ORTHODOXIA REAL TIME NEWS FEED:
Select Language
MENU
PERSONAL NEWS ALARM ΕΓΓΡΑΦΗ
17.01.2020 | 12:02
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II საქართველოს საპატრიარქოსთან არსებულ მოწყალების სახლს ეწვია

უწმინდესმა დაწესებულების ბენეფიციარები და შემომწირველები დალოცა და დაასაჩუქრა, მოწყალების სახლის ხელმძღვანელ მზია კაცაძეს კი აქ გაწეული მრავალწლიანი შრომისთვის მადლობა გადაუხადა. საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული მოწყალების სახლი 1994 წლიდან ყოვლდღიურად 200-მდე გაჭირვებულ ადამიანს ეხმარება; განსხვავებული ეროვნებისა თუ რელიგიური მრწამსის მიუხედავად, აქ ყველა თანაბრად იღებს თანადგომას. 27-ე წელია, ეს ადგილი ბევრისთვის შიმშილისაგან თავის დაღწევის, გადარჩენისა და ნუგეშის ერთადერთი…

16.01.2020 | 13:07
სამების საკათედრო ტაძარში საყოველთაო ნათლობა გაიმართა [ფოტო]

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ილია მეორე კიდევ 521 ბავშვის ნათლია გახდა. საყოველთაო ნათლობის დასრულების შემდეგ, ილია მეორემ ნათლულები დალოცა. „ყველას გილოცავთ ქრისტეშობას და ახალ წელს. გილოცავთ დღევანდელ დღეს, დღეს მოინათლა მრავალი ბავშვი. ეს მადლი სულისა წმინდისა გადმოვიდა მათზე. ბედნიერი და დალოცვილი იყავით, ღმერთი იყოს თქვენი მფარველი“, – აღნიშნა ილია მეორემ. საყოველთაო ნათლობა პატრიარქმა 2007 წელს დააწესა….

16.01.2020 | 12:51
თბილისში ბავშვების საყოველთაო ნათლობა გაიმართა – ვიდეო

სამების საკათედრო ტაძარში ბავშვების საყოველთაო ნათლობა გაიმართა. იხილეთ „Sputnik-საქართველოს“ ვიდეოში, როგორ გახდა 500-ზე მეტი ბავშვი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ნათლული. ბავშვების ტირილი ამ ცერემონიაზე სიხარულის მომტანია. პატრიარქის მიერ ასობით ბავშვი მოინათლა. თბილისის სამების საკათედრო ტაძარში ბავშვების მორიგი მასობრივი ნათლობა გაიმართა. კათოლიკოს-პატრიარქის ნათული გახდა 500-ზე მეტი ბავშვი. დღეისათვის ილია მეორეს 41 ათასზე მეტი ნათლული ჰყავს. ტრადიცია თავად…

16.01.2020 | 12:19
„ენდიას“ კვლევაში ინსტიტუტებს შორის საქართველოს ჯარი, მართლმადიდებელი ეკლესია და პოლიცია ლიდერობენ

საქართველოს ჯარს კარგად გამოკითხულთა 44 პროცენტი აფასებს, ძალიან კარგად რვა პროცენტი, საშუალოდ 31, ხოლო ცუდად ცხრა პროცენტი, – ამის შესახებ ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევაშია ნათქვამი. გამოკითხვის შედეგების მიხედვით, ინსტიტუტების შეფასებაში მეორე ადგილზეა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია, რომლის საქმიანობასაც ძალიან კარგად 13 პროცენტი აფასებს, კარგად – 37 პროცენტი, საშუალოდ – 25 პროცენტი, ხოლო ცუდად – 10 პროცენტი….

16.01.2020 | 12:17
მოწამეთას მონასტერთან ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობა დასრულდა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ტყიბულის მუნიციპალიტეტში, მოწამეთას მონასტერთან, კულტურული მემკვიდრეობის და ტურისტული ზონების კეთილმოწყობის სამუშაოები დაასრულა. ამის შესახებ ინფორმაციას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს. პროექტი მსოფლიო ბანკის დაფინანსებით განხორციელდა და მისი ღირებულება დაახლოებით 1.4 მილიონი ლარია. პროექტი ითვალისწინებდა გალავნის კედლების გამაგრებით სამუშაოებს. ასევე, ვიზიტორთა ცენტრის, ავტოსადგომის, საკომუნიკაციო სისტემისა და…

15.01.2020 | 18:23
სოფელ ბერიეთში წმინდა ელია წინასწარმეტყველის სახელობის ეკლესიის რეაბილიტაცია დასრულდა

ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ბერიეთში წმინდა ელია წინასწარმეტყველის სახელობის ეკლესიის რეაბილიტაცია დასრულდა. რეაბილიტაცია საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებითა და ფონდი „ქართუს“ დაფინანსებით განხორციელდა. სააგენტოს ინფორმაციით, ეკლესია მძიმე მდგომარეობაში იყო, კელდები ჩამონგრეული, ხოლო სახურავი მთლიანად იყო ჩამოშლილი. შესრულებული სამუშაოების შედეგად ტაძრის ოთხივე ფასადებზე მოიხსნა მორყეული და კირდუღაბგამოცლილი ქვები, გაიწმინდა და ხელახლა მოერგო; კირდუღაბის ხსნარზე მოერგო…

14.01.2020 | 17:44
ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სასწაულთმოქმედი ხატი “შენ ხარ ვენახი” – (ხსენება 1 (14) იანვარს)

1994 წლის ნოემბერში, გიორგობის დღესასწაულისთვის, ღვთის ნებით გავემგზავრეთ ქართველთა უძველეს სამშობლოში – ანატოლიის კაბადუკიაში წმინდა სავანეთა მოსალოცად. ნანახმა გაგონილს გადააჭარბა: კილომეტრებზე გადაჭიმული ძველი წელთაღრიცხვის ვულკანური, აწ გაქვავებული ამონაფრქვევები, მოგვიანებით მათში გამოქვაბულ-გამოკვეთილი ეკლესია-მონასტრებითა და კინოვია-ლავრებით. სამშობლო დედისა ჩვენისა ნინოსი, ძლევამოსილისა გიორგისა, ბასილი დიდისა, გრიგოლი ღვთისმეტყველისა, გრიგოლ ნოსელისა, საბა განწმენდილისა… უდიდესი, ამჟამად უმოქმედო, სამონასტრო კომპლექსები გიორემის ხეობაშია…

13.01.2020 | 11:30
ვლადიმერ პუტინმა ბაშარ ასადს დამასკოში დონალდ ტრამპის მიწვევა შესთავაზა

  რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ბაშარ ასადს დამასკოში დონალდ ტრამპის მიწვევა შესთავაზა. დამასკოში, სირიისა და რუსეთის პრეზიდენტების საუბრის ნაწყვეტი რუსულმა ტელეარხებმა აჩვენეს. ეკლესიაში ორი ქვეყნის პრეზიდენტები პავლე მოციქულზე საუბრობდნენ, რომელმაც ქრისტიანობა დამასკოს კარიბჭესთან მიიღო. რუსული მედიის თანახმად, სირიის პრეზიდენტმა იხუმრა: „თუ ტრამპი ამ გზას გაივლის, მასთანაც ყველაფერი კარგად იქნება“. „გამოსწორდება, გამოსწორდება… მოიწვიეთ, ის ჩამოვა“ –…

13.01.2020 | 11:16
ღვთის რწმენა და სასოება არასდროს დავკარგოთ

მარტყოფში, ღვთაების მამათა მონასტერის წინამძღვარი, არქიმანდრიტი ბენიამინი (ბელქანია): -წმინდა იოანე დამასკელის მაგალითი ხშირად მომყავს. რამხელა რწმენა უნდა ჰქონდეს ადამიანს, ხელი მოგაჭრან, თან მართალი იყო. ღმერთს სთხოვა, ხელი შემიხორცეო და რწმენისამებრ სასწაულიც მოხდა. ღვთის რწმენა და სასოება არასდროს დავკარგოთ. მონასტრის წინამძღვარი კი ვარ, მაგრამ ხშირად დავდივარ ქალაქში, საავადმყოფოებში, ვისაც სჭირდება სულიერი დახმარება, შეძლებისდაგავარდ დახმარებას ვუწევ. ბევრი…

Τα σημαντικότερα νέα