ORTHODOXIA REAL TIME NEWS FEED:
Select Language
MENU
PERSONAL NEWS ALARM ΕΓΓΡΑΦΗ
14.10.2019 | 15:00
მეუფე მელქისედეკი უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის აღიარების საკითხზე რუსეთის ინტერესების გათვალისწინებას მიუღებლად მიიჩნევს

როდემდე და რატომ უნდა გავითვალისწინოთ რუსეთის ინტერესები, – ამის შესახებ მეუფე მელქისედეკმა საბერძნეთის ეკლესიის მიერ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღიარებასთან დაკავშირებით განაცხადა და აღნიშნა, რომ მხარს უჭერს უკრაინის ავტოკეფალიას. ამასთან, მეუფე მელქისედეკის განცხადებით, არ იცის, როდის განიხილავენ ავტოკეფალიის აღიარების საკითხს სინოდის სხდომაზე. „სხვის მაგივრად პასუხს ვერ გაგცემთ. არ ვიცი, ვინ, რატომ შეიძლება, არ უჭერდეს მხარს….

14.10.2019 | 14:57
ილია მეორე – უნდა დავაფასოთ პიროვნება, ხელი შევუწყოთ და თქვენ მიაღწევთ დიდ წარმატებას

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ მოსახლეობას სვეტიცხოვლობის დღესასწაული მიულოცა. ილია მეორემ სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში ქადაგებისას პიროვნების მნიშვნელობაზე ისაუბრა. „საკვირველია ჩვენი წარსული, ჩვენი აწმყო და უფრო საკვირველი იქნება ჩვენი მომავალი. პიროვნებას აქვს უდიდესი მნიშვნელობა. თქვენ წარმოიდგინეთ, წმინდა ნინო რომ არ ყოფილიყო, მირიანი და ნანა არ ყოფილიყო, სიდონია არ ყოფილიყო, ქრისტიანობა არ მიგვეღო მეოთხე…

14.10.2019 | 14:55
გიორგი გახარია – სვეტიცხოველი არის ქართული ეკლესიის სიმბოლო, თავად მცხეთა კი, ქართული ისტორიის

სვეტიცხოველი არის ქართული ეკლესიის სიმბოლო, თავად მცხეთა კი, ქართული ისტორიის, – ამის შესახებ სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა, რომელიც საზეიმო ლიტურგიას დაესწრო. გიორგი გახარიამ სრულიად საქართველოს სვეტიცხოვლობა მიულოცა. „დღეს სრულიად საქართველო ზეიმობს და აღნიშნავს სვეტიცხოვლობას. სვეტიცხოველი არის ქართული ეკლესიის სიმბოლო და თავად მცხეთა არის ქართული ისტორიის სიმბოლო. თითოეულ ქართველს გილოცავთ ამ დღეს….

14.10.2019 | 14:49
სალომე ზურაბიშვილი – სვეტიცხოვლობა ერთ-ერთი ჭეშმარიტად ქართული ქრისტიანული დღესასწაულია

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სრულიად საქართველოს სვეტიცხოვლობას ულოცავს. სალომე ზურაბიშვილი დღესასწაულთან დაკავშირებით მცხეთაში იმყოფება. პრეზიდენტი სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში საზეიმო ლიტურგიას დაესწრო. „მინდა, სრულიად საქართველოს მივულოცო დღევანდელი დღე, სვეტიცხოვლობა. ეს არის ერთ-ერთი ნამდვილად და ჭეშმარიტად ქართული ქრისტიანული დღესასწაული. მინდა, მოგილოცოთ ყველას. ამავე დროს, ეს არის სრულიად ქრისტიანული დღესასწაული. ასეთი არსად არ არის და ჩვენ გვაქვს ეს…

14.10.2019 | 14:44
მეუფე ანანია ჯაფარიძე – ჩვენ ვართ დიპტიხში და დიპტიხის მიხედვით, უკრაინის ავტოკეფალია ჯერ უნდა ცნოს ალექსანდრიამ, ანტიოქიამ… ჩვენი რიგიც ალბათ მოვა

უკრაინის ავტოკეფალიას ჩვენ ყოველთვის ვუჭერთ მხარს, – ამის შესახებ მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტმა, მეუფე ანანია ჯაფარიძემ საბერძნეთის ეკლესიის მიერ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღიარებასთან დაკავშირებით განაცხადა. როგორც მეუფე ამბობს, ავტოკეფალიის მოპოვება არის პროცესი, რომელიც შეიძლება ათეულობით წლები გაგრძელდეს. „ჩვენ ვართ დიპტიხში და დიპტიხის მიხედვით, ჯერ უნდა ცნოს ალექსანდრიამ, ანტიოქიამ და ა.შ. და ჩვენი რიგიც ალბათ…

14.10.2019 | 14:42
დღეს მცხეთობა-სვეტიცხოვლობა აღინიშნება

14 ოქტომბერს მცხეთობა, სვეტიცხოვლობა, იგივე კვართის დღესასწაული ​აღინიშნება. დღესასწაულთან დაკავშირებით 10:00 საათიდან სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში საზეიმო წირვას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე მღვდელმთავრებთან ერთად ჩაატარებს. მცხეთობა-სვეტიცხოვლობის დღესასწაულთან დაკავშირებით, მცხეთის ცენტრალურ მოედანსა და დავით აღმაშენებლის ქუჩაზე დაგეგმილია სხვადასხვა ღონისძიება. 10:00-დან 18:00 საათამდე – გაიმართება სპორტულ-სანახაობითი ღონისძიებები, მოეწყობა საბავშვო გასართობ-შემეცნებითი კუთხე; 11:00-21:00 საათი –…

14.10.2019 | 14:18
საეკლესიო კალენდარი:2019 წლის 14 ოქტომბერი

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 2019 წლის 14 ოქტომბერს მცხეთობა-სვეტიცხოვლობის დღესასწაულს აღნიშნავს და ასევე იხსენიებს: მეფე მირიანსა და დედოფლ ნანას, სიდონიას და აბიათარ მღვდელს, მელქისედეკ I, მოციქულ ანანიას, ღირს რომანოზ ტკბილადმგალობელს, მოწამე დომნინე თესალონიკელს, ღირსმოწამე მიქაელს, ზობიელ იღუმენსა და 36 ღირსმოწამეს,   მცხეთობა, სვეტიცხოვლობა მცხეთობა  დაწესებულია საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ სადიდებლად „კვართისა საუფლოჲსა და სვეტისა ღმრთივბრწყინვალისა და მირონმდინარისა“ და…

14.10.2019 | 13:05
რელიგიის საკითხთა სააგენტო საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასა და მრევლს სვეტიცხოვლობას ულოცავს

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასა და მრევლს სვეტიცხოვლობას ულოცავს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ რელიგიის საკითხთა სააგენტოდან აცნობეს. „დღეს, 14 ოქტომბერს, საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესია „კვართისა საუფლოისა და სვეტისა ღმრთივბრწყინვალისა და მირონმდინარისას” დღესასწაულს, სვეტიცხოვლობას აღნიშნავს. ამ დღეს საქართველოს ყველა ეკლესიაში სადღესასწაულო ღვთისმსახურება აღევლინება და წმ. მეფე მირიანის, დედოფალ ნანას, წმ. სიდონიასა და აბიათარის ხსენება…

14.10.2019 | 10:49
სოფელ რუისის “კვირიკეწმინდას” სახელობის ეკლესიის რეაბილიტაცია

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ნებართვისა და საქართველოს ისტორიულ ძეგლთა დაცვის და გადარჩენის ფონდის დაფინანსებით 2019 წლის აპრილის თვიდან განხორციელდა ქარელის მუნიციპალიტეტის, სოფელ რუისის “კვირიკეწმინდას” სახელობის ეკლესიის რეაბილიტაციასთან დაკავშირებული სამუშაოები. ეკლესია ძალიან დაზიანებულ მდგომარეობაში იმყოფებოდა , კარნიზები და საკედლე წყობები თითქმის ჩამოშლილი ,ხოლო სახურავი კი უვარგის მდომარეობაში იყო. ჩატარდა შემდეგი სამუშაოები: ✔ კამარის ზურგი…

Τα σημαντικότερα νέα