ORTHODOXIA REAL TIME NEWS FEED:
Select Language
MENU
PERSONAL NEWS ALARM ΕΓΓΡΑΦΗ
09.10.2019 | 17:39
სიონის ივერიის ღმრთისმშობლის ხატი

ივერიის მიწაზე სტუმრად მყოფი ათონელი ბერებისთვის საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორეს თხოვნით მიუმართავს, რათა საქარველოსთვის გადაეღოთ ასლი კარიბჭის ხატიდან. ორიოდ წელიწადში ბერძენმა მამებმა დაასრულეს ასლის შექმნა. ასლის გადაღების შემდეგ, ხატი ორმოცი დღის განმავლობაში მიდებული ჰქონდათ თავადპირველ ხატთან, რათა მისგან მიეღო მადლი და ნიჭი. ხატის კურთხევა შესრულდა ივერიის ღმრთისმშობლის ტაძარში: დედა ხატი აკურთხევდა თავის ასლს და უხილავად…

09.10.2019 | 17:34
ილია მეორე კავკასიის მუსლიმთა სამმართველოს ხელმძღვანელს – სრულიად გაუგებარია აზერბაიჯანული მხარის დაჩემება, რომელმაც 2019 წლიდან, ფაქტობრივად, ჩამოგვართვა მონასტრები ჩიჩხიტური და უდაბნო

საქართველოს საპატრიარქო დავით გარეჯთან დაკავშირებით კავკასიის მუსლიმთა სამმართველოს ხელმძღვანელისადმი შეიხ-ულ-ისლამ ალაჰ შუქურ ფაშა-ზადეს მიმართ სრულიად საქართველოს კათალიკოს პატრიარქის, ილია მეორის წერილს აქვეყნებს: „თქვენო აღმატებულებავ, მოგესალმებით ძმური სიყვარულით და აუცილებლად მივიჩნევთ თქვენი ყურადღების მიპყრობას საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სამონასტრო კომპლექს დავით გარეჯისადმი; კერძოდ, იმ პრობლემასთან დაკაშირებით, რომლებიც შეიქმნა ამ ტერიტორიაზე აზერბაიჯანელი მესაზღვრეების ცნობილი მოქმედებების შედეგად. საქმე ეხება…

09.10.2019 | 17:32
საპატრიარქო დავით გარეჯთან დაკავშირებით გიორგი გახარიასადმი ილია მეორის წერილს აქვეყნებს

საქართველოს საპატრიარქო დავით გარეჯთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასადმი საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ილია მეორის წერილს აქვეყნებს. „მოგესალმებით პატივისცემით და მოგმართავთ ჩვენი აზრით მეტად მნიშვნელოვანი საკითხის გამო. საქმე ეხება ორ მნიშვნელოვან მონასტერს- უდაბნოს და ჩიჩხიტურს . იურიდიულად და კარტოგრაფიულად ყველაფერი ნათელია. საქართველოს ხელისუფლებას აზერბაიჯანის მხარესთან 1938 წლის 5-7 მარტს და 1996 წლის 13 ივნისს ორმხრივად მიღწეული აქვს…

09.10.2019 | 17:23
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ,,ქართულ-აფხაზური საგას” წევრებს უმასპინძლა

ა.წ. 8 ოქტომბერს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა პროექტ ,,ქართულ-აფხაზური საგას” წევრებს უმასპინძლა. შეხვედრაზე საუბარი შეეხო ქართულ-აფხაზურ ურთიერთობებში სახალხო დიპლომატიის მნიშვნელობას. ,,ქართულ-აფხაზური საგა” მიზნად ისახავს აფხაზეთში მოღვაწე ექიმებისთვის კვალიფიკაციის ამაღლებას და სამედიცინო ინვენტარით უნზრუნველყოფას. ,,აფხაზებს უნდა ახსოვდეთ – ბრძანა მისმა უწმინდესობამ,- რომ, აფხაზეთი და აფხაზები ჩვენს გულშია, გულით ატარებს ქართველი ადამიანი აფხაზეთს. მტერი ცდილობს ჩვენს გაყოფას, მაგრამ…

08.10.2019 | 13:15
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი გერმანიის პრეზიდენტს შეხვდა

  ა.წ. 7 ოქტომბერს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა საქართველოს ეკლესიის მღვდელმთავრებთან და სასულიერო პირებთან ერთად გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პრეზიდენტი ბ-ნ ფრანკ ვალტერ შტაინმაიერი, მისი მეუღლე და დელეგაციის სხვა წევრები მიიღო. მისმა უწმინდესობამ პრეზიდენტს სტუმრობისთვის და საქართველოს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა: თქვენი ვიზიტი მეტად მნიშვნელოვანია; მოგეხსენებათ, პრობლემები ბევრია მთელს მსოფლიოში და მათ შორის საქართველოში. მიგვაჩნია, რომ…

08.10.2019 | 13:07
რუსთავში შშმ პირთა ცეკვისა და სიმღერის საერთაშორისო კონკურსი ჩატარდა

  ა.წ. 6 ოქტომბერს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევით რუსთავის პროფესიულ-დრამატულ თეატრში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა სიმღერისა და ცეკვის საერთაშორისო ფესტივალის – „ივერია ბრილიანტი“ გალა კონცერტი გაიმართა. ფესტივალის დასკვნით ღონისძიებაში, გერმანიის, უკრაინის, ისრაელის, სომხეთის, აზერბაიჯანის, თურქეთის, პოლონეთისა და საქართველოს50-ზე მეტი წარმომადგენელი მონაწილეობდა. საუკეთესო კონკურსანტები ჟიურიმ შეაფასა და გამარჯვებულებს სპეციალურ დიპლომებთან ერთად საჩუქრები გადაეცათ. ღონისძიებას ესწრებოდნენ რუსთავის…

07.10.2019 | 14:34
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება (06.10.2019)

  ჩვენთან არს ღმერთი ღმერთმა დაგლოცოთ, ღმერთმა დალოცოს სრულიად საქართველო. ჩვენ ვცხოვრობთ ძალიან რთულ დროს. ბოროტი სული საშინლად ებრძვის ადამიანს და თქვენ უნდა ფრთხილად იყოთ. ყოველდღე, საღამოს, უნდა ასხუროთ ნაკურთხი წყალი თქვენს ოთახებს, თქვენს ეზო-კარს და ძილის წინ აუცილებლად წაიკითხოთ ლოცვები. ხშირი შემთხვევაა, როცა ახალგაზრდები იკლავენ თავს და იღუპება ადამიანის სული. ეს ყველაფერი ბოროტი სულის…

06.10.2019 | 13:03
ილია მეორე – არავითარ შემთხვევაში, წყევლა არ უნდა წამოგცდეთ შვილის ან ადამიანისადმი – ვინც იწყევლება, თავის თავსაც წყევლის და თავის ოჯახსაც

არავითარ შემთხვევაში, წყევლა არ უნდა წამოგცდეთ შვილის ან ადამიანისადმი. ვინც იწყევლება, თავის თავსაც წყევლის და თავის ოჯახსაც, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში ქადაგებისას ბრძანა. ილია მეორემ ქადაგებისას ადამიანთა ცხოვრების მიზანზე ისაუბრა. “ჩვენ უნდა ვიფიქროთ, რით წარვდგებით წინაშე ღმრთისა. ყველაზე დიდი ძალა, რომელიც თქვენ დაგეხმარებათ, ჩვენ დაგვეხმარება,…

06.10.2019 | 12:50
ილია მეორე – ძალიან ხშირია შემთხვევა, როცა ჩვენი ახალგაზრდები თავს იკლავენ, ეს ყველაფერი ბოროტი სულის გავლენაა

ძალიან ხშირია შემთხვევა, როცა ჩვენი ახალგაზრდები თავს იკლავენ. ეს ყველაფერი ბოროტი სულის გავლენაა, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში ქადაგებისას ბრძანა. ამასთან, ილია მეორემ მრევლს კარ-მიდამოს კურთხევისკენ მოუწოდა. “ჩვენ ვცხოვრობთ ძალიან რთულ დროს. ბოროტი სული საშინლად ებრძვის ადამიანს და ამიტომ თქვენ უნდა ფრთხილად იყოთ. ყოველ დღე, საღამოს…

Τα σημαντικότερα νέα