ORTHODOXIA REAL TIME NEWS FEED:
Select Language
MENU
PERSONAL NEWS ALARM ΕΓΓΡΑΦΗ
09.01.2020 | 19:11
პატრიარქი – გვინდა, გამოვხატოთ ჩვენი გულისტკივილი თეირანში, უკრაინის თვითმფრინავის ავიაკატასტროფის გამო, რასაც მრავალი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ილია II თეირანში, უკრაინის თვითმფრინავის ავტოკატასტროფის გამო, რასაც მრავალი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა სამძიმრის წერილს აქვეყნებს. შესაბამის წერილს საქართველოს პატრიარქის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს. ,,გვინდა, გამოვხატოთ ჩვენი გულისტკივილი ა.წ. 8 იანვარს თეირანში უკრაინის თვითმფრინავის ავიაკატასტროფის გამო, რასაც მრავალი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.   ვუსამძიმრებთ გარდაცვლილთა ოჯახის წევრებს და ახლობლებს; ვუსამძიმრებთ უკრაინის პრეზიდენტს და ასევე…

08.01.2020 | 17:49
საეკლესიო კალენდარი: 2020 წლის 8 იანვარი

  საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 2020 წლის 8 იანვარს ახსენებს კრებას ყოვლადწმიდისა ღმრთისმშობლისა. საეკლესიო კალენდარში ეს თარიღი ასევე არის მღვდელმოწამე ექვთიმეს, ღირსი კონსტანტინე სინადელისა და ღირსი ევარესტის ხსენების დღეც. Sputnik საქართველო გიამბობთ ვინ იყვნენ ეს ააადდამიანები და რატომ არიან მოხსენიებული საეკლესიო კალენდარში. კრება ყოვლადწმიდისა ღვთისმშობელისა ქრისტეს შობის შემდგომ დღეს ეკლესია თავის ერთგულ შვილებს მოუწოდებს „ტარიგისა და…

07.01.2020 | 17:02
საშობაო ალილო ფოთში [ფოტო]

  ფოთში, საშობაო ალილო ჩატარდა. შობის მახარობლებმა ქალაქის მთავარ ქუჩაზე მსვლელობა მოაწყვეს და მოსახლეობას მაცხოვრის შობის დღესასწაული მიულოცეს. საეკლესიო პირების, ხელისუფლების წარმომადგენლებისა და რიგითი მოქალაქეების მსვლელობა პირველ საათზე ანდრია პირველწოდებულის სახელობის ეკლესიიდან დაიწყო და საკათედრო ტაძართან დასრულდა. ალილოზე შეგროვდა სურსათ-სანოვაგე, რომელიც შემდეგ შეჭირვებულ ადამიანებს გადაეცემათ. საქართველოში ალილოს ტრადიცია V-VI საუკუნიდან იღებს სათავეს. მისი აღნიშვნა 2000…

07.01.2020 | 16:53
ქართველმა ჯარისკაცებმა ავღანეთში, ბაგრამის ბაზაზე არსებულ ქართულ ეკლესიაში ქრისტეშობის დღესასწაული აღნიშნეს

  ავღანეთში, ბაგრამის საავიაციო ბაზაზე საქართველოს თავდაცვის ძალების I ქვეითი ბრიგადის მე-12 მსუბუქი ქვეითი ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეებმა წმინდა დიდმოწამე გიორგის სახელობის ქართულ ეკლესიაში ქრისტეშობის დღესასწაული აღნიშნეს. ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, საშობაო ლიტურგია ბატალიონის კაპელანმა, მამა გიორგი წერეთელმა აღავლინა და პირადი შემადგენლობა დალოცა. ღვთისმსახურებას ქართველი სამხედრო მოსამსახურეები და სხვადასხვა ეროვნების სამხედრო და სამოქალაქო…

07.01.2020 | 16:48
ქრისტეშობას საზოგადოების უმეტესობა ტაძრებში ღამისთევით ეგებება, ნაწილი კი – სახლებში, ფანჯრებთან ანთებული სანთლებით

  უწმინდესმა მოგვიწოდა ლოცვისთვის, ჩვენ ვიცით, ანგელოზებმა, მწყემსებმა და მოგვებმა უფალს სხვადასხვა სახის ძღვენი მიართვეს. ჩვენი მხრიდან კი ანთებული სანთელი, ეს ოჯახში რწმენის სვეტის ნიშანია, რითაც გამოვხატავთ მაცხოვრისადმი უდიდეს მადლიერებას. მზაობას, რომ ჩვენი სახლი მზად არის ქრისტეს მისაღებად. სანამ უფალი იშვებოდა, ვერ მოიძებნა ერთი სახლი, რომელსაც მარიამი შეაფარებდა თავს, თავისუფალი მხოლოდ საქონლის ბაგა აღმოჩნდა, რაც…

07.01.2020 | 16:46
“აქ იშვა ქრისტე ქალწულ მარიამისაგან”

წმინდა მიწას, იერუსალიმს და იქ დავანებულ სიწმინდეებს დღემდე უამრავი მომლოცველი და მნახველი ჰყავს. დღესასწაულებზე მომლოცველთა რაოდენობა კიდევ მატულობს. ბეთლემს, ქრისტესშობის ადგილს ამჯერადაც მრავალი მნახველი ეყოლება. მოდით ერთად გავეცნოთ ბეთლემის შესახებ ცნობებს, რათა უფრო მომზადებული მივეგებოთ ამ წმინდა ადგილს. აი, რას გვიამბობს დეკანოზი პეტრე კონჭოშვილი: “კურთხეული საუკუნიდგან ქალაქი, რომელსა შინაც თვით ღმერთმან, დამბადებელმა მსოფლიოსა, სათნო იჩინა…

07.01.2020 | 16:30
ილია მეორე – ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ხალხი ბედნიერი იყოს

  ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ შევინარჩუნოთ ჩვენი ტრადიციები, ჩვენი სიყვარული, რწმენა, თავმდაბლობა და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ხალხი ბედნიერი იყოს, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ საპატრიარქოსთან ალილოს მონაწილეებთან შეხვედრისას განაცხადა. როგორც პატრიარქმა აღნიშნა, ქრისტეს შობა არის ბედნიერება, ფერისცვალება და სულიერი ამაღლება. „გილოცავთ ქრისტეშობის დღესასწაულს. ქრისტეს შობა ეს…

07.01.2020 | 16:23
ამბროლაურში “ალილო” გაიმართა

შობის დღესასწაულთან დაკავშირებით დღეს ამბროლაურში “ალილო” მოეწყო. მსვლელობას წინ სასულიერო პირები მიუძღვებოდნენ. ამბროლაურის მერის პრესსამსახურის ინფორმაციით, მლოცველებმა “ალილოს” სიმღერით შემოიარეს ქალაქის ქუჩები და განსაკუთრებული საჭიროების მქონე ოჯახების დასახმარებლად შემოწირულობები შეაგროვეს. სახელმწიფო რწმუნებულმა არჩილ ჯაფარიძემ, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერთან ზვიად მხეიძესთან და საკრებულოს თავმჯდომარესთან ასლან საგანელიძესთან ერთად, ალილოს მონაწილეებს შობის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცა და ტკბილეული გადასცა. ცნობისთვის,…

07.01.2020 | 16:21
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება შობის დღესასწაულზე (07.01.2020)

  ჩვენთან არს ღმერთი! დღეს ცა და ქვეყანა გალობს: ,,დიდება მაღალთა შინა ღმერთსა, ქვეყანასა ზედა მშვიდობა და კაცთა შორის სათნოება!“ დიდება და მადლობა უფალს! დღეს უფალმა ცანი მოდრიკნა და ციდან გარდამოვიდა კრავი ღვთისა – უფალი ჩვენი იესო ქრისტე. რით შევეგებოთ? რა ვუთხრათ? ვუთხრათ, რომ გაჭირვებულნი ვართ; ვუთხრათ, რომ გვჭირდება მადლი ღვთისა… ყველაფერი უნდა ვუთხრათ უფალსა,…

Τα σημαντικότερα νέα