ORTHODOXIA REAL TIME NEWS FEED:
Select Language
MENU
PERSONAL NEWS ALARM ΕΓΓΡΑΦΗ
14.10.2019 | 16:00
ილია მეორე – ღვთის წყალობა უნდა შევინარჩუნოთ, უნდა დავაფასოთ

საკვირველია ჩვენი წარსული, ჩვენი აწმყო და უფრო საკვირველი იქნება ჩვენი მომავალი, – ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში ქადაგებისას ბრძანა. როგორც პატრიარქმა აღნიშნა, “ახლა წყალობა ღვთისა ნათლად ჩანს და ეს წყალობა ღვთისა უნდა შევინარჩუნოთ, უნდა დავაფასოთ”. „გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს. საკვირველია ჩვენი წარსული, ჩვენი აწმყო და უფრო საკვირველი…

14.10.2019 | 15:57
გიორგი გახარია – სვეტიცხოველი არის ქართული ეკლესიის, მცხეთა კი ქართული ისტორიის სიმბოლო

სვეტიცხოველი არის ქართული ეკლესიის სიმბოლო, მცხეთა კი არის ქართული ისტორიის სიმბოლო, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, სვეტიცხოველში განაცხადა. როგორც პრემიერმა აღნიშნა, მისთვის დიდი პატივია ამბიონიდან მოქალაქებისთვის მიმართვა. „დღეს სრულიად საქართველო ზეიმობს და აღნიშნავს სვეტიცხოვლობას. სვეტიცხოველი არის ქართული ეკლესიის სიმბოლო და მცხეთა არის ქართული ისტორიის სიმბოლო. თითოეულ ქართველს გილოცავთ ამ დღეს. ჩემთვის დიდი პატივია დღეს…

14.10.2019 | 15:53
პრეზიდენტი – მინდა სრულიად საქართველოს მივულოცო სვეტიცხოვლობა – ეს არის ერთ-ერთი ნამდვილად და ჭეშმარიტად ქართული, ქრისტიანული დღესასწაული

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მოსახლეობას სვეტიცხოვლობა მიულოცა. როგორც მან სვეტიცხოველთან განაცხადა, ეს დღესასწაული „ჭეშმარიტად ქართული, ქრისტიანული დღესასწაულია“. „მინდა სრულიად საქართველოს მივულოცო დღევანდელი დღე. ეს არის ერთ-ერთი ნამდვილად და ჭეშმარიტად ქართული, ქრისტიანული დღესასწაული და ეს მინდა მიგილოცოთ ყველას. ამავე დროს ეს არის სრულიად ქრისტიანული დღესასწაული. ასეთი არსად არ არის და ჩვენ გვაქვს ეს ძალიან დიდი მადლი, რომ…

14.10.2019 | 15:41
მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსის განცხადებით, თუ მეუფე პეტრეს შეურაცხყოფა მიაყენეს, შესაძლოა, ეს საკითხი სინოდის სხდომაზე განიხილონ

მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსის, მეუფე მელქისედეკის განცხადებით, თუკი ჭყონდიდის მიტროპოლიტს, მეუფე პეტრეს შეურაცხყოფა მიაყენეს, შესაძლოა, ეს საკითხი სინოდის სხდომაზე განიხილონ. მისივე თქმით, აღნიშნული საკითხი თავად მღვდელმთავარმა უნდა დააყენოს სინოდზე. „ეს განხილვის საგანი იქნება, ყველაფერი შესაძლებელია. ჩვენზე არაა დამოკიდებული. თვითონ მღვდელმთავარმა უნდა დააყენოს ეს საკითხი, თუ მას ვინმემ შეურაცხყოფა მიაყენა“, – განაცხადა ეპისკოპოსმა. შეგახსენებთ, ტელეკომპანია „მთავარი…

14.10.2019 | 15:35
დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე მეუფე პეტრესთან დაპირისპირების დეტალებზე ჟურნალისტებთან არ საუბრობს

დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე ჭყონდიდის მიტროპოლიტ მეუფე პეტრესთან დაპირისპირების დეტალებზე ჟურნალისტებთან არ საუბრობს. კითხვაზე, ხომ არ უკავშირდება მომხდარი უკრაინის ავტოკეფალიის საკითხს, აცხადებს, რომ “ამასთან არ არის დაკავშირებული”. შეგახსენებთ, „მთავარი არხის“ ინფორმაციით, ანდრია ჯაღმაიძემ მეუფე პეტრეს არაკაცი უწოდა. შემთხვევა შაბათს, ფოთის მიტროპოლიტ გრიგოლის დედის დაკრძალვაზე მოხდა.   ipn.ge

14.10.2019 | 15:31
მეუფე გრიგოლის განცხადებით, უკრაინის ავტოკეფალიის თემა სინოდზე განსახილველი საკითხია

სინოდი იმისთვის არსებობს, რომ ყველა მნიშვნელოვანი და აქტუალური საკითხი იქ დავსვათ, – ასე პასუხობს ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი, მეუფე გრიგოლი უკრაინის ავტოკეფალიასთან დაკავშირებულ საკითხს. მისივე თქმით, ამ თემებზე საჯაროდ ვერ ისაუბრებს. „ეს არის სინოდის სასაუბრო“, – აცხადებს მეუფე გრიგოლი. ამასთან, მეუფე გრიგოლს ჟურნალისტებმა კითხვა დაუსვეს მეუფე პეტრესა და დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის დაპირისპირებასთან დაკავშირებითაც, რაზეც მეუფემ…

14.10.2019 | 15:28
მეუფე გრიგოლი – სადაც იმ ადამიანების შეწყალება ხდება, რომელზეც მერე მთელი ქვეყანა დუღს, მგონი, მამა გიორგის შეწყალება პრობლემა არ უნდა ყოფილიყო

სადაც იმ ადამიანების შეწყალება ხდება, რომელზეც მერე მთელი ქვეყანა დუღს, მგონი, მამა გიორგის შეწყალება პრობლემა არ უნდა ყოფილიყო, – ამის შესახებ ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა, მეუფე გრიგოლმა განაცხადა. მისივე თქმით, როგორც თავად მსჯავრდებული დეკანოზი, გიორგი მამალაძე ამბობს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. „პატიმრის მოკითხვა არის ერთ-ერთი სათნოება სხვა სათნოებათა შორის. ჩვენ ვცდილობთ, რომ ეს განვახორციელოთ. როგორც…

14.10.2019 | 15:26
მეუფე მელქისედეკი დეკანოზ გიორგი მამალაძეზე – ყველა მენანება ციხისთვის – სამწუხარო რა არის იცით? რა მოხდა, დღესაც არ ვიცი

მე მარტო დეკანოზ გიორგი მამალაძეს არ ვემხრობი. ზოგადად, ეკლესია არ არის მომხრე, რომ ვინმე ციხეში იყოს, – ამის შესახებ მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსმა, მეუფე მელქისედეკმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მისივე თქმით, მან დღემდე არ იცის, რა მოხდა მამა გიორგი მამალაძესთან დაკავშირებით. „მე მარტო მამალაძეს არ ვემხრობი. ზოგადად, ეკლესია არ არის მომხრე, რომ ვინმე ციხეში იყოს. უფალი…

14.10.2019 | 15:21
გიგი უგულავა – იმედი მაქვს, რომ წმინდა სინოდის მოახლოებასთან ერთად, ჩვენი უფრო მეტი იერარქი ხმამაღლა დააფიქსირებს უკრაინის ავტოკეფალიის აღიარების მოთხოვნას

ჩვენი ეკლესიის ადგილი არაა რუსეთის ეკლესიის კალათაში, ჩვენი ადგილია თავისუფალი მართლმადიდებელი ეკლესიების კალათაში, იქ სადაც ღმერთს და სამშობლოს ისე ემსახურებიან, რომ სხვებს არ ავიწროებენ და შეურაცხყოფენ, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა სოციალურ ქსელში წერს. „უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის აღიარება, პირველ რიგში, პრაგმატულადაა ჩვენი ეკლესიისთვის მომგებიანი. ჩვენთვისვეა უკეთესი, რომ „აღიარების მინიჭების/აღდგენის უფლება” მსოფლიო…

Τα σημαντικότερα νέα