ORTHODOXIA REAL TIME NEWS FEED:
Select Language
MENU
PERSONAL NEWS ALARM ΕΓΓΡΑΦΗ
11.10.2019 | 17:24
დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე დავით გარეჯზე – ველოდებით, რომ სტატუს კვო სრულად აღდგება და ეკლესიის მსახურები მრევლთან ერთად შეძლებენ ასვლას ჩვენს წმინდა სალოცავში – რა თქმა უნდა, ეს ტურისტებსაც ეხება

„ველოდებით, რომ სტატუს კვო სრულად აღდგება და ეკლესიის მსახურები მრევლთან ერთად შეძლებენ ასვლას ჩვენს წმინდა სალოცავში, – ამის შესახებ საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა. მან ისაუბრა აზერბაიჯანული მხარის მიერ ქართული სამღვდელოებისთვის დავით გარეჯის კომპლექსის ფარგლებში არსებული ეკლესიების გახსნაზე და აღნიშნა, რომ პროცესი უნდა გაგრძელდეს. „ყველაზე მთავარი არის ის, რომ…

11.10.2019 | 17:20
არქიმანდრიტ კირიონის განცხადებით, პრემიერის მიერ გაჟღერებული ინფორმაცია, რომ სასულიერო პირებს დავით გარეჯში ყველა მონასტრამდე მისვლა შეეძლებოდათ, ზუსტი არ არის

ეკლესიებში მხოლოდ ჩვენი ასვლა, სასულიერო პირების გამოყოფა საკუთარი ერისგან, ჩვენთვის მიუღებელია ამ ეტაპზე, ეს არის ჩვეულებრივი საეკლესიო მორალი, – ასე გამოეხმაურა დავით გარეჯის მამათა მონასტრის არქიმანდრიტი კირიონი (ონიანი) პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებას, რომ ხვალიდან ქართული სამღვდელოებისთვის დავით გარეჯის კომპლექსის ფარგლებში არსებული ეკლესიები გაიხსნება. მისი თქმით, გაიხსნება თუ არა ხვალ მონასტრები სასულიერო პირებისთვის, ეს პირდაპირ არ…

11.10.2019 | 17:18
ქართველი სასულიერო პირებისთვის ამ დროისთვის მხოლოდ დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიაზე მდებარე აღდგომის ტაძრამდე მისვლაა შესაძლებელი

ქართველი სასულიერო პირებისთვის ამ დროისთვის მხოლოდ დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიაზე მდებარე აღდგომის ტაძართან მისვლააშესაძლებელი. რაც შეეხება დანარჩენ ტაძრებს – ჩიჩხიტურს და უდაბნოს მონასტრებს, ამ დროისთვის იქ მისვლა, როგორც სასულიერო პირების, ისე მომლოცველებისთვის კვლავ აკრძალულია. როგორც „ინტერპრესნიუსის“ კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება, დღეს ნებადართულ ტერიტორიაზე ასვლის სურვილი მხოლოდ ერთმა სასულიერო პირმა, მამა პავლემ გამოთქვა. ის აღდგომის ტაძრის…

11.10.2019 | 17:10
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 2019 წლის 11 ოქტომბერს ქუთაისის ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის სასწაულთმოქმედი ხატის დღესასწაულს ზეიმობს და აღნიშნავს ღირს ხარიტონ აღმსარებელის, წინასწარმეტყველ ბარუქის, მოწამეთა: ალექსანდრეს, ალფესის, ზოსიმეს, მარკოზ მწყემსის, ნიკონის, ნეონის, ილიოდორეს და სხვათა ხსენების დღეს

ქუთაისის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატი – პალიასტომისა პალიასტომის ღვთისმშობელი ქართული ხატია, რომელზედაც დედა ღვთისა გამოსახულია ყრმით, ხატი ფერწერულია და შეჭედილია ვერცხლით. იგი შემკულია 123 თვალით და მარგალიტით, აქვს ორი წყვილი ოქროს საყურე.   ლეგენდები ხატის შესახებ ერთ-ერთი გადმოცემის თანახმად თავიდან  ხატი გურიაში,  ციხე-ქალაქ პალიასტომის საკრებულო ტაძარში ყოფილა  დაბრძანებული,  იმ საყდრის მთავარუხუცესს სილიბისტროს სიზმარში ღვთისმშობელი გამოცხადებია  და…

11.10.2019 | 16:58
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი თურქეთის რელიგიურ საქმეთა სამმართველოს უფროსის მოადგილეს შეხვდა

ა.წ. 11 ოქტომბერს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა მღვდელმთავრებთან და სამღვდელოებასთან ერთად თურქეთის რელიგიურ საქმეთა სამმართველოს უფროსის მოადგილე, დოქტორი სელიმ არღუნი, თურქეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, ქ-ნი ფატმან ჯერენ იაზგანი და დელეგაციის სხვა წევრები მიიღო. შეხვედრას ასევე ესწრებოდა საქართველოში რელიგიის სააგენტოს თავმჯდომარე ბ-ნი ზაზა ვაშაყმაძე. ქართული მხარის მიერ გამოიხატა მადლიერება ტაო-კლარჯეთში მდებარე ქართული ტაძრების აღდგენის გამო…

10.10.2019 | 16:16
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 2019 წლის 10 ოქტომბერს მოწამე კალისტრატეს და მისთან წამებულთა, მოციქულთა: მარკოზის, არისტარქეს და ზინას, 70-თაგანთა, ასევე მოწამე ეპიქარიას და ღირსი ეგნატეს ხსენების დღეს აღნიშნავს.

მოწამე კალისტრატე წმიდა მოწამე კალისტრატე ქალაქ კართაგენში დაიბადა. მისი პაპა, ნეოსკორე იმპერატორ ტიბერიუსის (14-37) დროს იუდეის პროკურატორ პონტიუს პილატეს დაქვემდებარებულ მხედართა რაზმში მსახურობდა. წმიდანის მამა ქრისტიანობას აღიარებდა და შვილიც სარწმუნოებითა და ღვთისმოშიშებით აღზარდა. პაპასა და მამასავით კალისტრატეც მხედარი იყო და თანამებრძოლებს შორის ზნეკეთილობითა და თავმდაბლობით გამოირჩეოდა. ღამით, როცა ყველას ეძინა, ის ჩვეულებრივ, ლოცვად დგებოდა. მალე…

10.10.2019 | 14:48
გიორგი გახარია – ხვალიდან ქართული სამღვდელოებისთვის დავით გარეჯის კომპლექსის ფარგლებში არსებული ეკლესიები გაიხსნება

ხვალიდან ქართული სამღვდელოებისთვის დავით გარეჯის კომპლექსის ფარგლებში არსებული ეკლესიები გაიხსნება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისივე თქმით, აზერბაიჯანის პრეზიდენტთან, ილჰამ ალიევთან აბსოლუტურად ღია საუბარი შედგა მიმდინარე პრობლემებზე. „ჩვენ გვერდს ვერ ავუვლიდით ისეთ მნიშვნელოვან საკითხს, როგორიც არის დავით-გარეჯის სამონასტრო კომპლექსი. ყველას მოგვეხსენება, რომ სამწუხაროდ, საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის არის საზღვრის მონაკვეთები,…

10.10.2019 | 14:37
დავით ზალკალიანი – ის, რომ ხვალიდან სამღვდელოებისთვის დავით გარეჯის კომპლექსის ფარგლებში არსებული ეკლესიები გაიხსნება, სწორედ გიორგი გახარიას და ილჰამ ალიევის შეხვედრის შედეგია

საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკებს შორის სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის კომისიის მომდევნო სხდომა, სავარაუდოდ, საქართველოში ჩატარდება, – ამის შესახებ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა განაცხადა. მინისტრის ინფორმაციით, აზერბაიჯანული მხრიდან მზაობა აღნიშნულ საკითხზე უკვე დაფიქსირდა. „გრძელდება მუშაობა სადელიმიტაციო კომისიის ფარგლებში. კარგადაა ცნობილი, რომ ამ პერიოდის განმავლობაში ჩატარდა ექსპერტების შეხვედრა, იყვნენ ადგილზეც, შეისწავლეს…

09.10.2019 | 17:44
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ამ დღეს ზეიმობს დღესასწაულს ივერიის ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის ხატისა, ასევე აღინიშნება მიცვალება წმიდისა და ყოვლადქებულისა მოციქულისა და მახარებელისა იოანე ღმრთისმეტყველისა

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ამ დღეს ზეიმობს დღესასწაულს ივერიის ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის ხატისა, ასევე აღინიშნება მიცვალება წმიდისა და ყოვლადქებულისა მოციქულისა და მახარებელისა იოანე ღმრთისმეტყველისა.   დღესასწაული ივერიის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატისა, რომელიც ჩამოსვენდა საქართველოში ათონის ივერთა მონასტრიდან 1989 წლის 26 სექტემბერს ათონის ივერთა მონასტრიდან თბილისში ჩამოასვენეს ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის, პორტაიტისას ასლი, რომელიც წმინდა მთის ბერებმა შეასრულეს საქართველოს…

Τα σημαντικότερα νέα