ORTHODOXIA REAL TIME NEWS FEED:
Select Language
MENU
PERSONAL NEWS ALARM ΕΓΓΡΑΦΗ
06.12.2019 | 15:22
ბირ-ელ-კუტის მონასტრის შესწავლის პროცესი

ქ. იერუსალიმის მიმდებარე ტერიტორიაზე, ბირ-ელ-კუტის მონასტერში საქართველოს ისტორიულ-რელიგიური კვალის შესწავლის პროცესი დაიწყო. სამუშაო პროცესი ამ ეტაპზე არქიტექტურული კომპლექსის შემორჩენილი ნაშთების აზომვასა და ციფრულ სკანირებას მოიცავს. ისრაელის სიძველეთა დეპარტამენტის მიერ გაცემული ნებართვის საფუზველზე, არქეოლოგიური კვლევის სამუშაოები მომდევნო წლის გაზაფხულიდან სრული მასშტაბით გაგრძელდება. შუალედური პერიოდი არქეოლოგიური პროექტის შემუშავებას დაეთმობა, რასაც წინამოსამზადებელ ეტაპზე მიღებული მონაცემები დაედება საფუძვლად. წმინდა…

06.12.2019 | 15:17
გიორგი ჩუბინაშვილის სახ. ქართული ხელოვნებისა და ძეგლთა დაცვის ეროვნული კვლევითი ცენტრის წერილი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს

— patriarchate.ge

06.12.2019 | 15:14
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 2019 წლის 6 დეკემბერს მოწამე გრიგოლ არქიმანდრიტის, წმიდა ამფილოქეს, წმიდა გრიგოლის, მოწამეთა სისინიოსისა, კვიზიკელი ეპისკოპოსისა და თეოდორე ანტიოქიელისა, ასევე კეთილმორწმუნე ალექსანდრე ნეველის ხსენების დღეს აღნიშნავს

წმიდა მღვდელმოწამე, არქიმანდრიტი გრიგოლი, ოსვენციმის ბანაკში აღსრულებული  მღდელმოწამე გრიგოლ ფერაძე დაიბადა 1899 წლის 31 (13.09) აგვისტოს სიღნაღის მაზრის სოფელ ბაკურციხეში (ახლანდელი გურჯაანის რაიონი), მღვდელ რომანოზ ფერაძისა და მარიამ სამადალაშვილის ოჯახში. 1918 წელს, გრიგოლი ტფილისის ახალგახსნილი უნივერსიტეტის სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტზე ჩაირიცხა. ხოლო 1922 წლის მაისში, გრიგოლ ფერაძე ბერლინის უნივერსიტეტის თეოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტი გახდა. 1925 წელს, გრიგოლი სასწავლებლად…

05.12.2019 | 17:11
დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე დაკავებულ ბერზე – ის ათონის მთაზე ცხოვრობდა, საქართველოში დაბრუნების შემდეგ კი თავის სახლში იყო, ალკოჰოლთან დაკავშირებით ჰქონდა პრობლემა

საპატრიარქოს პრესცენტრის ხელმძღვანელის, დეკენოზ ანრდია ჯაღმაიძის ინფორმაციით, ნარკოდანაშაულისთვის დაკავებული ბერი ათონის მთაზე ცხოვრობდა, ქართულ ეკლესიაში კი არასდროს უმსახურია. როგორც დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, შესაბამისად, საპატრიარქოს დაკავებულზე პასუხისმგებლობა არ ეკისრება. „საქმე იმაშია, რომ ეს ადამიანი აღიკვეცა ათონის მთაზე და ცხოვრობდა იქ. საქართველოში რაც დაბრუნდა, ცხოვრობდა თავის სახლში. არ ცხოვრობდა მონასტერში და არც მოღვაწეობდა ეკლესიაში. ასე…

05.12.2019 | 17:07
საეკლესიო კალენდარი: 2019 წლის 5 დეკემბერი

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 2019 წლის 5 დეკემბერს მოციქულთა: ფილიმონისა და არქიპოს – 70-თაგანისა და მოწამისა მოციქულთა სწორისა აპფიას, მოწამე პროკოფი წიგნისმკითხველის, მოწამე მენიგნის, მიხეილ ტვერელის ხსენების დღეს აღნიშნავს   მოციქულები ფილიმონი და არქიპო- 70-თაგანი და მოწამე მოციქულთა სწორი აპფია წმიდა მოციქული ფილიმონი და მეუღლე მისი აპფია ფრიგიის ქალაქ კოლოსეში ცხოვრობდნენ. მას შემდეგ, რაც პავლე მოციქულის…

04.12.2019 | 16:40
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების დღესასწაულზე (04.12.2019)

ჩვენთან არს ღმერთი დღეს არის ბედნიერი დღე – ტაძრად მიყვანება ყოვლადწმინდისა ღვთისმშობლისა. ეს არის გზა, რომელიც გვიჩვენა ჩვენ ყოვლადწმინდა ღვთისმშობელმა, თუ როგორ უნდა მივიდეთ სასუფეველში. ტაძარი, ეს არის კარიბჭე სასუფევლისა და ბედნიერია ის ადამიანი, რომელიც ამ კარიბჭეში შევა. ჩვენს გარშემო არის საშინელი ბრძოლა. ბოროტი ძალა ცდილობს, ჩამოაშოროს ადამიანი ღმერთს, ზეციური ძალა ცდილობს, არ დაუშვას ბოროტება…

04.12.2019 | 13:00
ილია მეორე – ჩვენს გარშემო არის საშინელი ბრძოლა, ბოროტი ძალა ცდილობს, ადამიანი ჩამოაშოროს ღმერთს, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ ადამიანი თვითონ ირჩევს გზას

ჩვენს გარშემო არის საშინელი ბრძოლა, ბოროტი ძალა ცდილობს, ადამიანი ჩამოაშოროს ღმერთს, ზეციური ძალა ცდილობს, არ დაუშვას ბოროტება ადამიანთა, მაგრამ ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ ბევრია დამოკიდებული თვითონ ადამიანზე, აირჩევს კეთილ გზას, თუ ბოროტს ,- ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ სიონის საკათედრო ტაძარში განაცხადა, სადაც ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების დღესასწაულთან დაკავშირებით წირვა ჩატარდა. „დღეს არის ბედნიერი…

04.12.2019 | 11:43
მართლმადიდებელი ეკლესია ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების დღესასწაულს აღნიშნავს

მართლმადიდებელი ეკლესია ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების დღესასწაულს აღნიშნავს. ამ დღესთან დაკავშირებით ყველა მოქმედ ეკლესია-მონასტერში საღმრთო ლიტურგია სრულდება. სიონის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძარში საზეიმო წირვას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე ჩაატარებს. ლიტურგიის დასრულების შემდეგ ილია მეორე მრევლს დღესასწაულს მიულოცავს და ტრადიციული ქადაგებით მიმართავს. სახარების თანახმად, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მშობლებს, წმინდა იოაკიმესა და წმინდა ანას შვილი…

04.12.2019 | 11:24
შეხვედრა ლინცის უნივერსიტეტის წარმომადგენლებთან

2019 წლის 2 დეკემბერს თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიას სტუმრობდნენ ავსტრიის ქალაქ ლინცის უნივერსიტეტის წარმომადგენლები: საერთაშორისო ურთიერთობებისა და პროექტების უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი, ქალბატონი ანგელინა კრათშანოვა და ასისტენ-პროფესორი, ბატონი ფლორიან ვეგშაიდერი (ლიტურგიკის კათედრა). აღნიშნული შეხვედრის მიზანი იყო Erasmus+ პროგრამის ფარგლებში მხარეებს შორის კავშირის დამყარება. ლინცის უნივერსიტეტი სხვადასხვა ქვეყნის ქრისტიანული ტრადიციის შესწავლით არის დაინტერესებული. მათმა წარმომადგენლებმა გამოთქვეს…

Τα σημαντικότερα νέα