ORTHODOXIA REAL TIME NEWS FEED:
Select Language
MENU
PERSONAL NEWS ALARM ΕΓΓΡΑΦΗ
21.09.2019 | 15:42
როგორ მოხვდა ღვთისმშობლის კვართი, ეს უდიდესი სიწმინდე საქართველოში?

კიდობანში ინახებოდა ძვირფასი სიწმინდე-ღვთისმშობლის პერანგი, რომლისგანაც მრავალი სასწაული და კურნება აღესრულებოდა – ამგვარი გადმოცემა არსებობს: ბიზანტიის იმპერატორის ძმები, ცნობილი საეკლესიო იერარქები-გალვიუსი და კანდიდი წმინდა ადგილების მოსალოცად პალესტინაში გაემგზავრნენ. ისინი ღამის გასათევად სოფელ ნაზარეთში, ერთ მოხუც ქალთან შეცერდნენ. სტუმრების ყურადღება ანთებულმა სანთელმა და საკმევლის სურნელმა მიიპყრო. ებრაელმა ქალმა მათ გაუმხილა, რომ მასთან კიდობანში ინახებოდა ძვირფასი სიწმინდე-ღვთისმშობლის…

21.09.2019 | 15:38
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 2019 წლის 21 სექტემბერს ყოვლადწმიდა ქალწულ მარიამის შობას დღესასწაულობს. საეკლესიო კალენდარში ეს თარიღი ასევე არის წმიდა აღმსარებლების იოანე და გიორგი-იოანეს ხსენების დღეც

შობა ყოვლადწმიდა ქალწულ მარიამისა შობა ყოვლადწმიდისა დედუფლისა ჩვენისა ღვთისმშობელისა მარიამისა., როგორც მართლმადიდებელი ეკლესიის დღესასწაული, ჯერ კიდევ IV საუკუნეში დადგინდა.  ამ დღეს ტაძრებში საგანგებო საგალობლებს აღავლენენ – ადიდებენ ყოვლადწმიდა ქალწულს, ვითარცა კიბეს, რომელამც ცა და დედამიწა შეაერთა, როცა ხორციელად შვა უფალი, და ვითარცა „მაყვალს შეუწველს“, რადგან დაიტია ღმერთი და არ დაიწვა. ქრისტიანულ ლიტერატურაში არსებობს იაკობის აპოკრიფული…

21.09.2019 | 15:33
პატრიარქი – შემთხვევით არაფერი ხდება, არ არის შემთხვევითი, რომ საქართველო წილხვედრია ღვთისმშობლისა, შეგეწიოთ ღვთისმშობელი

ყოველ მარიამს და მთელ საქართველოს ვულოცავთ ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის დაბადების დღეს. ეს არის უდიდესი დღესასწაული, ეს არის დიდებული დღე, საქართველო წილხვედრია ყოვლაწმიდისა ღვთისმშობლისა, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ სიონის ტაძარში ქადაგებისას განაცხადა, სადაც ღვთისმშობლის შობის დღესასწაულთან დაკავშირებით ღვთისმსახურება აღევლინა. წირვას პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე და დეპუტატებიც დაესწრნენ. „ჩვენ ბედნიერი ვართ, რომ დღევანდელ წირვას…

21.09.2019 | 15:19
საქართველოს საპატრიარქოში აცხადებენ, რომ რუსეთის პატრიარქის მიერ აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტისთვის „არჩევნებში“ გამარჯვების მილოცვა სეპარატიზმის წახალისებად აღიქმება

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური კომენტარს აკეთებს გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომ რუსეთის ეკლესიის მეთაურმა, კირილმა აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტ რაულ ხაჯიმბას „არჩევნებში“ გამარჯვება მიულოცა. როგორც საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური აცხადებს, რომ რუსეთის პატრიარქის, კირილეს ქმედება გაუგებარია და აღიქმება სეპარატიზმის წახალისებად, რაც ქართველებსა და აფხაზებს შორის მშვიდობიანი ურთიერთობისაკენ სწრაფვის შემაფერხებელია. „მართალია, მოსკოვის საპატრიარქოს ოფიციალურ გვერდზე არ იძებნება აფხაზეთის…

21.09.2019 | 15:17
ღვთისმშობლის შობის დღესასწაულთან დაკავშირებით ტაძრებში საზეიმო ლიტურგია მიმდინარეობს

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ღვთისმშობლის შობის დღესასწაულს აღნიშნავს. საზეიმო ლიტურგია ყველა მოქმედ ტაძარში მიმდინარეობს. სრულიად საქართველოს-კათოლიკოს პატრიარქი ილია მეორე, მოსაყდრესთან ერთად, ღვთისმსახურებას სიონის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარში აღავლენს. ლიტურგიის დასრულების შემდეგ ილია მეორე მრევლს ქადაგებით მიმართავს. ღვთისმშობლის შობა ერთ-ერთია 12 საუფლო დღესასწაულს შორის. საეკლესიო გადმოცემით, ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი გალილეის ქალაქ ნაზარეთში დაიბადა. მამა, მართალი იოაკიმე, დავით მეფის…

20.09.2019 | 15:14
ბედიის მონასტერი – საქართველოს პრეზიდენტი საკითხს იუნესკოს გენერალურ მდივანთან შეხვედრაზე დააყენებს

ბედიის მონასტრის გადარჩენაში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ჩაერთო. უნიკალური მონასტრის მდგომარეობაზე სალომე ზურაბიშვილმა იუნესკოს გენერალურ მდივანსაც მიმართა. “კურიერმა” რამდენიმე დღის წინ მოიპოვა ვიდეოკადრები, რომელშიც ბედიის სამონასტრო კომპლექსში არსებული უმძიმესი ვითარება ჩანს. ფრესკები დაზიანებულია, ხოლო წირვა-ლოცვა რუსულ ენაზე აღევლინება. ძეგლთა დაცვის სააგენტოში აცხადებენ, რომ საქართველოს პრეზიდენტი მონასტრის საკითხს იუნესკოს გენერალურ მდივანთან შეხვედრაზე ნოემბერში დააყენებს. ,,ძეგლი მძიმე…

20.09.2019 | 15:09
ინგუშებმა ქართულ დიასპორას ეკლესიის ასაშენებლად მიწები აჩუქეს – რუსლან აუშევის გულისამაჩუყებელი პოსტი

რუსლან აუშევი, ინგუშეთის ყოფილი პრეზიდენტი, ფეისბუქის საკუთარ გვერდზე, ქართველი და ინგუში ხალხის მეგობრობის უპრეცედენტო მაგალითს აქვეყნებს. როგორც ბატონი რუსლანი წერს – ინგუშების რამდენიმე ოჯახმა დონის როსტოვში მშენებარე ქართულ ეკლესიას საკუთარი მიწის ნაკვეთები უსასყიდლოდ გადასცა. გთვაზობთ აუშევის პოსტს სრულად: „ქალაქ დონის როსტოვში ქართველების დიდი დიასპორა ცხოვრობს, რომელთა რაოდენობა ათეულ ათასს აღწევს (ღმერთმა ქნას მილიონამდე გამრავლდნენ). როსტოველი…

20.09.2019 | 14:49
საქართველოს მართმადიდებელი ეკლესია 2019 წლის 20 სექტემბერს მოწამე სოზონტის, მოციქულთა ებოდისა და ონისიფორეს, 70-თაგანთა; ასევე მოწამე ევფსიქის და ღირსი ლუკას ხსენების დღეს აღნიშნავს.

წმიდა მოწამე სოზონტი წმიდა მოწამე სოზონტი ლიკაონიელი მწყემსი იყო. იგი გულმოდგინედ კითხულობდა წმიდა წერილს, შემდეგ კი შეძენილ ცოდნას შემოკრებილ მეცხვარეებს უზიარებდა. ერთხელ, ღამით, მუხის ძირას მჯდომ სოზონტს უფალმა სასწაულებრივი გამოცხადებით მოწამეობრივი ღვაწლისკენ მოუწოდა. ქრისტეს ტარიგი კილიკიის ქალაქ პომპეოპოლში გაემგზავრა, სადაც იმჟამად წარმართული კერპის დღესასწაულისთვის ემზადებოდნენ, საკერპოში შეიპარა, ცრუღვთაების ოქროს ქანდაკს ხელი მოჰკვეთა, დაანაწევრა და გლახაკებს…

20.09.2019 | 11:38
მიტროპოლიტი იეროთეოსი (ვლახოსი) თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში არსებული მდგომარეობის შესახებ

ნავპაკტოსისა და წმინდა ვლასის მიტროპოლიტმა იეროთეოსმა (ვლახოსი) მადლიერება გამოხატა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის ილია II-ის მიმართ. სწორედ საქართველოს ეკლესიის საჭეთმპყრობლის ოფიციალური მოწვევით ჩამობრძანდა იგი ქვეყანაში. მისმა მაღალყოვლადუსამღვდელოესობამ აღნიშნა, რომ საქართველოში უკვე მესამედ იმყოფება. მიტროპოლიტმა იეროთეოსმა შემდეგნაირად შეაფასა თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში არსებული მდგომარეობა: „დღევანდელმა ლექციამ, როგორც მივხვდი, დიდი…

Τα σημαντικότερα νέα