ORTHODOXIA REAL TIME NEWS FEED:
Select Language
MENU
PERSONAL NEWS ALARM ΕΓΓΡΑΦΗ
31.10.2019 | 10:50
წმინდა სინოდის სხდომა დღეს გაიმართება

წმინდა სინოდის სხდომა დღეს გაიმართება. წმინდა სინოდის სხდომის დანიშვნის გადაწყვეტილება საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ ორი დღის წინ მიიღო. როგორც პატრიარქის მდივანმა, დეკანოზმა მიქაელ ბოტკოველმა განაცხადა, სინოდის სხდომას საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ყოფილი ქორეპისკოპოსი, მეუფე იაკობიც დაესწრება. მისივე თქმით, სინოდი არის ეკლესიის უმაღლესი სათათბირო ორგანო და ის მიიღებს გადაწყვეტილებას ეკლესიის წიაღში დაიწყება თუ არა მეუფე იაკობთან დაკავშირებით საკითხის…

31.10.2019 | 10:45
დღეს წმინდა სინოდის სხდომა გაიმართება

დღეს საპატრიარქოში წმინდა სინოდის სხდომა გაიმართება. ოფიციალური ინფორმაცია, თუ რა საკითხები განიხილება წმინდა სინოდზე, საპატრიარქოს არ გაუვრცელებია. რაც შეეხება მეუფე იაკობის სკანდალურ განცხადებებს, ამის შესახებ დეკანოზმა მიქაელ ბოტკოველმა განაცხადა, რომ წმინდა სინოდი არის ეკლესიის უმაღლესი სათათბირო ორგანო და ის მიიღებს გადაწყვეტილებას, ეკლესიის წიაღში დაიწყება თუ არა მეუფე იაკობთან დაკავშირებული საკითხების განხილვა. მისი ინფორმაციით, მეუფე იაკობი…

31.10.2019 | 10:39
ექიმის ინფორმაციით, პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ​როგორც საქართველოს პირველ არხს პატრიარქის პირადმა ექიმმა, ცისანა შარტავამ განუცხადა, იმის საშიშროება, რომ პატრიარქმა ხვალ ვერ შეძლოს სინოდის სხდომაზე დასწრება, არ არსებობს. „პატრიარქი ბრძანდება კარგად, ჩვეულებრივად, როგორც იყო ხოლმე ისე. იმის საშიშროება, რომ ხვალ ვერ შეძლოს სინოდის სხდომაზე დასწრება, არ არსებობს, ყველაფერი არის კარგად, ნორმალურად. ვაპირებდით განმეორებითი ანალიზების ჩატარებას,…

31.10.2019 | 10:35
პატრიარქის ექიმი – ილია მეორე ჯანმრთელად არის, შესაბამისად, შეძლებს, რომ ჩვეულებრივად უხელმძღვანელოს წმინდა სინოდის სხდომას

პატრიარქი ჯანმრთელად არის, შესაბამისად, შეძლებს, რომ ჩვეულებრივად უხელმძღვანელოს წმინდა სინოდის სხდომას, – ამის შესახებ პატრიარქის პირადმა ექიმმა, ცისანა შარტავამ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა. „არასწორი ინფორმაცია გავრცელდა პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით. რაღაც უსიამოვნო მითხრეს, გამეორებაც არ მინდა. პატრიარქი მშვენივრად არის. მისთვის ჩვეულებრივ მდგომარეობაშია, ისე, როგორც იყო, სანამ გაციების ვირუსი ექნებოდა. ახლა კარგადაა, ჩვეულებრივ შრომით რეჟიმშია. დღეს დილით ვიყავი…

30.10.2019 | 16:29
ანტიოქიის პატრიარქ მაკარის აზრი ქართველთა სარწმუნოებაზე.

  ანტიოქიის პატრიარქმა მაკარმა მე-17 საუკუნეში იმოგზაურა საქართველოში და ვფიქრობთ, მრავლის მთქმელია მისი მონათხრობი: “სასულიერო პირებს ქართველები ძალიან მორიდებით ეპყრობიან, მათ ძვირს ვერასგზით ვერ ათქმევინებთ. როდესაც თავადები, დიდებულნი და მათი მეუღლეები გზაზე შეეყრებიან მღვდელმთავრებს, თუ ცხენით არიან, ჩამოქვეითდებიან და შორიდანვე დაუწყებენ მუხლთმოდრეკით თაყვანისცემას, შემდეგ ადგებიან და მიიღებენ მათგან ლოცვა-კურთხევას. ამის შემდეგ განშორდებიან უკან-უკან დახევით, რათა…

30.10.2019 | 16:28
წმინდა გაბრიელს მშვიდად მოუსმენია ბრაზმორეული აკაკის საყვედური

იმერეთი. XIX საუკუნე. წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსს (ქიქოძეს) უამრავ ჭორს უვრცელებდნენ მტრები. ბრალს სდებდნენ – შენდობის წიგნს კითხულობს და ფულს იღებსო. ერთხელ, წმინდა გაბრიელის თაყვანისმცემელი, აკაკი წერეთელიც შესწრებია ამ ამბავს. “წარმოიდგინეთ ჩემი გაოცება და გაგიჟება, – ბრძანებს მგოსანი, – რაც კი ჭორი გამეგონა მის შესახებ, სუყველა დავიჯერე. დავწერე გასაკიცხი წერილი და “დროების” რედაქციაში ვაპირებდი გაგზავნას. მაგრამ…

30.10.2019 | 16:25
წმინდა სინოდის სხდომა 31 ოქტომბერს გაიმართება

31 ოქტომბერს წმინდა სინოდის სხდომა გაიმართევბა. სინოდის სხდომა 12:00 საათზე ჩაინიშნა. ამის შესახებ განცხადება საპატრიარქოში ცოტა ხნის გაკეთდა. გადაწყვეტილება სინოდის სხდომის ჩანიშვნის შესახებ საქართველოს პატრიარქმა მიიღო. წმინდა სინოდი მიიღებს გადაწყვეტილებას, დაიწყება თუ არა მეუფე იაკობის საკითხის განხილვა. karibche.ambebi.ge

30.10.2019 | 16:22
მეუფე მელქისედეკი – მე მხარს ვუჭერ უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის აღიარებას

მე მხარს ვუჭერ უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის აღიარებას, – ამის შესახებ მეუფე მელქისედეკმა ჟურნალისტებს განუცხადა. ამასთან, მეუფე მელქისედეკისთვის უცნობია თუ რა საკითხების განხილვა მოხდება ხვალ, წმინდა სინოდის სხდომაზე. „წინასწარ სამწუხაროდ, ჩვენ არ ვიცით რა საკითხები განიხილება წმინდა სინოდის სხდომაზე. თუ განიხილება უკრაინის ეკლესიის საკითხი, მე მხარს ვუჭერ უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის აღიარებას. ფაქტია, რომ ის უკვე არის…

30.10.2019 | 16:04
მეუფე გრიგოლი წმინდა სინოდის სხდომას ვერ დაესწრება

ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი, მეუფე გრიგოლი წმინდა სინოდის ხვალინდელ სხდომას ვერ დაესწრება. ამის შესახებ მეუფე გრიგოლმა ფოთში, ახალი საქართველოს უნივერსიტეტში განაცხადა, სადაც იმართება საზეიმო ცერემონია, რომლის ფარგლებშიც პერგამონის მიტროპოლიტ იოანეს (ზიზიულასი) მიენიჭება საპატიო დოქტორის წოდება. „სამწუხაროდ, ამ მოვლენის გამო, რასთან დაკავშირებითაც აქ იმართება ღონისძიება, უბრალოდ შეუძლებელი ხდება ჩემი დასწრება სინოდის სხდომაზე. რა თქმა უნდა, ამის…

Τα σημαντικότερα νέα