ORTHODOXIA REAL TIME NEWS FEED:
Select Language
MENU
PERSONAL NEWS ALARM ΕΓΓΡΑΦΗ
29.01.2020 | 12:55
ანდრია ჯაღმაიძე აზარტულ თამაშებზე – თუ დროულად არ შევაჩერებთ ამ „მონსტრ ბიზნესს“, უახლოეს მომავალში ძალიან მძიმე შედეგები გველის

საპატრიარქოში, საქართველოს საპატრიარქოსა და გაეროს ბავშვთა ფონდის ინიციატივით, მრგვალი მაგიდის ფორმატში, რიგით მეორე შეხვედრა გაიმართა, რომელიც საქართველოში აზარტული თამაშების ზიანის შემცირების სტრატეგიის შემუშავებას ეხებოდა. როგორც საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა, მამა ანდრია ჯაღმაიძემ განაცხადა, აღნიშნული პრობლემის მოსაგვარებლად კომპლექსური მიდგომაა საჭირო. მამა ანდრია აზარტულ თამაშებს “მონსტრ ბიზნესს უწოდებს და აცხადებს, რომ თუ “დროულად არ შევაჩერებთ ამ მონსტრ…

29.01.2020 | 12:51
ბაგრატის ტაძრის მოაჯირიდან ტურისტი გადმოვარდა

ბაგრატის ტაძრის მოაჯირიდან ტურისტი გადმოვარდა. არსებული ინფორმაციით, 18 წლის ბიჭი რუსეთის მოქალაქეა. თვითმხილველების თქმით, ბიჭი მოაჯირზე ფოტოების გადასაღებად ავიდა, რა დროსაც ფეხი დაუცურდა და სიმაღლიდან გადმოვარდა. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფს ის ინტერვენციული მედიცინის ცენტრში გადაჰყავს. სასწრაფო სამედიცინო ცენტრის ხელმძღვანელის, მაია რუხაძის თქმით, დაშავებულს თავის ტრავმა აქვს.   — 1tv.ge

29.01.2020 | 12:47
აზარტული თამაშების ზიანის შემცირების სტრატეგიის შემუშავების საკითხზე საპატრიარქოში შეხვედრა გაიმართა

საქართველოს საპატრიარქოში აზარტული თამაშების ზიანის შემცირების სტრატეგიის შემუშავების საკითხზე მეორე შეხვედრა გაიმართა. მხარეებმა მრგვალი მაგიდის ფორმატში სათამაშო ბიზნესის მაქსიმალურ და დაუყოვნებლივ რეგულირებასა და მოზარდებისა და ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლებაზე გაამახვილეს ყურადღება. საპატრიარქოში აცხადებენ, რომ ქვეყანაში აზარტული თამაშებს შედეგად სულ მცირე 400 000 ოჯახია დაზარალებული. შეხვედრა საქართველოს საპატრიარქოსა და გაერო-ს ბავშვთა ფონდის ინიციატივით გაიმართა. შეხვედრას ესწრებოდნენ დიპლომატიური…

28.01.2020 | 16:42
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ანსამბლ ,,სუხიშვილების“ ხელმძღვანელები და დასის წევრები მიიღო

ა.წ. 27 იანვარს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ნინო და ილიკო სუხიშვილები და მათი ანსამბლის წევრები ეწვივნენ, რათა თავისი სიყვარული და პატივისცემა კიდევ ერთხელ დაედასტურებინათ მისი უწმინდესობისა და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მიმართ. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ნინოობის დღესასწაული მიულოცა სტუმრებს და შემდგომი წარმატებები უსურვა. patriarchate.ge

28.01.2020 | 16:31
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება ნინოობის დღესასწაულზე (27.01.2020)

ყველას გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს, – ნინოობას. ეს არის სასწაული. მართლმადიდებელ ეკლესიებს შორის ერთადერთი საქართველოს ეკლესიაა, რომელიც მოაქცია ქალმა. განვლო ამდენმა საუკუნემ და ქართველი ადამიანი თაყვანს სცემს წმინდა ნინოს. წმინდა ნინო არის შუამდგომელი ღმერთსა და ქართველ ხალხს შორის. არის დაწერილი დაუჯდომელი წმინდა ნინოსი, მაგრამ არ იყო დაწერილი საგალობელი დაუჯდომელისა. იყო ერთი შემთხვევა, მე მოვინახულე, მოვილოცე,…

27.01.2020 | 15:56
ილია მეორე – მართლმადიდებელ ეკლესიებს შორის საქართველოს ეკლესია ერთადერთია, რომელიც მოაქცია ქალმა – წმინდა ნინო არის შუამავალი ღმერთსა და ქართველ ხალხს შორის

სრულიად საქართველოს კათოლიკოს- პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ კუკიის წმინდა ნინოს სახელობის ტაძარში წმინდა ნინოს ხსენების დღესთან დაკავშირებით საზეიმო წირვა აღავლინა. წირვის დასრულების შემდეგ პატრიარქმა მრევლს ქადაგებით მიმართა და დღევანდელი დღე მიულოცა. პატრიარქმა ტაძარში შეკრებილებთან ერთად იგალობა. როგორც ილია მეორემ აღნიშნა, საქართველოს ეკლესია ერთადერთია მართლმადიდებელ ეკლესიებს შორის, „რომელიც ქალმა მოაქცია“. „ყველას გილოცავთ ამ დიდებულ…

26.01.2020 | 17:59
ბათუმში ეკლესია გაქურდეს

ბათუმში ეკლესია გაქურდეს. ბესიკისა და ლუკა ასათიანის ქუჩების კვეთაში მდებარე მირქმის სახელობის ტაძრიდან მძარცველებმა თანხა და თაფლი წაიღეს. მათ ტაძრის ფანჯრები გატეხეს და შენობაში ისე შეაღწიეს. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით დაიწყო, რაც ქურდობას გულისხმობს.   — 1tv.ge

26.01.2020 | 17:57
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 2020 წლის 26 იანვარს მოწამე ერმილეს და სტრატონიკეს, ღირსისა იაკობის და ღირსი მაქსიმე კავსოკალივიტის ხსენების დღეს აღნიშნავს

წმიდა მოწამენი ერმილე და სტრატონიკე  წმიდა მოწამენი ერმილე და სტრატონიკე სლავები იყვნენ. ისინი ქალაქ სინღიდოში (ბელგრადში) ცხოვრობდნენ ქრისტიანთა მდევნელი იმპერატორის, ლიკინიუსის (307-324) დროს და ერთმანეთთან, ღვთის სიყვარულის გარდა, გულწრფელი მეგობრობაც აკავშირებდათ. ერმილე დიაკვნად მსახურობდა. ლიკინიუსის ბრძანებით, იგი შეიპყრეს და დიდხანს საშინლად აწამებდნენ, მაგრამ ვერ გატეხეს. წმიდა სტრატონიკემ – ციხის ზედამხედველმა და ფარულმა ქრისტიანმა, მეგობრის ტანჯვის…

26.01.2020 | 17:54
პატრიარქი ნინოობასთან დაკავშირებით წირვას კუკიაზე, წმინდა ნინოს სახელობის ეკლესიაში აღავლენს

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ილია მეორე ხვალ, 27 იანვარს ნინოობასთან დაკავშირებით წირვა- ლოცვას კუკიაზე, წმინდა ნინოს სახელობის ეკლესიაში აღავლენს. ღვთისმსახურება დილის 10:00 საათზე დაიწყება. დღეს ღვთისმშობლის მიძინების სახელობის სიონის საკათედრო ტაძარში ნინოობის დღესასწაულთან დაკავშირებით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია ll-მ საღამოს ლოცვა აღავლინა. „სწორედ სიონის საპატრიარქო ტაძარში არის დაბრძანებული წმინდა ნინოს ჯვარი, რომელიც მას თავად ყოვლადწმინდა ღვთისმშობელმა…

Τα σημαντικότερα νέα