ORTHODOXIA REAL TIME NEWS FEED:
Select Language
MENU
PERSONAL NEWS ALARM ΕΓΓΡΑΦΗ
25.10.2019 | 10:27
საეკლესიო კალენდარი: 2019 წლის 25 ოქტომბერი

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 2019 წლის 25 ოქტომბერს იერუსალიმის ღვთისმშობლის ხატის დღესასწაულს აღნიშნავს და იხსენიებს მოწამეთა: პროვოსის, ტარახოსის და ანდრონიკეს, ღირს კოზმა წმიდაქალაქელს, მაიუმელ ეპისკოპოსს, მოწამე დომნიკას; მარტინე მოწყალს.   დღესასწაული იერუსალიმის ღვთისმშობლის ხატისა იერუსალიმის ღვთისმშობლის ხატი, გადმოცემით, ქრისტეს ამაღლებიდან თხუთმეტი წლის შემდეგ შეუქმნია ლუკა მახარებელს გეთსიმანიაში. 463 წელს ხატი კონსტანტინოპოლში გადააბრძანეს. ბიზანტიელთა მხედრობამ მისი მეოხებით…

25.10.2019 | 10:15
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის სამძიმარი

patriarchate.ge

24.10.2019 | 17:10
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 2019 წლის 24 ოქტომბერი მოციქულ ფილიპეს, შვიდი დიაკონთაგანის, ღირსი თეოფანე აღმსარებლის, მოწამეთა ზინაიდას და ფილონილას ხსნების ღეს აღნიშნავს

წმიდა მოციქული ფილიპე, შვიდ დიაკონთაგანი წმიდა მოციქული ფილიპე, მაცხოვრის სამოცდაათ უახლოეს მოწაფეთაგანი, პალესტინის კესარიაში დაიბადა. სულიწმიდის გარდამოსვლის შემდეგ თორმეტმა მოციქულმა წმიდანი იერუსალიმის ეკლესიის დიაკვნად დაადგინა. შვიდ პირველდიაკონს შორის უხუცესი იყო მთავარდიაკონი სტეფანე. როცა მართლმორწმუნეთა დევნა დაიწყო და იუდეველებმა პირველმოწამე სტეფანე ქვებით ჩაქოლეს, ფილიპემ დატოვა იერუსალიმი. იგი სამარიაში გადასახლდა და აქ ავრცელებდა ქრისტეს სწავლებას.  ნეტარი რამოდენიმე…

24.10.2019 | 12:57
აშშ-ში საქართველოს საელჩოში საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის ჩრდილოეთ ამერიკის ეპარქიის დაარსებიდან მეათე წლისთავი აღნიშნეს

ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს საელჩომ საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის ჩრდილოეთ ამერიკის ეპარქიის დაარსებიდან მეათე წლისთავის აღმნიშვნელ ღონისძიებას უმასპინძლა, რომელსაც ესწრებოდნენ აშშ-ში მყოფი საპატრიარქოს დელეგაციის წევრები და ქართული დიასპორის წარმომადგენლები. საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის წმინდა სინოდის წევრებისგან შემდგარ დელეგაციას ხელმძღვანელობდა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმინდესისა და უნეტარესი ილია მეორის ტახტის მოსაყდრე და ქორეპისკოპოსი,…

23.10.2019 | 19:11
საქართვლოს მართლმადიდებელი ეკლესია 2019 წლის 23 ოქტომბერს მოწამეთა ევლამპის და ევლამპიას, თეოტეკნის, ღირსი ბასიანეს, ღირსი თეოფილე აღმსარებელის ხსენების დღეს აღნიშნავს.

წმიდა მოწამენი ევლამპი და ევლამპია  წმიდა მოწამენი ევლამპი და ევლამპია და-ძმანი იყვნენ და ქალაქ ნიკომიდიაში ცხოვრობდნენ IV საუკუნეში. როცა იმპერატორმა მაქსიმიანემ (284-305; 307-310) გამოსცა ბრძანება, რომლის მიხედვითაც ყველა ქრისტიანი სიკვდილით უნდა დაესაჯათ, ევლამპიმ საჯაროდ ამხილა თვითმპყრობელი, რომელიც ქვეყნის მტრების ნაცვლად საკუთარ ქვეშევრდომებს უცხადებდა ბრძოლას. ამისთვის ნეტარი შეიპყრეს, სამსჯავროზე წარადგინეს და ქრისტეს უარყოფა მოსთხოვეს. როცა პასუხად…

23.10.2019 | 12:55
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მიმართვა აშშ-ში მცხოვრებ ქართველებს

patriarchate.ge

23.10.2019 | 11:37
მაიკ პომპეო რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მიტროპოლიტ ილარიონს შეხვდება

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო დღეს რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მიტროპოლიტ ილარიონს შეხვდება. მოლაპარაკებები ვაშინგტონში გაიმართება. ინფორმაცია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა გაავრცელა. აშშ-ის საგარეო უწყებაში აცხადებენ, რომ პომპეოსა და რუსი მიტროპოლიტის მოლაპარაკებები პრესისთვის დახურული იქნება. ვაშინგტონში აშშ-ის სახელმწიფო მდივნისა და მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო ურთიერთობების განყოფილების ხელმძღვანელის შეხვედრაზე განსახილველ თემებზე კომენტარს არ აკეთებენ. 2 ოქტომბერს რუსეთის საგარეო საქმეთა…

23.10.2019 | 11:17
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაციამ ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტში შეხვედრები გამართა

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციით, გრძელდება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ოფიციალური დელეგაციის ვიზიტი აშშ-ში. საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში აღნიშნავენ, რომ 22 ოქტომბერს ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტში ორი მეტად მნიშვნელოვანი შეხვედრა შედგა. დელეგაციის წევრები შეხვდნენ კავკასიისა და აღმოსავლეთ ევროპის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მეორე მოადგილეს ჯორჯ კენტს, შემდეგ ასევე ცალკე შეხვედრა გაიმართა სემ ბრაუნბეკთან, აშშ-ის საგანგებო დავალებათა…

22.10.2019 | 15:29
ტბეთის მონასტერი

ტბეთის ტაძარის კომპლექსი მდებარეობს თურქეთში, ართვინის პროვინციაში, შავშეთის რაიონში, ისტორიულ შავშეთში, სოფელი ტბეთში (ჯევიზლი) (Cevizli). მონასტრის მთავარი ტაძარი წარმოადგენდა შავშეთის საერისთავოს მთავარ ჯვარგუმბათოვან ეკლესიას. პირველი ტაძარი აქ X საუკუნეში ერისთავთ-ერისთავ აშოტ კუხის მიერ აიგო. მანვე დანიშნა ტბეთის პირველი ეპისკოპოსი სტეფანე მტბევარი. XI საუკუნეში ეპისკოპოსმა საბა მტბევარმა ააგო ციხესიმაგრე და დაიცვა მხარე ბიზანტიის აგრესიისაგან. მას შემდეგ…

Τα σημαντικότερα νέα