. მრავალი ადამიანი შეშინებულია ამ ვირუსისგან. ზოგიერთმა დაარქვა ,,სიკვდილის ვირუსი“. ეს ყველაფერი არის იმისათვის, რომ განმტკიცდეს სარწმუნოება, განმტკიცდეს ლოცვა ჩვენი. გეძლევათ ლოცვა-კურთხევა, რომ…

Τα σημαντικότερα νέα