ORTHODOXIA REAL TIME NEWS FEED:
Select Language
MENU
PERSONAL NEWS ALARM ΕΓΓΡΑΦΗ
15.09.2019 | 14:55
ბრიტანეთის საბჭო და ბრიტანეთის საელჩო, საქართველოს ეროვნულ მუზეუმთან ერთად დავით აღმაშენებლის უნიკალური მონეტის გამოფენას გამართავს

ბრიტანეთის საბჭო და ბრიტანეთის საელჩო საქართველოს ეროვნულ მუზეუმთან ერთად დავით აღმაშენებლის უნიკალური მონეტის გამოფენას გამართავს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ეროვნული მუზეუმიდან აცნობეს. „ბრიტანეთის მუზეუმში დაცული სპილენძის მონეტა, რომელიც მსოფლიოში პირველად, საქართველოს ეროვნულ მუზეუმში გამოიფინება, დავით IV აღმაშენებლის მიერ მოჭრილ მონეტებს შორის ყველაზე მნიშვნელოვანია. მას უდიდესი ისტორიული მნიშვნელობა აქვს საქართველოსთვის. ამ მონეტის წარწერა ასახავს XI-XII საუკუნეების საქართველოს…

15.09.2019 | 12:48
ღვთისმშობლის შობის დღესასწაულთან დაკავშირებით, საზეიმო წირვა სიონის საკათედრო ტაძარში შესრულდება

ღვთისმშობლის შობის დღესასწაულთან დაკავშირებით, საზეიმო წირვა სიონის საკათედრო ტაძარში შესრულდება. ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო ქადაგებისას ბრძანა. “შეგახსენებთ, რომ მომავალ შაბათს არის ღვთისმშობლობა, შობა ყოვლადწმიდისა ღვთისმშობლისა. წირვას შევასრულებთ სიონის საპატრიარქოს ტაძარში. დალოცვილი იყავით თქვენ და საქართველო”,- ბრძანა პატრიარქმა. ღვთისმშობლის შობის დღესასწაულს მართლმადიდებლური სამყარო 21 სექტემბერს ზეიმობს.   ipn.ge

14.09.2019 | 15:27
მართლმადიდებელი ეკლესია 2019 წლის 14 სექტემბერს ინდიქტიონის, ანუ ეკლესიური ახალი წლის დაწყებას აღნიშნავს

გვირგვინი წელიწადისა და დაწყება ინდიქტისა ძველი სტილით 1 სექტემბერს მართლმადიდებელი ეკლესია ინდიქტის – ეკლესიური ახალი  წელიწადის დაწყებას ზეიმობს. ამ დღეს ნაზარეთში მყოფი მაცხოვარი სინაგოგაში შევიდა და წაიკითხა ესაია წინასწარმეტყველის სიტყვები: „სული უფლისაჲ ჩემ ზედა, რომლისათჳს მცხო მე … ქადაგებად წელიწადი უფლისა შეწყნარებული“ (ლკ. 4. 18-19) გარდა ამისა, 312 წლის 1 სექტემბერს კონსტანტინე დიდმა (306-337) გამანადგურებელი…

14.09.2019 | 15:14
სამეცნიერო საბჭოს სხდომა

2019 წლის 12 სექტემბერს თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში გაიმართა სამეცნიერო საბჭოს სხდომა, რომელსაც თავმჯდომარეობდა სასწავლებლის რექტორი, თეოლოგიისა და ფილოლოგიის დოქტორი, პროფესორი, პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე. სამეცნიერო საბჭომ განიხილა მისაღები გამოცდების შედეგები. აღინიშნა, რომ აბიტურიენტებმა წარმატებით ჩააბარეს გამოცდები. პროტოპრესვიტერმა გიორგი ზვიადაძემ სამეცნიერო საბჭოს წევრებს გააცნო გადაწყვეტილება ეკლესიის ისტორიის, კანონიკური სამართლისა და ასკეტიკის კათედრიდან კანონიკური სამართლის ცალკე,…

13.09.2019 | 15:49
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 2019 წლის 13 სექტემბერს მღვდელმოწამე კვიპრიანეს კართაგენელი ეპისკოპოსის, წმიდა გენადის, კონსტანტინოპოლელი პატრიარქის ხსენების დღეს აღნიშნავს.

მღვდელმოწამე კვიპრიანე კართაგენელი მღვდელმოწამე კვიპრიანე კართაგენელი დაიბადა დაახლოებით 200 წელს ქალაქ კართაგენში (ჩრდილოეთ აფრიკა). მან, მდიდარი წარმართი სენატორის შვილმა, შესანიშნავი საერო განათლება მიიღო და ახალგაზრდობაშივე ბრწყინვალე ორატორი და მჭევრმეტყველებისა და ფილოსოფიის მასწავლებელი გახდა. იგი ქონებას მდიდრულ ქეიფებს, განცხრომით ცხოვრებას ახმარდა, მაგრამ მაშინაც სხვა წარმართებთან შედარებით უფრო მკაცრ ზნეობრივ პრინციპებს ერთგულებდა და რაღაც უმჯობესს, შეუცნობს ელტვოდა….

13.09.2019 | 14:56
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი სომეხთა სამოციქულო ეკლესიის საქართველოს ეპარქიის წინამძღვრის მოვალეობის შემსრულებელს შეხვდა

ა.წ. 13 სექტემბერს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა სომეხთა სამოციქულო წმინდა ეკლესიის საქართველოს ეპარქიის წინამძღვრის მოვალეობის ახლადდანიშნული შემსრულებელი, არქიმანდრიტი კირაკოს დავთიანი და მისი თანმხლები პირები მიიღო. შეხვედრა გაცნობით ხასიათს ატარებდა და საუბარი შეეხო მშვიდობისა და ურთიერთპატივისცემის განმტკიცების მნიშვნელობას. არქიმანდრიტმა კირაკოს დავთიანმა მის უწმინდესობას და უნეტარესობას მიღებისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ძალიან მნიშვნელოვნად მიაჩნია და თავის მხრივ…

12.09.2019 | 15:52
დარეჯანის სასახლის სამონასტრო კომპლექსის რეაბილიტაციისას ძველი გალავნის ფრაგმენტი აღმოაჩინეს

თბილისის განვითარების ფონდის პროექტის, „ახალი ტფილისის“ ფარგლებში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების დროს, დარეჯანის სასახლის სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიაზე, საძირკვლის გასამაგრებლად (სადრენაჟე სისტემის მოსაწყობად) გავლებულ ღრმა ჭრილში არქეოლოგიური ნაშთები გამოვლინდა. კერძოდ, ძველი გალავნის ფრაგმენტები, რომელიც არქეოლოგების მიერ შესაბამისი წესების დაცვით გაიწმინდა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ თბილისის მერიიდან აცნობეს. მათი ინფორმაციით, პროექტში ჩართული მხარეების: არქეოლოგების, ხელოვნებათმცოდნეებისა და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის…

12.09.2019 | 15:39
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 2019 წლის 12 სექტემბერს წმინდა ილია მართლის, წმინდა ალექსანდრეს, იოანეს და პავლე კონსტანტინოპოლელ პატრიარქთა; ღირს ქრისტეფორე რომაელის, ღირს ფანტინე სასწაულთმოქმედის ხსეებას და კეთილმორწმუნე მთავრის ალექსანდრე ნეველის ნაწილთა აღმოყვანებას აღნიშნავს.

ილია მართალი ილია ჭავჭავაძე იყო, ქართველი მწერალი, პოეტი, პუბლიცისტი, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწე საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ლიდერი. 1907 წლის 12 სექტემბერს თბილისიდან საგურამოსკენ მიმავალ ილიასა და მის მეუღლეს  წიწამურთან ექვსკაციანი ჯგუფი დაესხა თავს. თავდამსხმელებმა ილია მოკლეს და მიიმალნენ. ქართული მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის მიერ ილია ჭავჭავაძე შერაცხულია წმინდანად, სახელით წმინდა ილია მართალი.   წმიდა ალექსანდრე, იოანე და პავლე, კონსტანტინოპოლელი პატრიარქები წმიდა ალექსანდრე, იოანე…

12.09.2019 | 15:14
წიწამურის მიმდებარედ წმ. ილია წინასწარმეტყველის სახელზე ტაძარი იკურთხა

ა.წ. 12 სექტემბერს, ილია ჭავჭავაძის მკვლელობის დღეს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევით, წალკის ეპისკოპოსმა გრიგოლმა (კაცია) წიწამურის მიმდებარედ ილია წინასწარმეტყველის სახელობის მონასტერში ტაძარი აკურთხა. ამ მონასტერში ყოველდღიურად აღევლინება ლოცვა წმ. ილია მართლისადმიც და ქვეყნის უკეთესი მომავლისათვის.     patriarchate.ge

Τα σημαντικότερα νέα