ORTHODOXIA REAL TIME NEWS FEED:
Select Language
MENU
PERSONAL NEWS ALARM ΕΓΓΡΑΦΗ
01.02.2020 | 10:17
საეკლესიო კალენდარი: 2020 წლის 1 თებერვალი

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 2020 წლის 1 თებერვალს ღირსი ანტონ მარტყოფელის, ღირსი მაკარი დიდის, წმიდა მარკოზის, ეფესოს მთავარეპისკოპოსის, ღირსი მაკარი ალექსანდრიელის, მოწამე ევფრასია ქალწულის და წმიდა  არსენის, კერკირელი მთავარეპისკოპოსის ხსენების დღეს აღნიშნავს.   ანტონ მარტოდმყოფელი, ანტონ მესვეტე  ანტონ მარტოდმყოფელი, ანტონ მესვეტე — ღვთაების მამათა მონასტრის დამაარსებელი, ერთი ასურელი მამათაგანი იყო. რომელიც  საქართველოში ქალაქ ედესიდან VI საუკუნის შუა წლებში მოვიდა. მას განმარტოებით ცხოვრების გამო უწოდეს „მარტოდმყოფელი“. ფიქრობდნენ, რომ…

01.02.2020 | 10:14
წმინდა აბო ჩვენს წინაპრებს საქართველოს დედაქალაქის მფარველ ანგელოზად მიაჩნდათ და ეკლესიის სამკაულსა და სიქადულს უწოდებდნენ

საქართველოს მრავალი განსაცდელი გადაუტანია, მაგრამ უფალს არასოდეს მიუტოვებია იგი უნუგეშოდ, ყოველთვის მოუვლენდა ერს მაგალითის მიმცემს, არა მარტო ქართველს, არამედ სხვა ერის შვილსაც. ასეთი იყო აბო თბილელი, რომლის წამებას მოგვთხრობს მისი თანამედროვე და თვითმხილველი იოანე საბანისძე. ქართლის ერისთავი ნერსე დააბეზღეს ხალიფა მანსურთან. იგი ბაღდადის ციხეში დაამწყვდიეს (772 წელს) მალე ხალიფა გამოიცვალა, ახალმა განმგებელმა ნერსე გაათვისუფლა და…

31.01.2020 | 15:08
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა საქართველოში ისრაელის ახლადდანიშნული ელჩი მიიღო

ა.წ. 30 იანვარს სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქს საქართველოში ისრაელის ახლადდანიშნული საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ბ-ნი რან გიდორი მეუღლით და კონსული, ქ-ნი სმადარ ცემახ-რაცაბი ეწვივნენ. შეხვედრაზე საუბარი შეეხო ქართველი და ებრაელი ხალხის ისტორიულ და სამაგალითო მეგობრობას. მისმა უწმინდესობამ ისრაელის სახელმწიფოს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და დასძინა: ,,26 საუკუნის მანძილზე საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა, სადაც არ…

30.01.2020 | 17:21
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ორგანიზებითა და ფონდი „ქართუს“ დაფინანსებით, სოფელ ცუცხვათის ეკლესიის რეაბილიტაცია დასრულდა

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებითა და ფონდი „ქართუს“ დაფინანსებით დასრულდა ტყიბულის მუნიციპალიტეტში, სოფელ ცუცხვათის წმიდა გიორგის სახელობის ეკლესიის რეაბილიტაცია. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ეკლესია იყო უმძიმეს მდგომარეობაში – დანგრეული იყო კამარა, კონქი, კედლების დიდი ნაწილი, შემოცლილი იყო კარნიზი, კედლები შიგნიდან და გარედან დაფარული იყო ნანგრევებით. სააგენტოს ცნობით, სამუშაოები არქეოლოგის ზედამხედველობის ქვეშ…

30.01.2020 | 17:17
პეტრე ცაავა – პირად საუბრებში მუდამ ვსაუბრობდი ეკლესიაში არსებულ პრობლემებზე, მოვიდა დრო საჯაროობისა, ამის მაგალითი თვით მაცხოვარმა მოგვცა, როდესაც 30 წლის გამოვიდა ასპარეზზე

მაცხოვარი ამბობს, დააკაკუნეთ და გაგეღებათ, ჩვენ ვაკაკუნებთ, ვამბობთ, რომ განგაშის ზარები არის ასატეხი, ვაპირებთ, საზოგადოებას ავუხსნათ, რა მდგომარეობაშია ეკლესია, როგორ ატყუებს ის ათწლეულების განმავლობაში თავის სულიერ შვილებს, ჩვენი ქვეყნის განვითარება გადის ეკლესიის გაჯანსაღებაზე, – ამის შესახებ ჭყონდიდის მიტროპოლიტმა, პეტრე ცაავამ განაცხადა. „მდგომარეობა საგანგაშოა. ბოლო დღეებში განვითარებული მოვლენებით და მამა ანდრიას მიმართ უპასუხისმგებლო ბრძანებით, მორიგი უსამართლობითა…

29.01.2020 | 17:29
საქართველოს საპატრიარქოში აზარტული თამაშების წინააღმდეგ მორიგი შეხვედრა ჩატარდა

ა.წ. 28 იანვარს საქართველოს საპატრიარქოში აზარტული თამაშების ზიანის შემცირების სტრატეგიაზე მომუშავე ჯგუფის მორიგი შეხვედრა ჩატარდა, რომელიც საქართველოს საპატრიარქოსა და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) ინიციატივით გაიმართა. ესწრებოდნენ წმინდა სინოდის წევრები, საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის, ფინანსთა და განათლების სამინისტროების, დაავადებათა კონტროლის ცენტრისა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის, ნატოს, ევროკავშირისა და ევროსაბჭოს, ევროპის საინვესტიციო ბანკისა და გაეროს მოსახლეობის ფონდის,…

29.01.2020 | 14:33
ჩვენ ალბათ ვერ მივხვდით, რა არის ქრისტიანობა! – “ბიბლია განმარტებებით” – პროექტის ავტორის ბლოგი

პროექტი “ბიბლია განმარტებებით” ჩვენი მკითხველისთვის უკვე კარგად ნაცნობია. ვაგრძელებთ პროექტის ავტორის და მთავარი რედაქტორის თამარ მამაცაშვილის ჩანაწერების ბუპლიკაციას ამ პროექტის შესახებ: “გამოხსნა მაშინ არის შესაძლებელი, როდესაც სჯერათ ადამიანებს ღმერთის დიდების და მისი ნების შესაბამისად მოქმედებენ.” ეს ფრაგმენტია “ბიბლიის განმარტებების” ახალი პროექტიდან. ეს არის ერთი განმარტება, რომელშიც კითხულობ მიზეზს ყველა პრობლემისა. ასეთი წინადადებები, განმარტებები, ფრაზები მძივებად არის აკინძული…

29.01.2020 | 14:12
“ნიჟარების ჰარმონია” 4 თებერვლამდე გაგრძელდება

22 იანვარს თბილისის ისტორიის მუზეუმში გაიხსნა დეკანოზ დიმიტრი სუხიტაშვილის გამოფენა “ნიჟარების ჰარმონია”. მამა დიმიტრი სასულიერო მოღვაწეობის პარალელურად, თავისუფალ დროს უკვე თითქმის 14 წელია მუშაობს ნიჟარების მოზაიკაზე. გამოფენაზე წარმოდგენილია დაუმუშავებელი ნიჟარებისგან შექმნილი, როგორც ბიბლიური და სასულიერო, ისე ბუნებისა და სხვა თემატიკის 60-მდე კომპოზიცია. ნიჟარები დაუმუშავებელია, ავტორი საერთოდ არ იყენებს ფერებს, თუმცა მისი ნამუშევრები მაინც სხვადასხვა ტონალობით…

29.01.2020 | 13:25
მამა ანდრია სარიას განცხადებით, მას სურდა პირადად პატრიარქისგან მოესმინა მღვდელმსახურების შეჩერების საფუძველი

პატრიარქი არის შეშინებული, მამა მიქაელ ბოტკოველმა გადმომცა, რომ ის არ არის მზად შესახვედრად, – ამის შესახებ ჟურნალისტებს მამა ანდრია სარიამ განუცხადა, რომელსაც მღვდელმსახურება შეუჩერდა. მისივე თქმით, სურდა პირადად პატრიარქისგან მოესმინა მისთვის მღვდელმსახურების შეჩერების საფუძველი. „როგორ შეიძლება თავის მღვდელმონაზონთან არ იყოს მზად შესახვედრად? ის არ არის მზად მამა გიორგი მამალაძესთან შესახვედრად, ის არ არის მზად მამა…

Τα σημαντικότερα νέα