ORTHODOXIA REAL TIME NEWS FEED:
Select Language
MENU
PERSONAL NEWS ALARM ΕΓΓΡΑΦΗ
16.12.2019 | 15:27
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა მსოფლიო ჩემპიონი ლევან საგინაშვილი დალოცა

ა.წ. 14 დეკემბერს მკლავჭიდში მსოფლიო ჩემპიონი ლევან საგინაშვილი, მისი ოჯახის წევრები და მეგობრები სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს შეხვდნენ. აღსანიშნავია, რომ რამდენიმე დღის წინ ქართველმა მკლავჭიდელმა ყველაზე პრესტიჟული – მსოფლიოს ტოპ 8 მკლავჭიდელის ტურნირი მოიგო, რაც ჩვენი ქვეყნის ისტორიაში პირველი შემთხვევაა. მისმა უწმინდესობამ ლევან საგინაშვილს გამარჯვება მიულოცა, დიდი სიყვარულით დალოცა და მასაც და მის თანმხლებთაც შემდგომი წარმატებები…

16.12.2019 | 15:23
“ვახტანგ მეფე ღმერთს უყვარდა”…

ერის მამა და სულიერი მოძღვარი წმინდა ილია მართალი ბრძანებდა: “დავიწყება ისტორიისა მომასწავებელია ერის სულით და ხორცით მოშლისა, დარღვევისა და წარწყმედისა. წარსული მკვიდრი საფუძველია აწმყოსი, როგორც აწმყო მომავლისა. რომელია სიმაგრე ჩვენი ცხოვრებისა და რომელი სიფუყე, ამას ახსნის ხოლმე მხოლოდ ისტორია და თუ იგი დავივიწყეთ, მაშინ, დაგვიწყებია ჩვენი ცხოვრების სათავე, ჩვენი ცხოვრების საძირკველი და თუ ეს ასეა,…

16.12.2019 | 15:18
ალევის ოქროსკარიანი სამების მონასტრის მცირე ტაძრის რესტავრაცია

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებითა და ფონდი „ქართუს“ დაფინანსებით მიმდინარე სრულმასშტაბიანი რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში დასრულდა ალევის ოქროსკარიანი სამების მონასტრის მცირე ტაძრის რესტავრაცია. შესრულებული სამუშაოების შედეგად: √ მცირე ტაძარი აღდგა თლილი ქვით. √ აღდგა კონქი და კამარა შაბლონების მიხედვით. √ გაიწმინდა ფასადები სამშენებლო მასალისგან და შეივსო გამორეცხილი ადგილები. √ დაიგო ქვის იატაკი. √ ტაძარი…

16.12.2019 | 15:09
“შენ ხარ ვენახი, ახლად აყვავებული”

დემეტრე-დამიანე იყო დიდი დავითის ძე… მემკვიდრეობით სამეფო ტახტი უნდა მიეღო, ხმალი სჭირდებოდა ხელში თავისი სამშობლოს, მამის დანატოვარი დიდი საქართველოს დასაცავად… მაგრამ საქვეყნო დიდებას იესო ქრისტეს მსახურება არჩია… და თავის ქვეყანას ბერის სენაკიდან უკვე დამიანედ წოდებული ლოცვით შეეწეოდა. მისი სამლოცველო დავით გარეჯის უდაბნო იყო, აქვე ერთ-ერთი ტაძრის კედელზე მისი სახეც გამოუხატავთ თანამედროვეთ… ეს ფრესკა მეცხრამეტესაუკუნეშიც არსებობდა,…

16.12.2019 | 15:06
საეკლესიო კალენდარი: 2019 წლის 16 დეკემბერი

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 2019 წლის 16 დეკემბერს წინასწარმეტყველ სოფონიას, ღირსი თეოდულე კონსტანტინოპოლელის, ღირსი იოანე მდუმარის, მღვდელმოწამისა თეოდორეს, ალექსანდრიელი მთავარეპისკოპოსის ხსენების დღეს აღნიშნავს.   წინასწარმეტყველი სოფონია  წინასწარმეტყველი სოფონია, ათორმეტ მცირე წინასწარმეტყველთაგანი, წინასწარმეტყველ იერემიას და წინასწარმეტყველი ქალის, ოლდამას თანამედროვე იყო. იგი დიდგვაროვანთა ჩამომავალი იყო და სამეფო სასახლეში ცხოვრობდა. წმიდა სოფონიამ წინასწარ განჭვრიტა ის უბედურება, რომელიც იუდეისა და…

15.12.2019 | 18:13
ბარბარობისა და ნიკოლოზობის დღესასწაულებზე სამების საკათედრო ტაძარში წირვა-ლოცვა აღევლინება

სამშაბათს და ხუთშაბათს, წმინდა სამების ტაძარში სადღესასწაულო წირვა აღევლინება, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა, ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში, წირვის დასრულების შემდეგ ბრძანა. “სამშაბათს არის დღესასწაული წირვა წმინდა ბარბარესი- ბარბარობა. ხუთშაბათს არის ნიკოლოზობა. ნიკოლოზობას ჩვენ აქ შევასრულებთ წირვას. მრავალს დაესწარით, გაიხარეთ”, – ბრძანა პატრიარქმა. პატრიარქმა, დღეს 2 გვარი დალოცა. ამასთან, დაჯილდოვდნენ დეკანოზები მეორე…

15.12.2019 | 18:03
საეკლესიო კალენდარი: 2019 წლის 15 დეკემბერი

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 2019 წლის 15 დეკემბერს ღირსი ისე წილკნელის, წინასწარმეტყველი ამბაკუმის, მოწამე მიროპიას, ღირსთა: იოანეს, ირაკლემონის, ანდრიას და თეოფილეს ხსენების დღეს აღნიშნავს.   წმიდა ისე წილკნელი – ათცამეტ სირიელ მამათაგანი ღირსი ისე, წილკანში მოღვაწეობდა. წილკნის ეპისკოპოსის გარდაცვალების შემდეგ უბიწოებით განთქმული და სათნოებათა სისრულეს მოწევნული წმიდა ისე იძულებით აკურთხეს მღვდელმთავრად. ისეს არ უნდოდა ეპისკოპოსის პატივის…

15.12.2019 | 18:00
მეუფე ნიკოლოზი – დეკანოზი გიორგი მამალაძე ზის ციხეში და შეწყალებას ითხოვს, ესე იგი, რაღაც დააშავა, ვფიქრობ, შეწყალება აუცილებელია

იწყალებენ დამნაშავეს, მართალ ადამიანს არ იწყალებენ, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტმა, მეუფე ნიკოლოზმა დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალების თემაზე განუცხადა. მისივე თქმით, დარწმუნებულია, რომ დეკანოზ გიორგი მამალაძეს შეიწყალებენ, ოღონდ შეწყალება რთული პროცესია. „ვფიქრობ, არ არის აუცილებელი მისი ციხეში ჯდომა, მიუხედავად იმისა, რომ როგორც ჩანს, დანაშაული ჩადენილია. ჩვენს ქვეყანაში არის წესი, რომ საბრალდებო დასკვნა…

14.12.2019 | 17:36
სტუმრობა თბილისის წმინდა ილია მართლის სახელობის გიმნაზიაში

2019 წლის 12 დეკემბერს, ხუთშაბათს, თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის წარმომადგენლები: დეკანოზი იაკობ ჩიჩილიძე (საეკლესიო სამართლის კათედრიდან) და ბატონი ცოტნე ჩხეიძე (საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურიდან) ესტუმრნენ თბილისის წმინდა ილია მართლის სახელობის გიმნაზიას. მათ X, XI და XII კლასის მოსწავლეებს გააცნეს სასწავლებლის მისია, ისტორია, პროგრამები, აკადემიური პერსონალი და სტუდენტური ცხოვრება.   — tsas.ge

Τα σημαντικότερα νέα