ORTHODOXIA REAL TIME NEWS FEED:
Select Language
MENU
PERSONAL NEWS ALARM ΕΓΓΡΑΦΗ
28.11.2019 | 17:40
საეკლესიო კალენდარი: 2019 წლის 28 ნოემბერი

  საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 2019 წლის 28 ნოემბერს მოწამეთა: გურის, სამონის და აბიბოს, მოწამეთა: ელპიდესი, მარკელისა და ევსტოქის, მოწამიმე დიმიტრის ხსენების დღეს აღნიშნავს. Sputnik საქართველო გიამბობთ ვინ იყვნენ ეს ადამიანები და რატომ არიან ისინი მოხსენიებული საეკლესიო კალენდარში. წმიდა მოწამენი და აღმსარებელნი: გური, სამონი და აბიბო წმიდა გური და სამონი ქალაქ ედესაში (მაკედონია) დაიბადნენ. ქრისტეს სიყვარულით…

27.11.2019 | 21:10
გიორგობა კახში

22 ნოემბერს, განჯაში საქართველოს გენერალური კონსული ბ-ნი ნიკოლოზ იაშვილი და ვიცე-კონსული ბ-ნი თეიმურაზ სანაძე კახის რაიონის ქართული დიასპორის წარმომადგენლებთან ერთად გიორგობის დღესასწაულის მისალოცად, კახის რაიონის სოფელ კახინგილოს N28 საბავშვო ბაღის აღსაზრდელებს და პედაგოგებს ესტუმრნენ. მილოცვასთან ერთად ქართველმა დიპლომატებმა საბავშვო ბაღის აღსაზრდელებს ჰუმანიტარული დახმარება გადასცეს. ბაღის აღსაზრდელებმა წაიკითხეს ლექსები, შეასრულეს ქართული სიმღერები, წარმოადგინეს საცეკვაო კომპოზიცია. შეხვედრამ…

27.11.2019 | 20:54
თურქეთის ელჩი ილია მეორეს – სერიოზული პროპაგანდა მუშაობს ჩვენი მეგობრობის წინააღმდეგ

აუცილებლად აღსანიშნავია, რომ 20 წლის განმავლობაში ჩვენს შორის გაჩენილი ასეთი სტაბილური ურთიერთობა და თანამშრომლობა ძალიან აღიზიანებთ ჩვენს არაკეთილისმსურველებს. სერიოზული პროპაგანდა მუშაობს ჩვენი მეგობრობის წინააღმდეგ, – ამის შესახებ თურქეთის ელჩმა ფატმა სერენ იაზგენმა საქართველოს პატრიარქისა და დიპლომატიური კორპუსის შეხვედრაზე განაცხადა. „მინდა მადლობა გადაგიხადოთ შეხვედრისთვის, რომ მომეცა საშუალება კიდევ ერთხელ მოვისმინო თქვენი სიბრძნე. როგორც ერთადერთი ნატოს წევრი…

27.11.2019 | 20:22
„რესპუბლიკური პარტია“ საპატრიარქოსა და სახელმწიფოს შორის შეთანხმების გაუქმებას ითხოვს

საქართველოს კონსტიტუციური შეთანხმება, აგრეთვე ცნობილი როგორც კონკორდატი,  საქართველოს შიდასახელმწიფოებრივი ნორმატიული ხელშეკრულებაა „რესპუბლიკური პარტია“ სახელმწიფოსა და საპატრიარქოს შორის კონსტიტუციური შეთანხმების გაუქმებას ითხოვს, ნათქვამია პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. „რესპუბლიკელები“ ქვეყნის დემოკრატული განვითარების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს შემაფერხებელ ფაქტორად ქვეყანაში სეკულარიზმის ფაქტობრივი არარსებობის პრობლემას მიიჩნევენ. „ძალაუფლებით ვაჭრობა ორმხრივად განსაკუთრებით ღია და თვალსაჩინო ხდება წინასაარჩევნო პერიოდებში. აშკარაა ორმხრივი “პარტნიორობის” სარგებლიანობა, რითაც საბოლოო ჯამში…

27.11.2019 | 19:48
საეკლესიო კალენდარი: 2019 წლის 27 ნოემბერი

მართლმადიდებლური ეკლესია 27 ნოემბერს აღნიშავს ხსენებას წმიდისა მოციქულისა ფილიპესი (I); კეთილმორწმუნისა მეფისა იუსტინიანესი (565) და დედოფლისა თეოდორასი (548); წმ. გრიგოლ პალამასი, თესალონიკელი მთავარეპისკოპოსისა (დაახლ. 1360).   წმიდა მოციქული ფილიპე გალილეის ქალაქ ბეთსაიდის მკვიდრი, წმიდა წერილში ღრმად იყო განსწავლული.მას სწორად ესმოდა ძველი აღთქმის წინასწარმეტყველებათა არსი და მესიის მოლოდინით ცხოვრობდა. ფილიპე პირველი მოწოდებისთანავე თან გაჰყვა მაცხოვარს ქრისტეს…

26.11.2019 | 23:02
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 2019 წლის 26 ნოემბერს წმიდა იოანე ოქროპირის, მოწამეთა: ანტონინეს, ნიკიფორეს და გერმანეს და მანეფას ხსენების დღეს აღნიშნავს

წმიდა იოანე ოქროპირი წმიდა იოანე ოქროპირი არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წმინდა მამა, ქრისტიანულ ეკლესიაში. იგი არის ცნობილი თავისი მჭერვმეტყველობითი ქადაგებებით და საზოგადო საუბრებით. იგი მკაცრად ეწინაამღდეგებოდა ადამიანებს (ორივეს საეკლესიოს და საეროს) ვინც უღირსად იყენებდა თანამდებობას. ასევე “იოანე ოქროპირის ლიტუგიით” და მკაცრი ასკეტური მოღვაწეობით. მისი გარდაცვალების შემდგომ 407 წელს (ზოგი წყაროს თანახმად) მას მიენიჭა სახელი Χρυσόστομος (ხრისოსტომოს), ბერძნულად, რაც ნიშნავს “ოქროპირს.” წმიდა იოანე…

26.11.2019 | 22:59
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს საქართველოში მოღვაწე ელჩები ეწვივნენ

ა.წ. 25 ნოემბერს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა მღვდელმთავრებთან და სამღვდელოებასთან ერთად ჩვენს ქვეყანაში აკრედიტირებული ელჩები და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები მიიღო. ელჩებმა მხარდაჭერა და თანადგომა გამოუცხადეს მის უწმინდესობას და აღნიშნეს, რომ დიდია ეკლესიის და პირადად მისი უწმინდესობის როლი საქართველოს განვითარებაში. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ელჩებს ვიზიტისთვის და საქართველოს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და ბრძანა: ,,ჩვენ ვცხოვრობთ რთულ დროს, როცა…

25.11.2019 | 22:05
დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე „გირჩის“ აქციაზე – ეს არის უგემოვნო მცდელობა რელიგიური გრძნობების შელახვისა და ეკლესიის შეურაცხყოფისა

საქართველოს საპატრიარქოს პრესცენტრის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე აცხადებს, რომ „გირჩის“ წარმომადგენლების დღევანდელი აქცია იყო უგემოვნო მცდელობა რელიგიური გრძნობების შელახვისა და ეკლესიის შეურაცხყოფისა. „ვნახე ეს კადრები. მინდა გითხრათ, რომ არის ძალიან უგემოვნო, უშინაარსო პერფორმანსი, მცდელობა რელიგიური გრძნობების შელახვისა და ეკლესიის შეურაცხყოფისა. თუმცა, ამ უგემოვნობასთან ერთად, მახსენდება მათი სხვა უგემოვნებო და უაზრო პერფორმანსი, რომელიც მათ საოკუპაციო ზოლთან გამართეს. ვფიქრობ,…

25.11.2019 | 22:02
კათოლიკოს-პატრიარქი ელჩებს შეხვდა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს შეხვდა. საქართველოს საპატრიარქოს პრესცენტრის ხელმძღვანელის, დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის განცხადებით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებას, საქართველოს მოქალაქეთა უკანონო გატაცებებს საოკუპაციო ხაზთან, ასევე საოკუპაციო რეჟიმის მიერ უკანონოდ დაკავებული ვაჟა გაფრინდაშვილის საკითხს. როგორც შეხვედრაზე აღნიშნა, საპატრიარქოს აქვს მოლოდინი, რომ აღნიშნული შეხვედრა იქნება კიდევ ერთი წინ გადადგმული…

Τα σημαντικότερα νέα