ORTHODOXIA REAL TIME NEWS FEED:
Select Language
MENU
PERSONAL NEWS ALARM ΕΓΓΡΑΦΗ
30.09.2019 | 16:16
წმინდა ეკატერინეს მონასტერი სინაის მთაზე

სინის მთა (სინას ან სინაის მთა) ქართველთა უშორესი სამოღვაწეო პუნქტია ახლო აღმოსავლეთში. იგი აღმართულია არაბეთის ნკ–ს დასავლეთით სინის ნკ–ს სამხ სექტორში, ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკაში, იქვეა სხვა მთებიც ეპისტიმიასი, ზერბალისა, ეკატერინესი და სხვა. აი ამ მთიანეთში სინისა და ეპისტიმიის მთებს შუა პლატოზე, უფრო ზუსტად სინის მთის კალთაზე 1528 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს ეკატერინეს მონასტერი, რომელმაც მრავალი მოღვაწე…

29.09.2019 | 14:10
წმინდა მოწამე ლუდმილა, ჩეხეთის მთავარი (+927)–ხსენება 16 (29) სექტემბერს.

წმინდა მოწამე ლუდმილა წარმოშობით სერბი იყო. ის ცოლად გააყოლეს ჩეხეთის მთავარ ბორევოის. მაშინ ჩეხები ჯერ კიდევ წარმართები იყვნენ. ბორევოიმ და ლუდმილამ იწამეს ქრისტე. ისინი მონათლა მორავიელმა ეპისკოპოსმა, სლავთა განმანათლებელმა მეთოდემ (ხს. 6 აპრილს და 11 მაისს). გაქრისტიანების შემდეგ ისინი დაუცხრომლად იღვწოდნენ თავისი ერის განსანათლებლად, მათ უამრავი ტაძარი ააშენეს და მღვდლები აკურთხეს. ცოლ-ქმარს სამი ვაჟი და…

29.09.2019 | 14:01
წმინდა მოწამე მელიტინა (+138-161)-ხსენება 16 (29) სექტემბერს.

წმინდა მოწამე მელიტინა იმპერატორ ანტონინუს პიუსის (138-161) მეფობის დროს თრაკიის ქალაქ მარკიანოპოლში ცხოვრობდა, მაშინ როცა მმართველი გახლდათ ვინმე ანტიოქე. წმინდა მელიტინამ მრავალი სასწაული მოახდინა: თავისი ლოცვით შემუსრა აპოლონისა და ჰერკულესის კერპები. მისმა მხურვალე ქადაგებამ მრავალი წარმართი მოაქცია ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე, მათ შორის ქალაქ მარკიანოპოლის განმგებლის ანტიოქეს მეუღლეც. როცა ანტიოქემ ამის შესახებ შეიტყო, მისი ბრძანებით წმინდა მელიტინას…

29.09.2019 | 13:57
გაზეთი “დროება” (1884წ. N118) ალავერდის შესახებ გვამცნობს:

-კახეთის მთის კალთის ველზედ, ალაზნის დასავლის მხარეს, არის დიდშენი, ზღუდე-პალატებიანი და გუმბათიანი ეკლესის, რომელსაც ჰქვიან ალავერდი. ამან მიიღო სახელი ალავერდის გამო, რადგანაც არის ალონ-გვერდს, მხოლოდ მურვან-ყრუს შემდეგ ამას უწოდეს “ალავერდი”, რაიცა ნიშნავს ღმერთმა მომცა. ეს ეკლესია აღაშენა წმინდა იოსებმან, რომელიც იყო ათცამეტ მამათაგანი და ჰყო პირველად წმიდა გიორგის მონასტრად… მამა იოსები, შემდეგ წოდებული ალავერდელად, ამავე…

29.09.2019 | 13:47
დიდმოწამე ეფემია ყოვლადქებულის ცხოვრება და მარტვილობა (+304 წელი) -ხსენება 16 (29) სექტემბერს.

უსჯულო დიოკლეტიანეს ზეობისას ქალაქ ქალკედონს, რომის იმპერიის ერთ-ერთი პროვინციის, ბითინიის უმთავრეს ქალაქს, პროკონსული (იმპერატორის ნაცვალი) პრისკე მართავდა, რომელმაც წარმართული ღვთაების, არესის დღესასწაულის მოწყობა განიზრახა. ქალკედონში იყო ამ კერპის სახელობის ტაძარი, რომელშიც მისივე ქანდაკი დაედგათ. კონსულმა მიმდებარე სოფლებსა და ქალაქებში ხალხი აფრინა, რომ მოსახლეობისათვის იმპერატორის სახელით დღესასწაულზე დასასწრებად მოეწოდებინათ და მდგომარეობისა და შეძლებიდან გამომდინარე, არესისათვის მსხვერპლის…

29.09.2019 | 13:16
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 2019 წლის 29 სექტემბერს ისააკ და იოსებ ქართველთა, კარნუ ქალაქში წამებულთა, დიდმოწამე ეფემია ყოვლადქებულის, მოწამეთა სებასტიანას, მელიტინას, ღირსი დოროთესი, მეგვიპტელი მეუდაბნოის, და მოწამე ლუდმილას, ჩეხეთის დედოფლის ხსენების დღეს აღნიშნავს.

წმიდა მოწამენი ქართველნი ისააკი და იოსები, კარნუ-ქალაქში წამებულნი წმიდა მოწამენი ისააკი და იოსები დედით მართლმორწმუნენი იყვნენ, მამა კი მაჰმადის სჯულის მიმდევარი ჰყავდათ. დედა შვილებს ფარულად ქრისტეს მცნებებით ზრდიდა. იმდენად დიდი იყო ძმებში ქრისტიანულად ცხოვრების სურვილი, რომ მათ ბიზანტიაში წასვლა და იქ ცხოვრება გადაწყვიტეს. ამ დროს ბიზანტიას კეთილსმსახური მეფე ნიკიფორე ფოკა (802-811) განაგებდა. ძმებმა ფარულად წერილი მისწერეს…

28.09.2019 | 17:41
საეკლესიო კალენდარი: 2019 წლის 28 სექტემბერი

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 2019 წლის 28 სექტემბერს ღირსი ამბა იოსებ ალავერდელის, დიდმოწამისა ნიკიტას, მოწამეთა: მაქსიმეს, თეოდოტეს და ასკლიადის, პორფირიოსის,, ღირსი ფილოთეოსის, მცირე აზიელი ხუცისა ხსენების დღეს აღნიშნავს. ამ დღეს ასევე აღინიშნება აღმოყვანება ნაწილთა აკაკი აღმსარებელისა, მელიტინელი ეპისკოპოსისა.   ღირსი აბბა იოსებ ალავერდელი, ათცამეტ სირიელ მამათაგანი წმიდა მამა იოსებ ალავერდელი იყო მოწაფე წმიდა იოანე ზედაზნელისა რომელიც…

27.09.2019 | 17:09
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება ჯვართამაღლების დღესასწაულზე

ჩვენთან არს ღმერთი! დღეს დღესასწაულიც არის და მწუხარების დღეც. მე შევთხოვ უფალს, რომ უფალმა ძალი ერსა თვისსა მოსცეს, უფალმან აკურთხოს ერი თვისი მშვიდობით. ჯვარი უფლისა ეს არის ძალა ღვთისა. ყოველი ადამიანი, ყოველი ერი არის მტვირთველი ჯვრისა. გისურვებთ, რომ ჩვენ ყველამ ჯვარი ბოლომდე მივიტანოთ და ჯვარი იყოს მფარველი ჩვენი. ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ ჯვრის ტვირთვა გოლგოთაზე…

27.09.2019 | 15:42
ილია მეორე – ღვთის მადლით, ჩვენ შევხვდებით აფხაზეთში

ჯვართამაღლების დღესასწაულთან დაკავშირებით, სამების საკათედრო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ მღვდელმსახურებთან ერთად წირვა აღავლინა. ღვთისმსახურების დასრულების შემდეგ, პატრიარქმა მრევლს ტრადიციული ქადაგებით მიმართა. „მე შევთხოვ უფალს, რომ უფალმა ძალი ერსა თვისსა მისცეს. უფალმა აკურთხოს ერი თვისი. ჯვარი უფლისა – ეს არის ძალა ღვთისა. ყოველი ადამიანი, ყოველი ერი არის მტვირთველი ჯვარისა. გისურვებთ, რომ ჯვარი ბოლომდე მივიტანოთ….

Τα σημαντικότερα νέα