ORTHODOXIA REAL TIME NEWS FEED:
Select Language
MENU
PERSONAL NEWS ALARM ΕΓΓΡΑΦΗ
30.10.2019 | 16:00
მეუფე მელქისედეკი – სინოდის სხდომაზე იქნება შეკითხვები, მაგალითად: რა ხდებოდა, რატომ ხდებოდა, რა საჭიროება მოითხოვდა?

აქედან პირდაპირ თბილისში მივდივარ, სინოდის სხდომას დავესწრები, – ამის შესახებ ჟურნალისტებს მარგვეთისა და უბისის მთავარეპისკოპოსმა, მეუფე მელქისედეკმა ჟურნალისტებს ფოთში განუცხადა. მისი თქმით, ჯერ უნდა მოისმინონ, რა მოხდა და შემდეგ იმსჯელონ საკითხის გარშემო. “აქედან მივდივარ პირდაპირ თბილისში, დავესწრები სინოდის სხდომას. უპირველეს ყოვლისა, უნდა მოვისმინოთ რა ხდება. მე მაგალითად, ეს ინფორმაცია არ მქონდა, რაზეც ისაუბრა მეუფე იაკობმა,…

30.10.2019 | 15:49
საბუთების მიღება 61-ე ნათლობისათვის

იწყება 61-ე ეტაპი ახალდაბადებული მესამე და შემდგომი ბავშვის სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მიერ მონათვლისა. ნათლობის მსურველთა რეგისტრაცია იწარმოებს საქართველოს საპატრიარქოში 6 ნოემბრიდან 10 ნოემბრის ჩათვლით 12:00-დან 16:00 საათამდე. რეგისტრაციის მსურველებმა თან უნდა იქონიონ: მშობლების პირადობის მოწმობების ასლები; მშობლების ჯვრისწერისა და ქორწინების მოწმობების ასლები; შვილების დაბადებისა და ნათლობის მოწმობების ასლები; მოსანათლის 2 ფოტო 3X4-ზე დაბეჭდილი…

29.10.2019 | 16:32
ივერიის ღვთისმშობლის ხატი ( “კარიბჭის ღვთისმშობელი”)

ათონის ივერიის ღვთისმშობლის ხატი, იგივე Panagia Portaitissa (ბერძნ. παναγια πορταιτισσα „კარის მცველი“, „კარიბჭის ღვთისმშობლის ხატი“, „პორტაიტისა“) — ღვთისმშობლის უძველესი მართლმადიდებლური ხატია. ქრისტეს შობიდან მეცხრე საუკუნეში, ხატმებრძოლი მწვალებლობის სენით შეპყრობილი იმპერატორის თეოფილეს მეფობის დროს მძვინვარებდა პატიოსანი ხატების სასტიკი დევნა. ხატთა თაყვანისცემის აღმსარებელ კეთილმორწმუნე ქრისტიანებს აწამებდნენ, ხოლო თავად წმიდა გამოსახულებებს იღებდნენ ტაძრებიდან და წვავდნენ. ყველა ქალაქსა და…

29.10.2019 | 16:28
დეკანოზი ანდრია სალია – საეკლესიო პრობლემებს წმინდა სინოდის სხდომის მოწვევა სჭირდება

დეკანოზ ანდრია სალიას განცხადებით, პრობლემას წარმოადგენს ის, რომ ე.წ. ციანიდის საქმე წმინდა სინოდის სხდომაზე არ განხილულა. მისივე თქმით, საეკლესიო თემატიკაზე ღია მსჯელობები უკვე წლებია მიმდინარეობს. ამასთან, დეკანოზის თქმით, მეუფე იაკობის განცხადებებმა აღნიშნულ თემაზე მსჯელობა განაახლა. მეუფე იაკობის მიერ ორი დღის წინ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით დეკანოზი ანდრია სალია ამბობს, რომ სასულიერო პირის მხრიდან ასეთი ლექსიკით საუბარი…

29.10.2019 | 16:09
საფრანგეთში, ერთ-ერთ ოჯახში აღმოჩენილი ფლორენციელი ოსტატის, ჩიმაბუეს ნახატი 24 მილიონ ევროდ გაიყიდა

საფრანეგთში, ერთ-ერთი ოჯახის სამზარეულოში აღმოჩენილი ცნობილი ფერმწერის ტილო 24 მილიონ ევროდ გაიყიდა. ფლორენციელი მხატვრის ჩიმაბუეს ნახატი საფრანგეთის ქალაქ კომპიენში მცხოვრები ერთ-ერთი მოხუცი ქალის სამზარეულოში წლების განმავლობაში ეკიდა. ტილოს მნიშვნელობა მხოლოდ გასულ თვეს გახდა ცნობილი, როდესაც ქალმა ის შესაფასებლად სპეციალისტებთან მიიტანა. თავდაპირველად ტილო ექვს მილიონ ევროდ შეაფასეს. თუმცა 27 ოქტომბერს გამართულ აუქციონზე ანონიმურმა მყიდველმა საფრანგეთის ჩრდილოეთ…

29.10.2019 | 16:00
არ უნდა დავკარგოთ სწორი ორიენტირები

დეკანოზი ლევან მათეშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, რითიც მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება: “ბერდიაევის მიერ მოტანილი მოსანათლი ებრაელის იგავისა არ იყოს, მართლაც, ეკლესია დაზიანებული ადამიანების დაარსებული რომ ყოფილიყო, ერთი საუკუნეც ვერ გაძლებდა. მსოფლიო ეკლესიის ისტორია სავსეა უღირსი ადამიანების ისტორიებით. ცხადია, თანამედროვეებს თანამედროვეები გვაღელვებს, თუმცა, ღვთისთვის ჩვენეული თანამედროვე კონტექსტი ერთ მთლიან აწმყოში ერთიანდება, სადაც წარსული, აწმყო და მომავალი…

29.10.2019 | 15:57
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ბრძანება

საქართველოს საპატრიარქო აქვეყნებს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ბრძანებას: ა.წ. 28 ოქტომბრიდან მთავარეპისკოპოსი იაკობი (იაკობიშვილი) პირადი თხოვნის საფუძველზე გათავისუფლდეს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსის და საქართველოს საპატრიარქოს საფინანსო-ეკონომიკური საბჭოს თავმჯდომარის მოვალეობებიდან. ილია II სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი     karibche.ambebi.ge

29.10.2019 | 15:51
ასურეთის აღმოსავლური ეკლესიის დელეგაციის ვიზიტი საქართველოს საპატრიარქოში

  ა.წ. 29 ოქტომბერს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსმა, ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტმა თეოდორემ (ჭუაძე) ასურეთის აღმოსავლური ეკლესიის საგარეო ურთიერთობების ხელმძღვანელი და სინოდის მდივანი – ეპისკოპოსი მარ აბა რუბელი, ასევე ირანის ეპისკოპოსი – მარ ნარსაი ბენიამენი და მათი თანმხლები პირები მიიღეს. patriarchate.ge

27.10.2019 | 16:59
საეკლესიო კალენდარი: 2019 წლის 27 ოქტომბერი

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 2019 წლის 27 ოქტომბერს ახსენებს VII მსოფლიო კრების წმიდა მამებს და აღნიშნავს ღირსი პარასკევას, ღირსი სილუანეს, წმიდა მოწამეების: ნაზარის, გერვასის, პროტასის და კელსის ხსენების დღეს.   ხსენება VII მსოფლიო კრების წმიდა მამათა VII მსოფლიო კრება. ხატმბრძოლთა მწვალებლობა, რომელიც VIII საუკუნის დასაწყისში აღმოცენდა, ლეონ ისავრიელის ძის, იმპერატორ კონსტანტინე კოპრონიმის (741-775) ზეობისას განსაკუთრებით მომძლავრდა….

Τα σημαντικότερα νέα