ORTHODOXIA REAL TIME NEWS FEED:
Select Language
MENU
PERSONAL NEWS ALARM ΕΓΓΡΑΦΗ
27.10.2019 | 10:28
ექიმი აცხადებს, რომ ილია მეორე საკვირაო წირვას გაციების გამო ვერ ესწრება

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო წირვას გაციების გამო დღეს ვერ ესწრება. როგორც საქართველოს პირველ არხს პატრიარქის პირადმა ექიმმა, ცისანა შარტავამ განუცხადა, ილია მეორეს სეზონური ვირუსული ინფექცია აქვს. როგორც ექიმი აცხადებს, გართულებების თავიდან ასაცილებლად, ილია მეორე რამდენიმე დღეს სახლში გაატარებს. „პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. მას სამი დღის წინ ჰქონდა ვირუსული ინფექცია და…

26.10.2019 | 16:09
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 2019 წლის 26 ოქტომბერს ღირსი ანტონ ჭყონდიდელის და მისი მოწაფის იაკობ ხუცესმონოზონის; ასევე მოწამეების კარპეს, პაპილე დიაკონის, აღათოდორეს და აღათონიკას, ფლორენტის, ბენიამინის და ქრისას ხსენების დღეს აღნიშნავს.

ანტონ ჭყონდიდელი ანტონ ჭყონდიდელი – საქართველოს ეკლესიის ერთ-ერთი თვალსაჩინო მოღვაწე – დაიბადა სამეგრელოს მთავრის, ოტია დადიანის მრავალშვილიან ოჯახში. მამის გარდაცვალების შემდეგ ახალგაზრდა ანტონი (მისი საერო სახელი უცნობია) ძმის, კაცია დადიანის კარზე იზრდებოდა. მას საერო მოღვაწედ ამზადებდნენ და ამიტომაც საღვთო წერილსა და მამათა შრომებზე უფრო ღრმად საერო მწერლობა, პოეზია, ფილოსოფია და ხელოვნება შეასწავლეს. ანტონი ფლობდა თათრულ…

26.10.2019 | 16:02
წმინდა დიდმოწამე ზლატა (ქრისა) მეგლენელი (+1795)

წმინდა ზლატა (ბერძნულად ქრისა) XVIII საუკუნის ბოლო მეოთხედში ცხოვრობდა მაკედონიის ჩრდილო-აღმოსავლეთით, მოგლენის ოლქის (მაკედონიური ტრადიციით-მეგლენი) სოფელ სლატინაში. ზლატა ღარიბ ოჯახში დაიბადა, რომელიც ერთგული იყო მამა-პაპათა რწმენისა. მშობლებს მის გარდა კიდევ სამი ქალიშვილი ჰყავდათ. გოგონა ხორციელადაც მშვენიერი იყო და სულიერადაც. ერთ თურქს ქალიშვილის უჩვეულო სილამაზემ ვნება აღუძრა და ხელსაყრელ შემთხვევას ეძებდა მის ხელში ჩასაგდებად. ერთხელაც, როცა…

26.10.2019 | 15:59
მეუფე იაკობი – გიორგი გახარია, გიორგი კვირიკაშვილი და ვახტანგ გომელაური „მეჩალიჩებოდნენ“, პატრიარქი გადავაყენოთო

გიორგი გახარია, გიორგი კვირიკაშვილი და ვახტანგ გომელაური „მეჩალიჩებოდნენ“, პატრიარქი გადავაყენოთო, – ამის შესახებ ბოდბელმა ეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა. მისი თქმით, მათ პატრიარქად მეუფე შიოს(მუჯირი) დანიშვნა სურდათ. მეუფე იაკობის ინფორმაციით, მსგავსი შეხვედრები გაიმართა სხვა მეუფეებთანაც. მისივე თქმით, ეს დავალება ბიძინა ივანიშვილმა ვანო ჩხარტიშვილთან შეხვედრის შემდეგ გასცა. მეუფე იაკობის განცხადებით, აღნიშნული შეხვედრა პრემიერ-მინისტრის კაბინეტში შედგა. „კვირიკაშვილის დროს დამიძახეს შეხვედრაზე. კვირიკაშვილი…

25.10.2019 | 15:44
ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში წიგნის „ბერმონაზვნობის დასაწყისი საქართველოში“ პრეზენტაცია გაიმართა

კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში წიგნის „ბერმონაზვნობის დასაწყისი საქართველოში“ პრეზენტაცია გაიმართა. გამოცემა წმინდა მღვდელმოწამე გრიგოლ ფერაძის 120 წლის იუბილეს ეძღვნება. ნაშრომი წარმოადგენს სადოქტორო დისერტაციას, რომელიც ევროპის სამეცნიერო ჟურნალებში 1926-1930 წლებში ცალკე თავებად დაიბეჭდა. ნაშრომები გერმანული და ფრანგული ენებიდან თამარ ჭუმბურიძემ და ცისანა ბიბილეიშვილმა თარგმნეს. გამოცემის ახალ რედაქციაში მოცემულია გრიგოლ ფერაძის მოკლე ბიოგრაფია და…

25.10.2019 | 10:53
თავდადებული მოძღვარი მამა სისო…

ბათუმის წმინდა ბარბარეს სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი შიო პაიჭაძე: -გაივლის საუკუნეები, მაგრამ თქვენი სახელი – მამა სისო, მამა სერაფიმე (უფრო ამ სახელით გიცნობდნენ აჭარაში, ჩვენო მოძღვარო) ისევ იქადაგებს ქრისტეს ჭეშმარიტ სიტყვას, შენ გარდაიცვალე, მაგრამ სიკვდილი ხომ მხოლოდ პარალელურ სამყაროში გადასვლაა?! შენ არასდროს მოკვდები, რადგანაც სიკვდილს არ შეუძლია წაშალოს დიადი ადამიანების სახელები! და დრო დადგება, როცა:…

25.10.2019 | 10:44
კვლავაც დაგვლოცეთ, მამა ზურაბ…

სოციალური ქსელით შემთხვევით გავიგე ავარიაში მამა ზურამ გოგიტიძის დაღუპის ამბავი. რას ვიფიქრებდი… სულ ცოტა ხნის წინ “კარიბჭისთვის” ინტერვიუ ჩავწერეთ და ჟურნალში გამოქვეყნებას გულმოდგინეთ ელოდა… შენდობას ვითხოვ მამა ზურაბის სპეტაკი სულის წინაშე, მისი გულიდან ამოსული სიტყვების გამოქვეყნება გარდაცვალების შემდეგ რომ ხდება. ღმერთმა სასუფელევი დაგიმკვიდროთ მამაო… ჩვენთვის კვლავაც ილოცეთ… თვალწინ მიდგას მამა ზურაბის უბრალო და დიდბუნებოვანი სახე….

25.10.2019 | 10:37
წმინდა ნექტარიოსის სასწაულები

ათენში მცხოვრები ჩვენი თანამემამულე და მეგობარი ეკატერინე ღონიაშვილი სოციალური ქსელით სულისათვის ბევრ სასარგებლო ინფორმაციებს გვთავაზობს. წმინდა ნექტარიოსის სასწაულის შესახებ კიდევ რამდენიმე სიახლეს ვგებულობთ: -წმინდა ნექტარიოსის კიდევ ერთი, უახლესი ხილული სასწაული! 2016 წლის 17 დეკემბერს კუნძულ როდოზე, წმინდა ნიკოლოზ მგალობელის მონასტრის ტაძარში, საღამოს ლოცვის შემდეგ, მორწმუნეთა თვალწინ წმინდა ნექტარიოსის ხატს ხელები გაუსისხლიანდა. ცოტახანში ხატიდან მირონიც გადმოდინდა….

25.10.2019 | 10:32
კახის რაიონის სოფელ ქოთოქლოს ეკლესიაში წირვა-ლოცვა საუკუნის შემდეგ აღდგა

6 ოქტომბერს აზერბაიჯანის რესპუბლიკაში, ისტორიულ ქართულ კუთხეში – საინგილოში, კახის რაიონის სოფელ ქოთოქლოში ხორნაბუჯისა და ჰერეთის ეპისკოპოსმა დიმიტრიმ (კაპანაძე) ყოვლადწმინდა სამების სახელობის ტაძარი აკურთხა და პირველი საღვთო ლიტურგია აღავლინა. ქოთოქლოს წმინდა სამების ქართულ ტაძარში ბოლო წირვა 100 წლის წინ – 1920 წელს ჩატარდა და ტაძრის ამოქმედებამ ადგილობრივი ინგილო ქართველი მართლმადიდებლების დიდი სიხარული გამოიწვია. ისინი ათწლეულების…

Τα σημαντικότερα νέα