ORTHODOXIA REAL TIME NEWS FEED:
Select Language
MENU
PERSONAL NEWS ALARM ΕΓΓΡΑΦΗ
13.10.2019 | 14:47
საბერძნეთის ეკლესიის წმინდა სინოდმა უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალია აღიარა

საბერძნეთის ეკლესიის წმინდა სინოდმა უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალია აღიარა. შესაბამისი გადაწყვეტილება 12 ოქტომბერს საბერძნეთის ეკლესიის იერარქების რიგგარეშე შეხვედრაზე მიიღეს. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. „სინოდის გადაწყვეტილების შემდეგ, საბერძნეთის მთავარეპისკოპოსი იერონიმოსი ამიერიდან უკრაინელ მთავარეპისკოპოს ეპიფანიოსს რელიგიური მსახურების დროს მოიხსენიებს და იგი მართლმადიდებელი ეკლესიის ოჯახის წევრად ჩაითვლება“, – ნათქვამია განცხადებაში, რომელიც მედიამ გაავრცელა. interpressnews.ge

13.10.2019 | 14:41
რუსეთის საპატრიარქო უკრაინის ავტოკეფალიის შესახებ საბერძნეთის ეკლესიის გადაწყვეტილებას პასუხობს

  რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიია საბერძნეთის მართლმადიდებელ ეკლესიასთან დაკავშირებით გარკვეულ „შედეგებს“ პროგნოზირებს იმის გამო, რომ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალია აღიარა. ამის შესახებ მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო საეკლესიო საქმეთა განყოფილების ხელმძღვანელის მოადგილემ ნიკოლაი ბალაშოვმა განაცხადა. მისი თქმით, რამდენიმე მიტროპოლიტის წინადადების მიუხედავად, რომ თავი შეეკავებინათ ასეთი გადაწყვეტილების მიღებისგან, ელადის ეკლესიის სამღვდელმთავრო საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება უკრაინის ეკლესიის სასარგებლოდ და იმედი…

12.10.2019 | 15:28
ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონში ექვთიმე თაყაიშვილის ცხოვრებისა და მოღვაწეობის ამსახველი გამოფენა გაიხსნა

ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონში ექვთიმე თაყაიშვილის ცხოვრებისა და მოღვაწეობის ამსახველი გამოფენა გაიხსნა. ექსპოზიცია ეროვნული არქივის გენერალურმა დირექტორმა, თეონა იაშვილმა გახსნა, სხვა სტუმრებთან ერთად გამოფენის გახსნას დაესწრნენ ექვთიმე თაყაიშვილის ოჯახის შთამომავლები, მათ შორის იყო 8 წლის ექვთიმე თაყაიშვილი. ეროვნული არქივის ინფორმაციით, ქართველი ისტორიკოსის, არქეოლოგის, პედაგოგის, საზოგადო და პოლიტიკური მოღვაწის, საქართველოს ეროვნული გმირის, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ…

12.10.2019 | 15:04
დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე – იმედი გვაქვს, აღდგომის ტაძარში ასვლა არის პროცესის დასაწყისი და სრულად აღდგება სტატუს-კვო

  საქართველოს საპატრიარქოს პრესცენტრის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე დავით გარეჯის ტერიტორიაზე, კერძოდ აღდგომის ტაძარში იმყოფებოდა. ტაძრიდან გამოსვლის შემდეგ მან ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ დღეს აღდგომის ტაძარში შესვლის შესაძლებლობა მიეცათ. ამასთან, დეკანოზმა ჟურნალისტებთან საუბარში აღნიშნა, რომ ეს არის პროცესის პირველი ეტაპი, რათა ვითარება გამოსწორდეს და აღდგეს სტატუს-კვო. „გუშინდელი განცხადების შემდეგ, რაც ჩვენმა პრემიერმა გააკეთა,…

12.10.2019 | 14:55
ატენში, სიონის ტაძრის სამონასტრო კომპლექსთან ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობა მიმდინარეობს

  საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი გორის მუნიციპალიტეტში, სოფელ ატენში, სიონის ტაძრის სამონასტრო კომპლექსთან ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოებს ახორციელებს. მუნიციპალური განვითარების ფონდის ინფორმაციით, პროექტი ევროპის საინვესტიციო ბანკის დაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება 1.2 მილიონი ლარია. პროექტი ითვალისწინებს საზოგადოებრივი საპირფარეშოებისა და ავტოსადგომის მშენებლობას. ასევე, დაგეგმილია საფეხმავლო ბილიკების მოწყობა. ფონდის ცნობით, სიონის ტაძრის…

12.10.2019 | 14:46
პრემიერის ინფორმაცია, რომ სასულიერო პირებს დავით გარეჯში ყველა მონასტრამდე მისვლა შეეძლებოდათ, ზუსტი არ არის – არქიმანდრიტი კირიონი

  თუ რაიმე შეიცვალა, არის ის, რომ სასულიერო პირს შეუძლია ავიდეს აღდგომის ტაძართან, – ამის შესახებ დავით გარეჯის მამათა მონასტრის არქიმანდრიტმა კირიონმა (ონიანი) “პალიტრანიუსს” განუცხადა. მან დაადასტურა ინფორმაცია, რომ ქართველი სასულიერო პირებისთვის ამ დროისთვის მხოლოდ დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიაზე მდებარე აღდგომის ტაძრამდე მისვლაა შესაძლებელი. მისივე თქმით, ამ მხრივ არ არის ზუსტი პრემიერ-მინისტრის განცხადება, რომ…

12.10.2019 | 14:37
პატრიარქის მხედრობა-ღვთისა და ქვეყნის სამსახურში

  საქართველოში ოდითგანვე ატარებენ ეროვნულ სამოსს, ჩოხას, რაც ქართული სულისა და ცნობიერების სიმბოლოდ აღიქმება. ჩვენ გაგვაჩნია საქართველოს სხვადასხვა კუთხის განსხვავებული და მრავალფეროვანი სამოსი, როგორც მამაკაცებისათვის, ასევე მანდილოსნებისთვის. უკანასკნელ წლებში საქართველოში, სხვადასხვა დროს, ჩამოყალიბდა ე.წ. “ჩოხოსანთა ჯგუფები”. უწმინდესმა და უნეტარესმა, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ აკურთხა ამ ჯგუფების ხელმძღვანელები, შესთავაზა მათ მხარდაჭერა და ურჩია ერთმანეთში მეტი კოორდინირებული…

11.10.2019 | 17:33
დღეიდან ქართული სამღვდელოებისთვის დავით გარეჯის კომპლექსის ფარგლებში არსებული ეკლესიები გაიხსნება

დღეიდან ქართული სამღვდელოებისთვის დავით გარეჯის კომპლექსის ფარგლებში არსებული ეკლესიები გაიხსნება. – შესაბამისი განცხადება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის გუშინდელ სხდომაზე გააკეთა. მისივე თქმით, აზერბაიჯანის პრეზიდენტთან, ილჰამ ალიევთან აბსოლუტურად ღია საუბარი შედგა მიმდინარე პრობლემებზე. „ჩვენ გვერდს ვერ ავუვლიდით ისეთ მნიშვნელოვან საკითხს, როგორიც არის დავით-გარეჯის სამონასტრო კომპლექსი. ყველას მოგვეხსენება, რომ სამწუხაროდ, საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის არის საზღვრის…

11.10.2019 | 17:31
არქიმანდრიტი კირიონი დავით გარეჯზე – ეკლესიებში მხოლოდ ჩვენი ასვლა, სასულიერო პირების გამოყოფა საკუთარი ერისგან, ჩვენთვის მიუღებელია ამ ეტაპზე – ეს არის ჩვეულებრივი საეკლესიო მორალი

ეკლესიებში მხოლოდ ჩვენი ასვლა, სასულიერო პირების გამოყოფა საკუთარი ერისგან, ჩვენთვის მიუღებელია ამ ეტაპზე, ეს არის ჩვეულებრივი საეკლესიო მორალი, – ასე გამოეხმაურა დავით გარეჯის მამათა მონასტრის არქიმანდრიტი კირიონი (ონიანი) პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებას, რომ ხვალიდან ქართული სამღვდელოებისთვის დავით გარეჯის კომპლექსის ფარგლებში არსებული ეკლესიები გაიხსნება. მისი თქმით, გაიხსნება თუ არა ხვალ მონასტრები სასულიერო პირებისთვის, ეს პირდაპირ არ…

Τα σημαντικότερα νέα