ORTHODOXIA REAL TIME NEWS FEED:
Select Language
MENU
PERSONAL NEWS ALARM ΕΓΓΡΑΦΗ
25.11.2019 | 21:58
სამების საკათედრო ტაძარში 61-ე საყოველთაო ნათლობა ჩატარდა

ა.წ. 24 ნოემბერს ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში ჩვილთა 61-ე საყოველთაო ნათლობა ჩატარდა. ამჯერად მისი უწმინდესობის ნათლული 500-მდე ბავშვი გახდა. დღეისთვის სრულიად საქართველოს-კათოლიკოს პატრიარქს 40000-ზე მეტი ნათლული ჰყავს.   — patriarchate.ge

25.11.2019 | 12:52
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება გიორგობის დღესასწაულზე (23.11.2019)

ჩვენთან არს ღმერთი! წმინდა გიორგის ლოცვით იხარეთ ორსავ სოფელსა შინა! ყველას გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს. 15 წლის წინ ეკურთხა ეს წმინდა ტაძარი. ჩვენ შევთხოვთ უფალს, რომ ღმერთმა დალოცოს ეს ტაძარიც და აღმშენებლებიც. მთელმა საქართველომ მიიღო მონაწილეობა მის მშენებლობაში, მაგრამ დღეს მინდა დავლოცო განსაკუთრებული შემომწირველი, – ბიძინა ივანიშვილი და მშენებლობის ხელმძღვანელი ირაკლი ანდრიაძე, რომელსაც წელს შეუსრულდა…

22.11.2019 | 17:46
საეკლესიო კალენდარი: 2019 წლის 22 ნოემბერი

  მართლმადიდებელი ეკლესია 22 ნოემბერს ღმრთისმშობლის ხატის „მსწრაფლშემსმენელი“დღესასწაულს ზეიმობს. ამ დღეს ასევე მოწამეთა ონისიფორეს და პორფირიოსის, ღირს მატრონას, ღირს თეოქტისტას, მოწამე ალექსანდრე თესალონიკელს, ღირს იოანეს, ღირსთა ევსტოლიას და სოსიპატრას იხსენებენ. დღესასწაული ღმრთისმშობლის ხატისა „მსწრაფლშემსმენელი“ ღვთისმშობლის მსწრაფლშემსმენლის ეს სასწაულთმოქმედი ხატი ათონის დოქიარის მონასტერში იმყოფება. ის, საძმოს სატრაპეზოს კედელზე, კართანაა მოთავსებული. თავისი სასწაულთმოქმედი ძალა ამ ხატმა პირველად…

21.11.2019 | 16:38
სტამბოლში, მსოფლიო პატრიარქის სახლში მძარცველები შეიჭრნენ

  სტამბოლში, მსოფლიო პატრიარქ ბართლომეს სახლში მძარცველები შეიჭრნენ. ინფორმაციას ამის შესახებ ბერძნული მედია ავრცელებს. არსებული ცნობით, სამი ნიღბიანი მძარცველი მსოფლიო პატრიარქის სახლში შეიჭრა, როდესაც სახლში მხოლოდ მოახლე ქალი იმყოფებოდა. ინციდენტი 16 ნოემბერს მოხდა. ადგილზე დაუყოვნებლივ გამოიძახეს პოლიცია, რომელმაც გამოძიება დაიწყო. ბერძნული მედიის ცნობით, მძარცველებს არაფერი წაუღიათ. მსოფლიო პატრიარქ ბართლომეს სახლი სტამბოლის დაცულ რაიონში მდებარეობს. უცნობია,…

21.11.2019 | 16:35
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაციამ ნატო-სა და ევროკავშირის ოფისებში შეხვედრები გამართა

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაცია ვიზიტით ბრიუსელში იმყოფებოდა. დელეგაციის შემადგენლობაში იყვნენ ბოდბელი მთავარეპისკოპოსი იაკობი (იაკობიშვილი), ბელგიისა და ჰოლანდიის ეპისკოპოსი დოსითეოსი (ბოგვერაძე), საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე, სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილე, დეკანოზი გურამ ჭარელაშვილი, დეკანოზი ალექსანდრე გალდავა და დეკანოზი არჩილ ხაჩიძე. ვიზიტი რონდელის ფონდის ორგანიზებით მიმდინარეობდა და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გარდა, მასში სხვა რელიგიური კონფესიების…

21.11.2019 | 16:29
ის რომ ლოცულობდა, ისეთი მადლი გადმოდიოდა, მე თუ ფეხები მქონდა და დედამიწაზე ვიდექი, ვეღარა ვგრძნობდი

მონაზონი მარიამი იხსენებს: „მე მაშინ 27 წლის ვიქნებოდი, მამა გაბრიელი კი 27-30 წლისა, დავდიოდით დანგრეულ ეკლესიებში, რომ წირვა-ლოცვები დაგვეყენებინა, ამბობდა: აქ საძირკველი რადგან გაჭრილია, მისი მცველი ანგელოზი აქ ზის და თითქმის ტირისო, აქ ხომ არავინ მოდის და მოდი, ჩვენ დავაყენოთ წირვა-ლოცვებიო. ის რომ ლოცულობდა, ისეთი მადლი გადმოდიოდა, მე თუ ფეხები მქონდა და დედამიწაზე ვიდექი, ვეღარა…

20.11.2019 | 16:48
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი საფრანგეთის ელჩს შეხვდა

ა.წ. 19 ნოემბერს სრულიად საქართელოს კათოლიკოს-პატრიარქმა მღვდელმთავრებთან და სამღვდელოებასთან ერთად საქართველოში საფრანგეთის ახლადდანიშნული საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, ბ-ნი დიეგო კოლასი და მისი მოადგილე მიიღო. კათოლიკოს-პატრიარქმა მადლობა გადაუხადა ელჩს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის და დასძინა: ჩვენს ქვეყნებს განსაკუთრებული სიახლოვე რომ აქვთ იქიდანაც ჩანს, რომ საფრანგეთი იყო ქვეყანა, რომელსაც 100 წლის წინ ათეისტური რეჟიმის მიერ დევნილმა მრავალმა…

19.11.2019 | 17:08
სტუმრობა საპატრიარქოში

ა.წ. 15 და 17 ნოემბერს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ეწვივნენ აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი, ბ-ნი რუსლან აბაშიძე, მინისტრი, ბ-ნი დავით ფაცაცია ოჯახის წევრებით, ასევე ბ-ნი ელდარ შენგელაია, ბ-ნი გიორგი ხუბუა და ბ-ნი ნიკოლოზ შენგელაია მეუღლეებით. მის უწმინდესობას აგრეთვე შეხვდნენ 100 000 მოწამის ხსენების დღეს მსვლელობაში მონაწილე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის ფაკულტეტების ხელმძღვანელები, სტუდენტური ორგანიზაციების…

19.11.2019 | 17:05
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაციის ვიზიტი ბრიუსელში

ა.წ. 17 ნოემბერს დაიწყო და კვლავ გრძელდება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაციის ვიზიტი ბრიუსელში. დელეგაციის შემადგენლობაში არიან ბოდბელი მთავარეპისკოპოსი იაკობი (იაკობიშვილი), ბელგიისა და ჰოლანდიის ეპისკოპოსი დოსითეოზი (ბოგვერაძე), საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე და სხვა სასულიერო პირები. ვიზიტი ხორციელდება რონდელის ფონდის მხარდაჭერით და მასში მონაწილეობენ საქართველოში არსებული სხვადასხვა რელიგიების წარმომადგენლები. 18 ნოემბერს, ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების…

Τα σημαντικότερα νέα