ORTHODOXIA REAL TIME NEWS FEED:
Select Language
MENU
PERSONAL NEWS ALARM ΕΓΓΡΑΦΗ
17.09.2019 | 15:27
ივერიის ღვთისმშობლის ხატი მოზდოკში

მოზდოკის ივერიის ღვთისმშობლის ხატი წმიდა მეფე თამარს ეკუთვნოდა და ცნობილია, როგორც კავკასიელ მთიელებს შორის ქრისტიანობის გამავრცელებელი. ჩერქეზთა გარკვეული ნაწილი მართლმადიდებლურ რჯულზე რომ მოექცა, ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ეს წმიდა ხატი მეფე თამარმა მაშინ გაუგზავნა ჩერქეზებს. თამარ მეფის დროიდან 1768 წლამდე ხატი მთებში ინახებოდა და გაითქვა სახელი სასწაულებით. ორჯერ, ტაძარში გაჩენილი ხანძრისას, ხატი უვნებლად გადარჩა. 1768 წელს დედოფალ…

17.09.2019 | 15:23
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს შეხვდა

  ა.წ. 17 სექტემბერს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მოსაყდრე მეუფე შიო (მუჯირი) და საქართველოს საპატრიარქოს თანამშრომლები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრ, ქ-ნ ეკატერინე ტიკარაძეს და მის თანმხლებ პირებს შეხვდნენ. შეხვედრაზე განხილულ იქნა ის პრობლემური თემები, რაც საქართველოს საპატრიარქოსა და ჯანდაცვის სამინისტროს ერთობლივი მზრუნველობის საგანს წარმოადგენს. მისმა უწმინდესობამ დალოცა მინისტრი და წარმატებული…

16.09.2019 | 19:00
ევროპარლამენტის ინტერკულტურული და რელიგიური დიალოგის დეპარტამენტის ხელმძღვანელის ვიზიტი საქართველოს საპატრიარქოში

ა.წ. 12 სექტემბერს საქართველოს საპატრიარქოში შედგა შეხვედრა ევროპარლამენტის ინტერკულტურული და რელიგიური დიალოგის დეპარტამენტის ხელმძღვანელთან, ბ-ნ რომან სტრასერთან. შეხვედრაზე საუბარი შეეხო რელიგიათა და კულტურათაშორის დიალოგის მნიშვნელობას. მხარეთა მიერ გამოითქვა მზაობა სამომავლო თანამშრომლობისათვის.   patriarchate.ge

16.09.2019 | 18:57
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას შეხვდა

ა.წ. 15 სექტემბერს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა პრემიერ-მინისტრი, ბ-ნი გიორგი გახარია მიიღო. შეხვედრას მღვდელმთავრები და სამღვდელოებაც ესწრებოდნენ. მისმა უწმინდესობამ ბ-ნ გიორგი გახარიას მიულოცა მთავრობის მეთაურის თანამდებობის დაკავება, დალოცა და ჩვენს რთულ დროში წარმატებული მოღვაწეობა უსურვა.     patriarchate.ge

16.09.2019 | 18:52
სასწავლო წლის დასაწყისი თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში

2019 წლის 16 სექტემბერს, ორშაბათს, თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში სასწავლო წელი დაიწყო. ამასთან დაკავშირებით სიონის საკათედრო ტაძარში სავედრებელი პარაკლისი აღავლინა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი). თანამლოცველები იყვნენ რუსთველი მიტროპოლიტი იოანე (გამრეკელი) და წალკელი ეპისკოპოსი გრიგოლი (კაცია), აგრეთვე – თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორი, პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე, სასწავლებელში მოღვაწე…

16.09.2019 | 18:45
საეკლესიო კალენდარი:2019 წლის 16 სექტემბერი

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 2019 წლის 16 სექტემბერს მღვდელმოწამე ანთიმოზის, ნიკომიდიელი ეპისკოპოსის, და მისთანა მოწამეთა, ღირსი თეოქტისტეს, ღირსი ექვთიმე დიდის თანამმარხველის, წმიდისა თებე დიაკონისას, მოწამისა ბასილისა ნიკომიდიელის, მღვდელმოწამე არისტიონის, ალექსანდრიელი ეპისკოპოსის და იოანიკესი, სერბელი პატრიარქის ხსენების დღეს აღნიშნავს.   მღვდელმოწამე ანთიმოზი, ნიკომიდიელი ეპისკოპოსი და მასთან სხვა მოწამეები მღვდელმოწამე ანთიმოზი, ნიკომიდიელი ეპისკოპოსი და მასთან სხვა მოწამეები: თეოფილე…

16.09.2019 | 13:33
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო – ბედიის მონასტერში არსებული ვითარება კრიტიკული ნიშნულის ქვედა ზღვარზეა

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ოკუპირებულ აფხაზეთში, ბედიის მონასტერში არსებული ვითარება კრიტიკული ნიშნულის ქვედა ზღვარზეა. როგორც სააგენტოში „ინტერპრესნიუსს“ განუცხადეს, მონასტერში ფრესკების ნაწილი დაზიანებული ან ჩამოხსნილია, დარჩენილ ნაწილს კი საფრთხე ემუქრება. მათივე ინფორმაციით, ბედიის მონასტერში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით, სააგენტო იუნესკოსთვის ინფორმაციის მიწოდებას აპირებს და საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან დახმარებას ითხოვს. „ ვიდეომასალაში არის უტყუარი მტკიცებულება იმისა,…

15.09.2019 | 15:38
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 2019 წლის 15 სექტემბერს მოწამე მამანტის, მისი მამის თეოდოტეს და მისი დედის რუფუნას , ღირსი იოანე მმარხველის, კონსტანტინოპოლელი პატრიარქის და წმინდა სამასათაექვსასოცდარვა მოწამე, ნიკომიდიას წამებულთა ხსენების დღეს აღნიშნავს.

წმიდა მოწამე მამანტი  მამა მისი  თეოდოტე და დედა მისი  რუფინა  წმიდა მოწამე მამანტი დაიბადა პაფლაგონიაში, კეთილმსახური და დიდგვაროვანი ქრისტიანების, თეოდოტესა და რუფინას ოჯახში. ჭეშმარიტი ღვთის აღსარებისთვის წარმართებმა მისი მშობლები შეიპყრეს და კაბადოკიის კესარიის საპყრობილეში გამოამწყვდიეს. უწყოდა რა საკუთარი ხორციელი უძლურების შესახებ, თეოდოტე მხურვალედ ევედრებოდა უფალს, წამებამდე მიეღო მისი სული. ნეტარის ლოცვა შესმენილ იქნა და იგი…

15.09.2019 | 15:35
მღვდელმა თვითმფრინავიდან ქალაქს 70 ლიტრი ნაკურთხი წყალი გადაასხა -ვიდეო

რუსეთის ქალაქ ტვერში 11 სექტემბერს სიფხიზლის დღე აღნიშნეს. ამ თარიღთან დაკავშირებით, მართლმადიდებელმა მღვდლებმა ქალაქს გადაუფრინეს და 70 ლიტრი ნაკურთხი წყალი ჰაერიდან აპკურეს როგორც მღვდლები განმარტავენ, ამ რიტუალის მიზანი ქალაქის ალკოჰოლიზმისაგან გათავისუფლებაა. „ჩვენ 2006 წლიდან დავფრინავთ ამ მიზნით, ასე რომ ჩვენი ეს ქმედება უკვე ერთგვარი რელიკვიაა“ – ამბობს მამა ალექსანდრე გორიაჩევი. sputnik-georgia.com

Τα σημαντικότερα νέα