ORTHODOXIA REAL TIME NEWS FEED:
Select Language
MENU
PERSONAL NEWS ALARM ΕΓΓΡΑΦΗ
31.12.2019 | 17:34
პატრიარქმა ვაჟა გაფრინდაშვილს უმასპინძლა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი ოჯახთან და ახლობლებთან ერთად მიიღო. შეხვედრაზე იმყოფებოდნენ ასევე ქართველო მოჭიდავეებიც. ინფორმაციას ბოდბელი ეპისკოპოსი იაკობი „ფეისბუქის“ პირად გვერდზე ავრცელებს. ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი, რომელიც საოკუპაციო რეჟიმის უკანონო პატიმრობაში 49 დღის განმავლობაში იმყოფებოდა, 28 დეკემბერს გაათავისუფლეს.   — 1tv.ge

31.12.2019 | 17:30
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ქუთაისის 29-ე სკოლის მოსწავლეები მიიღო

ა.წ. 27 დეკემბერს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ქუთაის-გაენათის მიტროპოლიტი იოანე (გამრეკელი), ეპარქიის სამღვდელოება, მრევლი და 29-ე სკოლის პედაგოგები და მოსწავლეები მიიღო. შეხვედრას ესწრებოდნენ ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტი დანიელი (დათუაშვილი) და სხვა სასულიერო პირები. ბავშვებმა წარმოადგინეს ღონისძიება სახელწოდებით ,,საქართველო ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანა“ და ჩვენი ქვეყნის ისტორიის მნიშვნელოვანი მონაკვეთები გააცოცხლეს. სამღვდელოებამ და მრევლმა მის უწმინდესობას აღსაყდრების დღე მიულოცეს…

31.12.2019 | 11:18
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ავსტრიასა და იაპონიაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩები მიიღო

ა.წ. 27 დეკემბერს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ავსტრიაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, ბ-ნი დავით დონდუა და მისი ოჯახი მიიღო. ხოლო 28 დეკემბერს ოჯახის წევრებთან ერთად იაპონიაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი ბ-ნი თემურ ლეჟავა მიიღო. მისმა უწმინდესობამ დალოცა ისინი და წარმატებული მოღვაწეობა უსურვა.   — patriarchate.ge

30.12.2019 | 18:14
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება (29.12.2019)

ჩვენთან არს ღმერთი დღეს არის ხსენება წმინდისა წინასწარმეტყველისა ანგიასი. წმინდა ანგია უკანასკნელი წინასწარმეტყველია. იგი მოუწოდებდა ებრაელ ხალხს, ისრაელს, რომ თქვენ იშენებთ სასახლეებს და ვერ აგიშენებიათ ტაძარი ღვთისაო. ჩვენ რომ ვაშენებდით ამ წმინდა სამების ტაძარს, შევქმენით ხატები წმინდისა ანგიასი და დავარიგეთ. საოცრად დაგვეხმარა. ტაძრები აშენდა მთელს საქართველოში და ვმადლობთ უფალს, ვმადლობთ წმინდა ანგიას, რომ შეგვეწია. ჩვენ…

30.12.2019 | 11:41
მეუფე ნიკოლოზი დეკანოზ მამალაძის შეწყალებაზე – ჩვენ ვთხოვეთ პრეზიდენტს, გავაკეთეთ ყველაფერი, რაც შეგვეძლო, რატომ არ იწყალებს, მე რა ვიცი

ჩვენ ვთხოვეთ პრეზიდენტს, გავაკეთეთ ყველაფერი, რაც შეგვეძლო, ახლა რატომ არ იწყალებს, მე რა ვიცი, – ამის შესახებ ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტმა, მეუფე ნიკოლოზმა (ფაჩუაშვილი) დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალებასთან დაკავშირებით ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. „ფაქტობრივად, ხომ იცით ყველამ, რომ პრეზიდენტს სხვა პერიოდებთან შედარებით შეზღუდული აქვს უფლებები, ერთ-ერთი რაც დარჩა, ეს არის შეწყალება შეუზღუდავად. ახლა თვითონ უნდა მიიღოს…

29.12.2019 | 17:30
ილია მეორე – ვიფიქროთ ჩვენს სულიერ ტაძარზე, რომ ვაშენებთ ხილულ ტაძრებს, უნდა ვიფიქროთ, როგორი ტაძარი ავაშენეთ სულში, აღმა ავდივართ თუ დაბლა ვეშვებით

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო ქადაგებისას, წმინდა ანგია წინასწარმეტყველის ხსენების დღეს მრევლს მისი სიტყვები გაახსენა. ილია მეორეს თქმით, წმინდა ანგია უკანასკნელი წინასწარმეტყველი იყო, რომელიც ხალხს მიმართავდა: „თქვენ იშენებთ სასახლეებს და ვერ აგიშენებიათ ტაძარი ღვთისაო“. ილია მეორეს განცხადებით, ყველა ადამიანმა სულიერი ტაძრის მშენებლობაზე უნდა იფიქროს. „ჩვენთან არს ღმერთი. დღეს არის ხსენება წმინდისა…

29.12.2019 | 17:26
ანდრია ჯაღმაიძე დეკანოზ მამალაძის შეწყალებაზე – ჩვენზე რაც იყო დამოკიდებული, გავაკეთეთ, მე როგორ გითხრათ პრეზიდენტის გადაწყვეტილებაზე, ჰკითხეთ მას

ჩვენზე რაც იყო დამოკიდებული, გავაკეთეთ, მე როგორ გითხრათ პრეზიდენტის გადაწყვეტილებაზე, ჰკითხეთ მას, – ამის შესახებ საქართველოს საპატრიარქოს პრესცენტრის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალებასთან დაკავშირებით განაცხადა. ​„მე როგორ გითხრათ პრეზიდენტის გადაწყვეტილების შესახებ. საერთოდ, საპატრიარქოს შუამდგომლობების მხოლოდ ხუთი პროცენტია დაკმაყოფილებული. ჩვენზე რაც იყო დამოკიდებული, ის გაკეთებული გვაქვს. შუამდგომლობა გაიგზავნა სინოდის სხდომიდან ერთ კვირაში, არ…

29.12.2019 | 17:24
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 2019 წლის 29 დეკემბერს წინასწარმეტყველ ანგეას (500 წ. ქრისტეს შობამდე); მოწამე მარინის, ნეტარი თეოფანია დედოფლის ხსენების დღეს აღნიშნავს

ანგეა წინასწარმეტყველი ანგეა წინასწარმეტყველი გახლდათ თორმეტ მცირე წინასწარმეტყველთაგან ერთ-ერთი. ის მოღვაწეობდა ქრისტეს შობამდე VI-V საუკუნეებში. მას დაუწყის წინასწარმეტყველება აქემენიდთა უმცროსი შტოს წარმომადგენლის, სპარსეთის მეფის, დარიოს I-ის პირველის ზეობის მეორე წელს. დარიოს პირველი ირანის სახელმწიფოს მართავდა ქრ.შ-მდე 522-486 წლებში. ე. ი. ანგიას წინასწარმეტყველება დაუწყია ქრისტეს შობამდე 520 წელს. არის გადმოცემა, რომ წინასწარმეტყველ ანგიას, და წინასწარმეტყველ ზაქარიას,…

29.12.2019 | 17:20
“ბიბლია განმარტებებით” – პროექტი, რომელიც ქართული საზოგადოებისთვის ღვთის სიტყვასთან მიმყვანებელ კარიბჭედ უნდა იქცეს

20 იანვარს გამოვა “ბიბლიის განმარტებების” V ტომი. პროექტმა სასულიერო პირთა, თეოლოგთა და ეკლესიის მრევლის დიდი ყურადღება დაიმსახურა. ამჯერად პროექტის შესახებ გვესაუბრება არქიმანდრიტი დიონისე (გვიმრაძე), ქრისტიანული ფილოსოფიის დოქტორანტი, ასისტენტ-პროფესორი, “ბიბლიის განმარტებების” პროექტის კონსულტანტი: გამომცემლობა “პალიტრა L”-ის მიერ ჟურნალ “კარიბჭის” სარედაქციო ჯგუფთან ერთად დაწყებული პროექტი — “ბიბლია განმარტებებით” უნიკალურია თავისი არსით, რადგან, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ქართულ…

Τα σημαντικότερα νέα