ORTHODOXIA REAL TIME NEWS FEED:
Select Language
MENU
PERSONAL NEWS ALARM ΕΓΓΡΑΦΗ
18.10.2019 | 16:56
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 2019 წლის 18 ოქტომბერს ღირსი გრიგოლ ხანძთელის, კლარჯეთის უდაბნოს ღირს მამათა და დედათა, წმიდა მოწამე ხარიტინას, მღვდელმოწამე დიონისე, ალექსანდრიელის და წმიდა მოწამე მამელხვა სპარსელის ხსენების დღეს აღნიშნავს

ღირსი გრიგოლ ხანძთელი, კლარჯეთის სავანეთა აღმაშენებელი და არქიმანდრიტი წმიდა გრიგოლ ხანძთელი დაიბადა დაახ. 759 წელს, იგი დიდგვაროვანთა წრიდან იყო. ნერსე ერისთავის კარზე იზრდებოდა. აღმზრდელებმა და მშობლებმა ნეტარი გრიგოლის მღვდლად კურთხევა ინებეს. გრიგოლს მღვდლობის სურვილი ჰქონდა, მაგრამ უდიდეს მოვალეობასაც გრძნობდა და უარი შეჰკადრა ერისმთავარს და მშობლებს, მაგრამ ახლობლებმა მაინც დაითანხმეს. შემდგომ ეპისკოპოსად კურთხევაც დაუპირეს გრიგოლს, ამან…

17.10.2019 | 14:12
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია მოწამე ევდემოზ კათოლიკოსის, მღვდელმოწამე იეროთეოსის, ათენელი ეპისკოპოსის, მღვდელმოწამე პეტრე კაპეტოლიელის, მოწამეთა: დომნინას, მის ასულთა ვირინეას და პროსკუდიას, ღირსი ამონის, ღირსი პავლეს, მოწამეთა დავიკტის და მისი ასულის კალისთენიას ხსენების დღეს აღნიშნავს

წმიდა მღვდელმოწამე ევდემოზ I კათოლიკოსი წმიდა ევდემოზი (დიასამიძე) საქართველოს სამოციქულო ეკლესიას მართავდა 1634 წლიდან, გამაჰმადიანებული მეფის, როსტომ-ხანის დროს (1632-38 წწ). წარმოშობით წმიდა ევდემოზი მესხეთის ერთ-ერთ წარჩინებულ – დიასამიძეთა გვარს ეკუთვნოდა. როსტომს ქართლ-კახეთის მმართველობა შაჰ-აბასმა ჩააბარა ქართლიდან თეიმურაზის განდევნის შემდეგ. გამაჰმადიანებული მეფე თითქოს შაჰის პოლიტიკასაც ატარებდა საქართველოში და თითქოს ქართველობდა კიდეც. მან სამღვდელოებას ჯამაგირი დაუნიშნა, ტკბილად…

17.10.2019 | 14:07
ბოდბის წმინდა ნინოს დედათა მონასტერთან ტურისტული ინფრასტრუქტურა ეწყობა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი სიღნაღის მუნიციპალიტეტში ბოდბის წმინდა ნინოს დედათა მონასტერთან ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოებს ახორციელებს. პროექტი ევროპის საინვესტიციო ბანკის დაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება 1.8 მილიონი ლარია. როგორც „ინტერპრესნიუსს“ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროდან აცნობეს, პროექტი მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე ორდონიანი ავტოსადგომის მოწყობას ითვალისწინებს. აგრეთვე, გათვალისწინებულია: შიდა და გარე წყალსადენ-კანალიზაციის,…

17.10.2019 | 13:51
მამუკა ხაზარაძე – პატრიარქმა დაგვლოცა და წარმატება გვისურვა

მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას მამუკა ხაზარაძე „ფეისბუქის“ გვერდზე ავრცელებს. „ვისაუბრეთ მოძრაობა „ლელოს“ მიზნებსა და სამომავლო გეგმებზე. ასევე საუკუნის პროექტზე-ანაკლიის პორტზე, რომელიც უმნიშვნელოვანესია როგორც სამეგრელოსთვის, ასევე ჩვენი ქვეყნისთვის და მთელი რეგიონისთვის. პატრიარქმა დაგვლოცა და წარმატება გვისურვა. ერთად საქართველოსთვის!“,- აცხადებს მამუკა ხაზარაძე.     1tv.ge

17.10.2019 | 11:33
რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდი საბერძნეთის ეკლესიის მიერ უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის აღიარებაზე იმსჯელებს

რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდი დღეს უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის აღიარების შესახებ საბერძნეთის ეკლესიის გადაწყვეტილებას განიხილავს. ამის შესახებ რუსულ მედიას მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო საეკლესიო საქმეთა განყოფილების ხელმძღვანელის მოადგილემ, ნიკოლაი ბალაშოვმა განუცხადა. წმინდა სინოდის სხდომა რუსეთის პატრიარქის კირილეს თავმჯდომარეობით გაიმართება. 12 ოქტომბერს საბერძნეთის მართლმადიდებლური ეკლესიის წმინდა სინოდის საგანგებო სხდომაზე უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის აღიარების გადაწყვეტილება მიიღეს. აღსანიშნავია, რომ…

16.10.2019 | 16:10
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 2019 წლის 16 ოქტომბერს მღვდელმოწამეთა: დიონისე არიოპაგელის, ათენელი ეპისკოპოსის, რუსტიკე ხუცის და ელევთერი დიაკონის, ასევე ღირსი იოანე ქოზიბელისა და ნეტარი ისიხი ქორებელის ხსენების დღეს აღნიშნავს.

მღვდელმოწამე დიონისე არეოპაგელი – ათენელი ეპისკოპოსი, რუსტიკე ხუცესი და ელეფთერ დიაკონი მღვდელმოწამე დიონისე არეოპაგელი ათენის არეოპაგის – უზენაესი სამსჯავროს წევრი იყო. იგი პავლე მოციქულმა მოაქცია ქრისტიანობაზე, მონათლა, შემდეგ კი ათენის ეპისკოპოსად დაასხა ხელი. მოციქულთა თავის აღსრულების შემდეგ ნეტარი დიონისე რუსტიკე ხუცესთან და ელეფთერ დიაკონთან ერთად დასავლეთის ქვეყნებში გაემგზავრა საქადაგებლად და მრავალი წარმართი მოაქცია ქრისტიანობაზე. 96…

16.10.2019 | 15:54
დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის განცხადებით, დავით გარეჯის ტერიტორიისთვის სტატუს-კვოს აღდგენა დღეს ყველაზე ოპტიმალური ვარიანტია

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის, დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის განცხადებით, დავით გარეჯის ტერიტორიისთვის სტატუს-კვოს აღდგენა დღეს ყველაზე ოპტიმალური ვარიანტია. ამის შესახებ დეკანოზმა ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ ეთერში, გადაცემა „შუადღის სტუდიაში“ განაცხადა. როგორც დეკანოზი აღნიშნავს, დავით გარეჯის ტერიტორიაზე საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის არსებული ნორმები და შეთანხმება ირღვევა, რაც წესრიგშია მოსაყვანი. „რამდენადაც ჩვენ აუცილებლად უნდა შევინარჩუნოთ მეგობრული ურთიერთობა ჩვენ მეზობლებთან,…

15.10.2019 | 18:40
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 2019 წლის 15 ოქტომბერს არგვეთის მთავარების – დავითისა და კონსტანტინეს, მღვდელმოწამე კვიპრიანეს, მოწამეთა იუსტინასი და თეოქტისტეს, ნეტარი ანდრიას, ქრისტესთვის სალოსის ხსენების დღეს აღნიშნავს.

წმიდა დიდმოწამენი დავით და კონსტანტინე არგვეთის მთავრები წმიდა მოწამენი დავით და კონსტანტინე მხეიძეები არგვეთის მთავრები იყვნენ. როცა ძმებმა უსჯულო მურვან-ყრუს შემოსევა შეიტყვეს, შემწეობა სთხოვეს უფალს, შეკრიბეს ლაშქარი, ერს კი გაძლიერებული ლოცვები და ღამისთევები დაუდგინეს. უსჯულონი თავს დაესხნენ ფერსათის მთასთან დაბანაკებულ ქართველებს. ღვთის შეწევნით ქართველებმა გაიმარჯვეს. გაბრაზებულმა მურვან-ყრუმ ურიცხვი ლაშქარი შეკრიბა, არაბებმა მოაოხრეს ყველაფერი. გადარჩენილმა მოსახლეობამ…

15.10.2019 | 10:11
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება სვეტიცხოვლობის დღესასწაულზე (14.10.2019)

ჩვენთან არს ღმერთი გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს. ,,დიდ ხარ შენ უფალო და საკვირველ არიან საქმენი შენნი და ვერვინ შემძლებელ არს მადლის მიცემად საკვირველებათა შენთა.” საკვირველია ჩვენი წარსული, ჩვენი აწმყო და უფრო საკვირველი იქნება ჩვენი მომავალი. პიროვნებას აქვს უდიდესი მნიშვნელობა. თქვენ წარმოიდგინეთ წმინდა ნინო რომ არ ყოფილიყო, წმ. მეფე-დედოფალი მირიანი და ნანა არ ყოფილიყო, სიდონია არ…

Τα σημαντικότερα νέα