ORTHODOXIA REAL TIME NEWS FEED:
Select Language
MENU
PERSONAL NEWS ALARM ΕΓΓΡΑΦΗ
18.11.2019 | 15:53
იერუსალიმის ჯვრის მონასტერი

ქართული მწერლობისა და, საერთოდ, ქართული კულტურის ისტორიისათვის უდიდესი მნიშვნელობის ფაქტი იყო ჯვრის მონასტრის დაარსება იერუსალიმში. მონასტერი ქართველებისთვის ერთ-ერთი უდიდესი საგანმანათლებლო კერა იყო და დღესაც უძვირფასესი სიწმინდეა წმიდა მიწაზე. მონასტრის მდებარეობა ჯვრის მონასტერი ადრე იერუსალიმიდან ოდნავ მოშორებით სამხრეთ-დასავლეთით იდგა, ახლა კი ქალაქის გაზრდის შედეგად მის ტერიტორიაზეა. იგი იერუსალიმის პრესტიჟულ და ძვირად ღირებულ რაიონში — მალხაში. მასთან…

18.11.2019 | 15:39
საეკლესიო კალენდარი: 2019 წლის 18 ნოემბერი

  საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 2019 წლის 18 ნოემბერს მოწამეთა გალაქტიონის და ეპისტიმიას, მოციქულთა: პატრობის, ერმის, ლინეს, გაიოზის, ფილოლოგეს-70-თაგანთა, და წმიდა გრიგოლის, ალექსანდრიელი მთავარეპისკოპოსის ხსენების დღეს აღნიშნავს Sputnik საქართველო გიამბობთ ვინ იყვნენ ეს ადამიანები და რატომ არიან მოხსენიებულნი საეკლესიო კალენდარში. წმიდა მოწამენი: გალაქტიონი და ეპისტიმია მდიდარი და დიდებული, მაგრამ უშვილო კლიტოფონი და ლევკიპია ფინიკიის ქალაქ ემესაში…

17.11.2019 | 15:48
საქართველოს საპატრიარქოს განცხადება (17.11.2019.)

დიდად ვწუხვართ ცნობილი ექიმის, ტრავმატოლოგთა ასოციაციის ხელმძღვანელის, ბატონ ვაჟა გაფრინდაშვილის ცხინვალის იზოლატორში დატყვევების გამო. ამ პიროვნებას ყველა იცნობს, როგორც ფრიად გამოცდილ ქირურგს, რომელმაც მრავალ ადამიანს შეუნარჩუნა ჯანმრთელობა და სიცოცხლე, მათ შორის ცხინვალის რეგიონში. ვფიქრობთ, თავისუფლების აღკვეთაში ყოფნა პირველ რიგში მისი დამკავებლებისთვის არის პრობლემური. ბატონ ვაჟას გათავისუფლებისთვის ქართველი მედიკოსები, უბრალო მოსახლეობა, ხელისუფლება, საელჩოები და საერთაშორისო ორგანიზაციები…

17.11.2019 | 15:36
მეუფე ნიკოლოზი – პატრიარქამდე ვერავითარი ტალახი ვერ მიაღწევს

პატრიარქამდე ვერავითარი ტალახი ვერ მიაღწევს, -ასე მიმართა მრევლს ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის ეპარქიის მიტროპოლიტმა, მეუფე ნიკოლოზმა (ფაჩუაშვილმა) სამების საკათედრო ტაძარში. მეუფე ნიკოლოზი ლოცვის დასრულების შემდეგ, ტაძარში შეკრებილ მორწმუნეებს წმინდა იმრეს ცხოვრების შესახებ ესაუბრა და აღნიშნა, რომ ადამიანებმა თავად უნდა გადავწყვიტოთ, პატრიარქისგან ლოცვა-კურთხევა მივიღოთ, თუ “ვინმეს თავში მოუვიდეს აზრად და ესროლოს მას ტალახი, რომელიც მანამდე ვერ…

17.11.2019 | 14:40
საქართველოში მოქმედ რელიგიათა ხელმძღვანელებმა ტოლერანტობის დღეს საქართველოს პატრიარქს თანადგომა გამოუცხადეს

ა.წ. 15 და 16 ნოემბერს ტოლერანტობის საერთაშორისო დღეს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ საპატრიარქო რეზიდენციაში საქართველოში არსებული რელიგიებისა და კონფესიების ლიდერები და მათი წარმომადგენლები მიიღო. სტუმართა შორის იყვნენ: ებრაელთა თემის, მუსლიმთა სამმართველოს, სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის, ლათინ-კათოლიკეთა, იეზიდთა სასულიერო კრების, ევანგელურ-ლუთერული და სახარების რწმენის ეკლესიის ხელმძღვანელები და მათი თანხმლები პირები. სრულიად საქართველოს…

17.11.2019 | 14:38
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება (17.11.2019)

ჩვენთან არს ღმერთი! ,,დიდ ხარ შენ უფალო და საკვირველ არიან საქმენი შენნი!“ ჩვენ ყოველდღე ვკითხულობთ დავითნს, ფსალმუნებს და იქ წერია ეს სიტყვები – ,,დიდ ხარ შენ უფალო და საკვირველ არიან საქმენი შენნი.“ თითოეულმა ჩვენგანმა უნდა გააცნობიეროს, რომ ბედნიერება ენიჭება ადამიანს ღვთისაგან. ბედნიერება არის ღვთის ლოცვა-კურთხევა. ადამიანი ღირსი უნდა იყოს ბედნიერებისა. ლოცვაში ,,მამაო ჩვენოს“ რომ ვკითხულობთ,…

16.11.2019 | 18:12
ილია მეორის ბრძანებით, მცხეთა-თბილისის ეპარქიალური საბჭო შეიქმნა

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის ბრძანებით, მცხეთა-თბილისის ეპარქიალური საბჭო შეიქმნა. როგორც პატრიარქის ბრძანებაშია აღნიშნული, საბჭოს აღნიშნულ ეპარქიაში არსებულ პრობლემურ საკითხებზე იმსჯელებს. საბჭოს შემადგენლობაში შედიან საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, მიტროპოლიტი შიო მუჯირი; ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტი თეოდორე ჭუაძე; პატრიარქის მდივანი მიქაელ ბოტკოველი; საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი ანდრია ჯაღამაიძე; თბილისის სასულიერო აკადემიის კანონიკური სამართლის კათედრის…

16.11.2019 | 18:10
ილია მეორე – ვიმედოვნებთ, დავით-გარეჯთან დაკავშირებული საკითხი ძმური სიყვარულით, სამართლიანად გადაიჭრება

ბაქოში მიმდინარე სამშვიდობო ფორუმის მონაწილეებს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის მისასალმებელი სიტყვა გააცნეს. საქართველოს პატრიარქი თავის სიტყვაში დავით-გარეჯის საკითხზეც ამახვილებს ყურადღებას. ​​„​მისი აღმატებულების, ბატონ ილჰამ ალიევის ხელმძღვანელობით ტოლერანტობის სულისკვეთება აზერბაიჯანში დღეს წინა პლანზეა წამოწეული. ვიმედოვნებთ, რომ თქვენს ქვეყანაში მცხოვრები ჩვენი თანამემამულეების, როგორც რელიგიური და ეთნიკური უმცირესობის ინტერესების დაკმაყოფილება კვლავ გაგრძელდება და უძველესი…

16.11.2019 | 17:48
თსუ-ს არქეოლოგიურმა ექსპედიციამ კუნძულ კვიპროსზე ნაეკლესიარი აღმოაჩინა, რომელიც ქართველი ბერების მოღვაწეობას უკავშირდება

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ სტუდენტების მონაწილეობით, კუნძულ კვიპროსზე, სოფელ სოფტადესში ნაეკლესიარი აღმოაჩინა, რომელიც ქართველი ბერების კუნძულ კვიპროსზე მოღვაწეობას უკავშირდება, – ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან აცნობეს. მათივე ინფორმაციით, ეკლესია V-VI საუკუნეებიდან XVI საუკუნემდე პერიოდში რამდენჯერმე გადაკეთდა. არქეოლოგიური ექსპედიციის ხელმძღვანელის, თსუ პროფესორის ვახტანგ ლიჩელის თქმით, ნაეკლესიართან ერთად აღმოჩენილია…

Τα σημαντικότερα νέα