ORTHODOXIA REAL TIME NEWS FEED:
Select Language
MENU
PERSONAL NEWS ALARM ΕΓΓΡΑΦΗ
22.01.2020 | 16:08
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 2020 წლის 22 იანვარს მოწამე პოლიევქტეს, წინასწარმეტყველ სამეს, წმიდა პეტრეს, სებასტიელ ეპისკოპოსის, ღირსი ევსტრატი სასწაულთმოქმედის, წმიდა ფილიპეს, მოსკოველი მიტროპოლიტის ხსენების დღეს აღნიშნავს

  Sputnik -საქართველო გიამბობთ ვინ იყვნენ ეს ადამიანები და რატომ არიან მოხსენიებული საეკლესიო კალენდარში. წმიდა მოწამე პოლიევქტო მხედარი წმიდა პოლიევქტო იმპერატორ დეკიუსის (249-251) ლაშქარში მსახურობდა, ქრისტესთვის კი ვალერიანს (253-259) ზეობისას ივნო. წმიდანი მტკიცე ქრისტიან, მხედარ ნეარქთან მეგობრობდა, ღვთისმოშიშებითაც გამოირჩეოდა, მაგრამ მაინც წარმართად რჩებოდა. როცა ქრისტიანების დევნა დაიწყო, პოლიევქტო ქალაქის მოედანზე გავიდა, ჩამოგლიჯა და დახია მეფის…

21.01.2020 | 17:13
მართლმადიდებელი ეკლესია 21 იანვარს მოწამე აბო თბილელის, ღირსი გიორგი ქოზიბელის, მღვდელმოწამე კარტერიოსისა, მოწამეთა: ივლიანეს, კელსის, ანტონის, ანასტასის, 7-თა ყრმათა და 20-თა მხედართა, ასევე ღირსი ილია ეგვიპტელის და ღირს გრიგოლი პეჩორელის ხსენების დღეს აღნიშნავს

  Sputnik-საქართველო გიამბობთ ვინ იყვნენ ეს ადამიანები და რატომ არიან მოხსენიებული საეკლესიო კალენდარში. წმიდა მოწამე აბო თბილელი 766 წელს კახეთის აჯანყება მტერმა სისხლში ჩაახშო, დამარცხდა აჯანყებული ქართლიც. ქართლ-კახეთის აჯანყების ხელმძღვანელობა ქართლის ერისმთავარს ნერსეს დაბრალდა და არაბთა ამირა მუმნი აბდილამ ის ბაღდადში იხმო. სამი წელი გაატარა ნერსემ არაბთა ტყვეობაში. მან იქ გაიცნო 17 წლის მენელსაცხებლე აბო,…

20.01.2020 | 18:11
საეკლესიო კალენდარი: 2020 წლის 20 იანვარი

  მართლმადიდებელი ეკლესია 20 იანვარს აღნიშნავს კრებას წინასწარმეტყველისა, წინამორბედისა და ნათლისმცემელისა იოანესი. ამავე დღეს იხსენიება წმიდა წინამორბედის უხრწნელი მკლავის გადასვენება ანტიოქიიდან კონსტანტინეპოლში (956) და იოანე ნათლისმცემლის სასწაული კუნძული ხიოსზე. იოანე ნათლისმცემელი იოანე უდიდესი იყო წინასწარმეტყველთა შორის. მან დაასრულა ძველი აღთქმის ეპოქა და უფლის მხოლოდშობილი ძის განკაცება დაამოწმა. იოანემ თავისი ამქვეყნიური ღვაწლით აღასრულა ისაიას წინასწარმეტყველება: „ჴმაჲ…

19.01.2020 | 21:41
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება ნათლისღების დღესასწაულზე (19.01.2020)

ჩვენთან არს ღმერთი გილოცავთ ნათლისღებას. ნათლისღების მადლი შეგეწიოთ! დიდი აიაზმის მადლი შეგეწიოთ! დღეს უნდა ასხუროთ ნაკურთხი წყალი თქვენს სახლებს, თქვენს ეზო-კარს და მადლი სულისა წმინდისა მოეფინება და განიდევნება ბოროტი სული.  ეს არის უდიდესი დღესასწაული, როცა მადლი ღვთისა დაისადგურებს ჩვენს შორის. წყალობა ღვთისა და სასუფეველი ცათა იყავნ თქვენ თანა! ჩვენთან არს ღმერთი! დღეს დასალოცად მოსულები არიან…

19.01.2020 | 11:35
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 2020 წლის 19 იანვარს ნათლისღებას უფლისა ღვთისა და მაცხოვრისა ჩვენისა იესო ქრისტესი – ღვთის განცხადებას ზეიმობს

ნათლისღება ნათლისღება უძველესი ქრისტიანული დღესასწაულია. სახარების მიხედვით ამ დღეს იოანე ნათლისმცემელმა მდინარე იორდანეში მონათლა იესო ქრისტე. საეკლესიო სწავლების მიხედვით ამით მაცხოვარმა თვითონ კი არ მიიღო სიწმიდე ან, როგორც უცოდველი, განწმედას კი არ საჭიროებდა, არამედ ნათელიღო ჩვენი შეწევნისათვის, შემუსრა ეშმაკი და განწმედილი წყლით ჩვენი უსჯულოება განბანა. ნათლისღებისას სულიწმიდის საიდუმლო მოქმედებით ქრისტიანი ქრისტეს სხეულს, ეკლესიას უერთდება. საიდუმლო კი მადლის უხილავ მოქმედებაში…

19.01.2020 | 11:31
ხიბულაში, ზვიად გამსახურდიას სახლ-მუზეუმის გვერდით ტაძრის მშენებლობა მიმდინარეობს

სოფელ ძველ ხიბულაში, ზვიად გამსახურდიას მემორიალური სახლ-მუზეუმის გვერდით ტაძრის საფუძვლის კურთხევა მოხდა. წმინდა ლაზარეს აღდგინების სახელობის ტაძართან ერთად, ტერიტორიაზე სამრევლო სკოლა და სამრეკლო აშენდება, მოეწყობა სკვერი. ეკლესიის საძირკველი დღეს ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა გრიგოლმა ეპარქიის სამღვდელოებასთან ერთად აკურთხა. კომპლექსის მშენებლობას ფონდი „ქართუ“ აფინანსებს. კურთხევის ცერემონიალს, ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული ალექსანდრე მოწერელია, ხობის…

18.01.2020 | 13:57
წითელისოფელში წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის რეაბილიტაცია დასრულდა

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებითა და ფონდი „ქართუს“ დაფინანსებით, გარდაბნის მუნიციპალიტეტში, სოფელ წითელისოფლის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის რეაბილიტაცია დასრულდა. სააგენტოს ინფორმაციით, ეკლესია უმძიმეს მდგომარეობაში იყო. დანგრეული იყო კამარა, კონქი, კედლების დიდი ნაწილი, გუმბათი – ჩამოშლილი. კედლები შიგნიდან და გარედან დაფარული იყო ნანგრევებით. სააგენტოში აცხადებენ, რომ სამუშაოები არქეოლოგის ზედამხედველობის ქვეშ ჩატარდა. სარესტავრაციო პროცესის ფარგლებში შესრულებული სამუშაოების…

18.01.2020 | 13:54
ილია მეორემ საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს მიმართა – მინდა, გთხოვოთ, რომ ეცადოთ, არ იყოს დაყოფა თქვენს შორის

საქართველოს პარლამენტის საპარლამენტო უმრავლესობის წევრები სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს საპატრიარქოში ეწვივნენ და დაბადების დღე, აღსაყდრებიდან 42 წელი და შობა-ახალი წლის დღესასწაული მიულოცეს. დეპუტატებთან ერთად მათი ოჯახის წევრებიც იყვნენ, მათ შორის, უწმინდესის ნათლულები. „ჩვენ მოვედით, რათა მოგილოცოთ დაბადების დღე, 42 წელი აღსაყდრების, შობა-ახალი წელი, კიდევ ერთხელ დაგიდასტუროთ დიდი სიყვარული და პატივისცემა ჩვენ ყველამ ერთად. ვფიქრობთ,…

17.01.2020 | 17:54
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 2020 წლის 17 იანვარს აღნიშნავს კრებას წმიდათა 70-თა მოციქულთა, ასევე იხსენიებს შიომღვიმელ მოღვაწეთა: ევაგრეს, ილია დიაკონს და სხვათა; ღირსმოწამე ზოსიმე მონაზონს, მოწამე ათანასეს და ევსტათი I-ს, სერბელ მთავარეპისკოპოსს.

კრება წმიდათა 70-თა მოციქულთა კრება წმიდათა სამოცდაათთა მოციქულთა – ეს დღესასწაული მართლმადიდებლურ ეკლესიაში დაწესდა იმისათვის, რომ ცხადად გამოჩენილიყო ყველა მოციქულის თანასწორობა და ამით აღკვეთილიყო უთანხმოებანი მათ თაყვანისმცემელთა შორის. უფალმა ჩვენმა იესო ქრისტემ თავის მოწაფეთაგან 70 გამოარჩია, რომ მთელი ქვეყნიერებისათვის მოეფინა სახარების სწავლება. ამ დღეს ასევე ერთად ვდღესასწაულობთ 70-ვე მოციქულის ხსენებას, წლის განმავლობაში კი წმიდა ეკლესია…

Τα σημαντικότερα νέα