ORTHODOXIA REAL TIME NEWS FEED:
Select Language
MENU
PERSONAL NEWS ALARM ΕΓΓΡΑΦΗ
20.12.2019 | 10:30
მეუფე ნიკოლოზი – ვერ ვხედავ მიზეზს, რატომ უნდა თქვას უარი პრეზიდენტმა დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალებაზე

პირველივე დღიდან ვცდილობდით, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისგან რაღაცნაირად გაგვეთავისუფლებინა, მაგრამ ჩვენს ხელთ არ არის ეს ძალაუფლება, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტმა, მეუფე ნიკოლოზმა დეკანოზ გიორგი მამალაძის შესაძლო შეწყალების საკითხზე კომენტირებისას განაცხადა. მისივე თქმით, ვერ ხედავს დეკანოზის შეწყალებაზე უარის თქმის მიზეზს. „რამდენჯერმე მქონდა მასთან პირადი შეხვედრა. იმის შემდეგ, რაც ჩვენ მივმართეთ შეწყალების საკითხთან დაკავშირებით,…

19.12.2019 | 17:13
სტუმრობა თბილისის წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლურ სკოლაში

17 დეკემბერს თსას-ის წარმომადგენლები (სასწავლებლის მოძღვარი, დეკანოზი შალვა კეკელია, ქრისტიანული ფსიქოლოგიის დეკანის მოადგილე, ქალბატონი ნათია ფრუიძე, საზოგადოებასთან ურთიერთობის სასმსახურის უფროსის მოადგილე, ბატონი ცოტნე ჩხეიძე) ეწვივნენ თბილისის წმ. ნინოს სახელობის მართლმადიდებლურ სკოლას. თსას-ის წარმომადგენლებმა ხსენებული სკოლის მოსწავლეებს (X, XI და XII კლასები) გააცნეს თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის, როგორც უმაღლესი საღვთისმეტყველო სასწავლებლის რაობა, მისი საგანმანათლებლო პროგრამები….

19.12.2019 | 17:09
თსას-ის წარმომადგენლების სტუმრობა წმ. ექვთიმე და წმ. გიორგი მთაწმინდელების სახელობის მართლმადიდებელ ქრისტიანთა სკოლაში

ორშაბათს, 16 დეკემბერს, თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის წარმომადგენლები: დაზგური და მონუმენტური ხატწერის რესტავრაციის მიმართულების ხელმძღვანელი, პროფესორი, ბატონი მერაბ ბუჩუკური, ქრისტიანული ხელოვნებათმცოდნეობის ფაკულტეტის დეკანი, ქალბატონი თეა ბეჟუაშვილი, ქრისტიანული ფსიქოლოგიის ფაკულტეტის დეკანის თანაშემწე, ქალბატონი ნათია ფრუიძე და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის მოადგილე, თეოლოგიის დოქტორი, ბატონი ცოტნე ჩხეიძე ეწვივნენ თბილისის წმ. გიორგი და წმ. ექვთიმე მთაწმინდელების სახ….

19.12.2019 | 14:55
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება ნიკოლოზობის დღესასწაულზე (19.12.2019)

ჩვენთან არს ღმერთი გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს, – ნიკოლოზობას. წმინდა ნიკოლოზი გამორჩეული წმინდანია წმინდათა შორის და მას ეწოდება სწრაფად შემწე. სწრაფად შეგეწიოთ თქვენ წმინდა ნიკოლოზი, საქართველოს და მთელს მსოფლიოს, ყოველ გაჭირვებულ ადამიანს. წმინდა ნიკოლოზი არის მფარველი საქართველოს ეკლესიისა და ჩვენი ქვეყნისა. ამიტომ წმინდა ნიკოლოზს ვუწოდეთ ჩვენ ყოველთა ქართველთა დიდი კათოლიკოს-პატრიარქი. მე მინდა შეგახსენოთ თქვენ, რომ…

19.12.2019 | 11:54
ილია მეორემ მრევლს ნიკოლოზობა მიულოცა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში წირვის დასრულების შემდეგ მრევლს ნიკოლოზობის დღესასწაული მიულოცა. ილია მეორემ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისთვის წმინდა ნიკოლოზის განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე ისაუბრა. „გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს. წმინდა ნიკოლოზი გამორჩეულია წმინდათა შორის. მას ეწოდება სწრაფად შემწე. წმინდა ნიკოლოზი საქართველოს და მთელი მსოფლიოს მფარველია. წმინდა ნიკოლოზს ვუწოდებთ ყოველთა ქართველთა დიდ კათოლიკოს-პატრიარქს. მინდა, შეგახსენოთ, რომ…

18.12.2019 | 16:39
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეს და პროექტის ,,უფროს ახლოს ერთმანეთთან“ მონაწილეებს შეხვდა

  ა.წ. 16 დეკემბერს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეს, ბ-ნ რუსლან აბაშიძეს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრს ნდობის აღდგენისა და შერიგების საკითხებში ბ-ნ დავით ფაცაციას და პროექტ ,,ქართულ-აფხაზური საგას“ დამფუძნებლებს შეხვდა. მიღებას ასევე ესწრებოდნენ ცნობილი აფხაზი მეცნიერის – ფერიდე აცანბას ოჯახის წევრები, სოფელ ფერიის სკოლის დირექტორი, ამავე სკოლის აფხაზი მოსწავლეები და სხვა პირები….

17.12.2019 | 16:31
ბარბარობის დღესასწაული ჩვენს ქვეყანაში მეტად წარმართულ კონტექსტშიც აღინიშნება

დეკანოზი შიო პაიჭაძე: გილოცავთ ბარბარობის დღესასწაულს უპირველესად ეკლესიის დიდი წმინდანის ხსენება დიდებულად ევქარისტიაში უნდა აღვნიშნოთ. ეკლესია ეს არის სძალი ქრისტესი! წმინდა ბარბარე ბავშვების მფარველ წმინდანად ითვლება და ამ დღეს განსაკუთრებულად ბავშვებს ვაზიარებთ. მართლაც საოცარია ეს საკითხი. პირადად მე, უკვე ხუთი წელია წმინდა ბარბარეს ტაძრის წინამძღვარი ვარ და ტაძარში ბავშვები, როგორც ფუტკრები ისე არიან გარსს შემოხვეულნი….

16.12.2019 | 16:03
წმინდა ანდრია მოციქულს თან უნდა წაებრძანებინა ხატი, რომელიც ღვთისმშობლის პირზე დადებით გამოისახებოდა

საქართველოდან შორს, საბერძნეთში, ათონის მთაზე, ივერთა მონასტრის ბერები ძველად, წირვისას, იმეორებდნენ იმ საგალობელს, რომელსაც ჩვილ იესო ქრისტეს ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი უგალობდა. ბერძენი მგალობელი ურთავდა მისამღერს ყველასათვის გაუგებარი სიტყვებით, რომელთა შორის უმთავრესი იყო “ნენანა”. მათი სწალებით, რომელთა შორის უმთავრესი იყო “ნენანა”. მათი სწავლებით “ნენანა” იგალობება მოსახსენებლად ღვთისმშობლისა, რომელიც “ნენანას” იგივე “იავნანას” უგალობდა აკვანთან თავის ღვთაებრივ ყრმას. ამ…

16.12.2019 | 16:00
რას წავიკითხავთ “ბიბლია განმარტებებით” მეოთხე ტომში – პროექტის ავტორის ბლოგი

თამარ მამაცაშვილი – “ბიბლიის განმარტებების” პროექტის ავტორი და მთავარი რედაქტორი – სოციალურ ქსელში მუდმივად აქვეყნებს პროექტთან დაკავშირებულ ემოციებსა და შთაბეჭდილებებს, რაც სოციალური ქსელის მომხმარებლებში დიდი მოწონებით სარგებლობს. ამიტომ გადავწყვიტეთ, ეს პოსტები ბლოგად შემოგთავაზოთ: მალე “ბიბლიის განმარტებების” მეოთხე ტომი გამოვა სამზეოს. მასში მეფეთა წიგნებია – მეორე, მესამე და მეოთხე. ეს ისტორიული წიგნები ბევრ საგულისხმო ამბავს გვიყვება. ზოგადად,…

Τα σημαντικότερα νέα