ORTHODOXIA REAL TIME NEWS FEED:
Select Language
MENU
PERSONAL NEWS ALARM ΕΓΓΡΑΦΗ
13.11.2019 | 14:21
თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის სტუდენტების თანადგომის წერილი სრულიად საქართველოს კათოლოკოს-პატრიარქს, უწმიდესსა და უნეტარეს ილია II-ს

თქვენო უწმიდესობავ და უნეტარესობავ! თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის სტუდენტები გამოვხატავთ თქვენდამი თანადგომას საქართველოს სამოციქულო ეკლესიაში ბოლო დროს განვითარებული სამწუხარო მოვლენების გამო. ჩვენ განუზომლად მადლიერნი ვართ იმ ღვაწლისათვის, რომელიც გასწიეთ ქრისტეს ეკლესიისა და ქართველი ერის წინაშე. თქვენ გიწევდათ რთულ პერიოდში მოღვაწეობა და, მიუხედავად ათეისტური ეპოქისა, შესძელით ეკლესიის აღორძინება და ერის შემობრუნება რწმენისაკენ. ორმოცწლიანმა მოღვაწეობამ სამართლიანად…

13.11.2019 | 14:15
თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორის, სამეცნიერო და სადისერტაციო საბჭოს წევრების, პროფესორ-მასწავლებლების და ადმინისტრაციის თანადგომის წერილი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს

თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორი, სამეცნიერო და სადისერტაციო საბჭოს წევრები, პროფესორ-მასწავლებლები და ადმინისტრაცია გამოვხატავთ ჩვენს უპირობო თანადგომას საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის, ილია მეორის მიმართ, ერთმნიშვნელოვნად ვგმობთ რა იმ მიზანმიმართულ, ცილისმწამებლურ კამპანიას, რაც ბოლო ხანებში ესოდენ კადნიერად და უტიფრად ხორციელდება ქართველი ერის სულიერი მამის, წმინდა სინოდისა და სრულიად საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინააღმდეგ. ღრმად…

13.11.2019 | 14:13
ასი ათასი მოწამის ხსენების დღეს პატრიარქი მეტეხის ხიდზე საზეიმო პარაკლისს გადაიხდის

დღეს, 17:00 საათზე, მეტეხის ხიდთან სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე ასი ათასი მოწამის სახელობის დღესთან დაკავშირებით მეტეხის ხიდზე საზეიმო პარაკლისს გადაიხდის. ხიდზე შეკრებილი საზოგადოების წინაშე თეატრალური დადგმით გამოვა შემოქმედებითი გაერთიანება „ეროვნული იმპერატივი“, წარმოდგენით „ასი ათასი წამებულის დღე“. საეკლესიო კალენდრით, ყოველი წლის 13 ნოემბერს მართლმადიდებელი ეკლესია 100 000 მოწამის ხსენების დღეს აღნიშნავს. საეკლესიო გადმოცემით, საუკუნეების წინ,…

13.11.2019 | 13:20
საქართველოში აშშ-ის საელჩო ჯვრის მონასტრის საკონსერვაციო სამუშაოების პირველ ფაზას დააფინანსებს

საქართველოში აშშ-ის საელჩო ჯვრის მონასტრის საკონსერვაციო სამუშაოების პირველ ფაზას დააფინანსებს. ამის შესახებ ნათქვამია საქართველოში აშშ-ის საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. “აშშ-ის საელჩო საქართველოში, 12 ნოემბერს, ჯვრის მონასტრის პროექტს, 2019 წლის ელჩის კულტურული მემკვიდრეობის ფონდის კონკურსის გამარჯვებულად გამოაცხადებს. პროექტის ფარგლებში 100 000 დოლარი გადაეცემა გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნულ კვლევით ცენტრს, რომელიც…

13.11.2019 | 13:05
დღეს ასი ათასი მოწამის ხსენების დღე აღინიშნება

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დღეს წმინდა ასი ათასი მოწამის ხსენების დღეს აღნიშნავს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ახალგაზრდული მოძრაობა „დავითიანნის“ ხელმძღვანელმა კოტე სვანაძემ განუცხადა, ასი ათასი მოწამის ხსენების დღესთან დაკავშირებული ძირითადი ღონისძიებები მეტეხის ხიდზე გაიმართება. კოტე სვანაძის ინფორმაციით, ღონისძიებები 17:00 საათზე დაიწყება და დაახლოებით 2 საათის განმავლობაში გაგრძელდება. დაგეგმილია გვარების წარმომადგენლებისა და სტუდენტების მსვლელობები, რომლებიც მეტეხის ხიდის სიახლოეს შეიკრიბებიან…

13.11.2019 | 11:41
საეკლესიო კალენდარი: 2019 წლის 13 ნოემბერი

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 2019 წლის 13 ნოემბერს 100 000 მოწამის, მოციქულების: სტაქოსის, ამპლიას, ურბანოსის, ნარკისის, აპელიოსის და არისტობულეს, ასევე მოწამე ეპიმაქეს და ღირსი მავრას ხსენების დღეს აღნიშნავს.   წმიდანი ათნი ბევრნი (100 000) მოწამენი, თბილისს ხვარაზმელთაგან წამებულნი  მე-13 საუკუნეში ჩინგის ყაენისაგან ძლეული ხვარაზმის სულთანი ჯალალედინი საქართველოს საზღვრებს მოადგა. ქართველთა ლაშქარი გარნისთან გამართულ ომში დამარცხდა. როცა…

12.11.2019 | 16:47
აშშ-ის საელჩო ჯვრის მონასტრის საკონსერვაციო სამუშაოების პირველ ფაზას დააფინანსებს

  საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს ინფორმაციით, აშშ-ის საელჩო ჯვრის მონასტრის საკონსერვაციო სამუშაოების პირველ ფაზას დააფინანსებს. „საქართველოში აშშ-ის საელჩო 12 ნოემბერს გამოაცხადებს ჯვრის მონასტრის პროექტს 2019 წლის ელჩის კულტურული მემკვიდრეობის ფონდის კონკურსის გამარჯვებულად. პროექტის ფარგლებში $100,000 გადაეცემა გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნულ კვლევით ცენტრს, რომელიც სხვადასხვა პროფესიონალისგან შემდგარი ჯგუფის დახმარებით…

12.11.2019 | 16:26
გალობის უნივერსიტეტის სტუმრობა შემოქმედის ეპარქიაში

ა.წ. 8-9 ნოემბერს გიორგი მთაწმინდელის სახელობის გალობის უნივერსიტეტი შემოქმედის ეპარქიას სტუმრობდა. 8 ნოემბერს, ერკეთის დედათა მონასტერში უნივერსიტეტის რექტორმა, არქიმანდრიტმა იოანემ (კიკვაძე) პარაკლისი გადაიხადა, შემდეგ კი ოზურგეთის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის საკონცერტო დარბაზში შედგა გალობის უნივერსიტეტის გუნდის კონცერტი. 9 ნოემბერს შემოქმედის მონასტერში წირვა აღავლინა შემოქმედელმა მიტროპოლიტმა იოსებმა (კიკვაძე) ჩრდილოეთ ამერიკის ეპისკოპოს საბასთან (ინწკირველი) და ეპარქიის მღვდელმსახურებთან ერთად….

11.11.2019 | 16:42
დიდმოწამე ანასტასია რომაელი (III) – ხსენება 11 ნოემბერს (ძვ.სტილით)

  მეფე დეციუსის და მისი თანამოსაყდრე ვალერიანეს ხელმწიფობის ჟამს, პრობიოსის მხედართმთავრობის დროს რომის მახლობლად განმარტოებულ და უკაცრიელ ადგილას იყო პატარა დედათა მონასტერი. იქ რამდენიმე კეთილმსახური მმარხველი ქალი მოღვაწეობდა. მათ შორის იყო ხანში შესული, სათნოებებით შემკული იღუმენია სოფიო. ამავე სავანეში ცხოვრობდა რომაელი ქალწული ანასტასია, სამი წლიდან ობლად დარჩენილი. სოფიომ მონასტერში აღზარდა დაობლებული ყრმა და ღვთის სათნოებები…

Τα σημαντικότερα νέα