ORTHODOXIA REAL TIME NEWS FEED:
Select Language
MENU
PERSONAL NEWS ALARM ΕΓΓΡΑΦΗ
28.12.2019 | 17:16
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა აზერბაიჯანის ელჩი მიიღო

ა.წ. 27 დეკემბერს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა საქართველოში აზერბაიჯანის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, ბ-ნი დურსუნ ჰასანოვი მიიღო. ელჩმა მის უწმინდესობას აღსაყდრებიდან 42 წლისთავი მიულოცა და აზერბაიჯანის პრეზიდენტის წერილი გადასცა.     — patriarchate.ge

28.12.2019 | 14:43
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის აღსაყდრების 42-ე წლისთავისადმი მიძღვნილი კონფერენცია

23 დეკემბერს თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში გაიმართა კონფერენცია, რომელიც მიეძღვნა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის ინტრონიზაციის 42-ე წლისთავს. შესავალი სიტყვა წარმოთქვა თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორმა, თეოლოგიისა და ფილოლოგიის დოქტორმა, პროტოპრესვიტერმა გიორგი ზვიადაძემ. მან აღნიშნა, რომ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის დამსახურება განუზომელია ჩვენი დედაეკლესიისა და ქვეყნის წინაშე, უწმინდესი პატრიარქის ავტორიტეტი უდიდესია…

28.12.2019 | 12:32
რუსეთის მართლმადიდებელმა ეკლესიამ ალექსანდრიის საპატრიარქოსთან კავშირი გაწყვიტა

რუსეთის მართლმადიდებელმა ეკლესიამ ალექსანდრიის ეკლესიის პატრიარქ თეოდორე მეორესთან კავშირი გაწყვიტა. გადაწყვეტილება მოსკოვში, რუსეთის საპატრიარქოს სინოდის კრებაზე მიიღეს. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია თეოდორე მეორეს ლოცვებში აღარ მოიხსენიებს, ხოლო აფრიკაში რუსეთის ეკლესიის მრევლი რუსეთის პატრიარქს დაექვემდებარება. შეგახსენებთ, რომ ოქტომბერში ალექსანდრიის მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურმა უკრაინის მართლმადიდებელი ავტოკეფალური ეკლესია აღიარა და ღვთისმსახურების დროს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურად…

28.12.2019 | 12:24
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 2019 წლის 28 დეკემბერს მღვდელმოწამე ელევთერისა და მისი დედის მოწამე ანთიას, მოწამე კორივი ეპარხოსის, ღირსი პავლე ლატრელის, მოწამე ელევთერის, ღირსი პარდოს განდეგილის ხსენების დღეს აღნიშნავს

წმიდა მოწამენი: ელეფთერი, დედა მისი ანთია და კორივ ეპარქი ელეფთერის დედა დიდგვაროვანი და მდიდარი რომაელი ქალი იყო. მან, ქრისტიანობაზე პავლე მოციქულის მიერ მოქცეულმა და მისი ხელითვე მონათლულმა, შვილიც ღვთისმოშიშებით აღზარდა. როცა ელეფთერის თხუთმეტი წელი შეუსრულდა, რომის პაპმა, ანაკლეტუსმა (76-88) იგი დიაკვნად აკურთხა, სამი წლის შემდეგ კი – მღვდლად დაასხა ხელი. ოცი წლის ასაკში ელეფთერი (ასეთი…

27.12.2019 | 14:54
საქართველოს საპატრიარქოში სუიციდთან ბრძოლის შესახებ შეხვედრა ჩატარდა

  ა.წ. 26 დეკემბერს საქართველოს საპატრიარქოში სასულიერო პირების, პარლამენტის დარგობრივი კომიტეტების, განათლებისა და იუსტიციის სამინისტროების, საპატრულო პოლიციის, მასმედიის, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებისა და ფსიქოლოგების შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის მთავარი თემა იყო „სუიციდთან ბრძოლის ინტერსექტორული შესაძლებლობები“. შეხვედრის მონაწილეებმა ისაუბრეს ახალგაზრდებში თვითმკვლელობის მზარდ სტატისტიკაზე, მის გამომწვევ მიზეზებზე და ამ პრობლემის დასაძლევ ღონისძიებებში ეკლესიის აქტიური ჩართვის აუცილებლობაზე. დაისახა გეგმები სუიციდის…

27.12.2019 | 14:52
გალობის უნივერსტიტეტის ღონისძიებები გერმანიასა და იტალიაში

  სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევით დაფუძნებულმა გიორგი მთაწმინდელის სახელობის გალობის უნივერსიტეტმა გერმანიასა და იტალიაში საზეიმო ღონისძიებებში მიიღო მონაწილეობა. ა.წ. 13 დეკემბერს შტუტგარტის სახელმწიფო თეატრში გამართულ ქართული კულტურის კონცერტში ქართველ მუსიკოსთა საზოგადოებამ, ფოლკლორის, ცეკვისა და თანამედროვე ინსტრუმენტულ-ვოკალურ ჟანრთა საუკეთესო სინთეზით წარმოადგინა. გალობის უნივერსიტეტის გუნდის გარდა ამ კონცერტში მონაწილეობდნენ: ქართული ცეკვის ანსამბლი “ლაზი” (პარიზი), GeoTRAIN (Jazz ensemble)…

27.12.2019 | 14:44
ხელოვნების სხვადასხვა დარგის წარმომადგენლებმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ინტრონიზაციის დღე მიულოცეს

  ა.წ. 24-26 დეკემბერს ხელოვნების სხვადასხვა დარგის წარმომადგენლებმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს აღსაყდრებიდან 42 წლისთავი მიულოცეს. საზეიმო ღონისძიებებში მონაწილეობდნენ პატრიარქის ნათლულთა გუნდი (ხელმძღვანელი: ნინო მიქაბერიძე), თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის სტუდენტები, ანსამბლი ,,იალონი“, ანსამბლი ,,სათანაო”, მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის მევიოლინეები სახელწოდებით ,,სიმი“ და სხვ. მობრძანდა ბ-ნი პაატა ბურჭულაძეც ახალგაზრდა შემსრულებლებთან ერთად, რომელთა შორის იყო 10 წლის ცოტნე ზედგინიძეც. მან…

27.12.2019 | 14:40
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის აღსაყდრებიდან 42 წლისთავი

მმართველი პარტიის თავმჯდომარე ბატონი ბიძინა ივანიშვილი მოგესალმებით ყველას და გილოცავთ დღევანდელ დღეს. ვულოცავ ჩვენს საყვარელ პატრიარქს, მის უწმინდესობას აღსაყდრებიდან 42-ე წლისთავს. მოგეხსენებათ, როგორი რთული იყო ეს 42 წელი. როგორი განსაცდელი ჰქონდა ჩვენს ქვეყანას (რამდენიმე წლის წინ თუ გნებავთ) და ამ ხნის განმავლობაში უამრავი გამოწვევა და განსაცდელი გადაიტანა ჩვენმა ქვეყანამ. უდიდესია ჩვენი დედა ეკლესიის და პატრიარქის…

24.12.2019 | 15:24
მეცნიერთა და კულტურის მოღვაწეთა მიმართვა

საქართველოს მეცნიერებისა და კულტურის სფეროს წარმომადგენლები კათოლიკოს პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარესს ილია მეორეს აღსაყდრებიდან 42-ე წლისთავს ულოცავენ და მიმართვას ავრცელებენ. „ინტერპრესნიუსი“ მიმართვის ტექსტს უცვლელად გთავაზობთ. „თქვენო უწმინდესობავ და უნეტარესობავ, გილოცავთ თქვენი აღსაყდრებიდან 42-ე წლისთავს. გისურვებთ უახლოეს მომავალში გეხილოთ ნაყოფი ღვთისა და მამულის წინაშე თქვენ მიერ გაწეული თავდადებული ღვაწლისა – სულიერად და ტერიტორიულად გამთლიანებული და აღორძინებული…

Τα σημαντικότερα νέα