ORTHODOXIA REAL TIME NEWS FEED:
Select Language
MENU
PERSONAL NEWS ALARM ΕΓΓΡΑΦΗ
11.09.2019 | 15:54
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 2019 წლის 11 აგვისტოს იოანე ნათლისმცემლის თავისკვეთას აღნიშნავს – ქრისტიანები ამ დღეს მარხულობენ, ტაძრებში კი წირვა-ლოცვა აღევლინება

უფალმა იოანე ნათლისმცემლის ხელიდან მიიღო ნათლობის მადლი, ნათლობა სინანულისა, ამიტომ ეწოდა მას „ნათლისმცემელი”. უდიდესი წინასწარმეტყველი, უფლის წინამორბედი, რომელმაც მაცხოვარს სამოღვაწეო ასპარეზი განუმზადა მოწამეობრივად თავისკვეთა პატიოსნისა, დიდებულისა, წინასწარმეტყველისა და ნათლისმცემელისა იოანესი გალილეის მმართველმა, ჰეროდე ანტიპამ იოანე ნათლისმცემელი საპყრობილეში ჩააგდო. წმიდა წინასწარმეტყველი ჰეროდეს დაუფარავად ამხელდა კანონიერი ცოლის, არაბეთის მეფის, არეთას ასულის დაგდებისა და თავისი ძმის, ფილიპეს მეუღლესთან,…

11.09.2019 | 15:46
ილია მეორემ საპატრიარქოს დაწესებულებების ხელმძღვანელებს შრომის უსაფრთხოების სპეციალისტების დანიშვნა დაავალა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე საპატრიარქოს დაქვემდებარებაში არსებული დაწესებულებების ხელმძღვანელებს, თავიანთ ორგანიზაციებში შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის დანიშვნას ავალებს. ამის შესახებ პატრიარქის მიმდინარე წლის 10 სექტემბრის ბრძანებაშია აღნიშნული. „ამა წლის 1 სექტემბრიდან საქართველოს საპატრიარქოს დაქვემდებარებაში არსებული დაწესებულებების ხელმძღვანელ პირებს, შრომის უსაფრთხოების შესახებ კანონის მოთხოვნებიდან გამომდინარე, დაევალოთ თავის ორგანიზაციებში შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის დანიშვნა“, – ნათქვამია პატრიარქის ბრძანებაში.   1tv.ge

09.09.2019 | 17:22
დავით გარეჯის არქიმანდრიტი კირიონი – აზერბაიჯანელები ორ უზარმაზარ სასაზღვრო ყაზარმას აშენებენ

აზერბაიჯანელები ორ უზარმაზარ სასაზღვრო ყაზარმას აშენებენ, ისეთს, რომ ალბათ, არც ერთ სექტორში, არც საზღვარზე ამხელა მშენებლობა არ განუხორციელებიათ. ეს არის კატასტროფა, – ამის შესახებ დავით გარეჯის მამათა მონასტრის არქიმანდრიტი კირიონი (ონიანი) აცხადებს. ამასთან, მისი თქმით, დავით გარეჯში აზერბაიჯანელი მესაზღვრებიის რაოდენობა 70-80 კაცამდეა გაზრდილი, ხოლო ყაზარმების აშენების შემდეგ ადგილზე მათი 300-მდე მესაზღვრე დადგება. ამასთან, არქიმანდრიტის განმარტებით,…

08.09.2019 | 16:18
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 2019 წლის 8 სექტემბერს წმიდა მოწამეთა ადრიანეს და ნატალიას ხსენების დღეს აღნიშნავს.

ადრიანე და ნატალია წმიდა მოწამენი ადრიანე და ნატალია ახალგაზრდობაში შეუღლდნენ, წამებამდე სულ ერთი წლით ადრე. ისინი ბითვინიის ნიკომიდიაში ცხოვრობდნენ იმპერატორ მაქსიმიანე გალერიუსის (305-311) დროს. ღვთისმოძულე ხელისუფალმა დაიწყო რა ქრისტიანთა დევნა, ჯილდოები აღუთქვა ყველას, ვინც მათ გასცემდა და სამსჯავროზე წარადგენდა. დაიწყო დასმენები. ერთი მოენის ცნობით, ნიკომიდიის მახლობელ მღვიმეს შეხიზნული ოცდასამი ქრისტიანი შეიპყრეს. კერპთაყვანისცემაზე უარის თქმისთვის ისინი…

08.09.2019 | 14:36
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება – როცა ხვდებით თქვენს მშობლებს, უნდა სთხოვოთ ლოცვა-კურთხევა

როცა ხვდებით თქვენს მშობლებს, უნდა სთხოვოთ ლოცვა-კურთხევა, – ამის შესახებ აღნიშნა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ დღეს, სამების ტაძარში ქადაგებისას. „გილოცავთ ადრიანე და ნატალიას დღესასწაულს. მრავალი თქვენგანი ატარებს ნატალიას სახელს, ვულოცავ მათ ანგელოზის დღეს. მე მინდა ორიოდე სიტყვით გაგახსენოთ, რომ არის ფასეულობანი, რომელიც ჩვენ არ უნდა დავივიწყოთ. ეს არის ეროვნული ფასეულობა, ეს…

07.09.2019 | 13:27
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 2019 წლის 7 სექტემბერს მოციქულ ბართლომეს ნაწილთა აღმოყვანება აღნიშნავს

საეკლესიო კალენდარში ეს დღე ასევე არის მოციქული ტიტეს 70-თაგანისა, მღვდელმთავართა: ბარსისეს და ევლოგის, ედესელ ეპისკოპოსთა და პროტოგენი აღმსარებელის, კარიელი ეპისკოპოსის, ასევე წმიდა მინას, კონსტანტინოპოლელი პატრიარქის ხსენების დღე.   აღმოყვანება ნაწილთა წმიდისა მოციქულისა ბართლომესი აღმოყვანება ნაწილთა წმიდისა მოციქულისა ბართლომესი. ბართლომე მოციქული ქალაქ ალბანში (დღევანდელი ბაქო) ეწამა ქრისტესთვის 71 წელს და იქვე დაკრძალეს. მის წმიდა ნაწილებთან ბევრი…

07.09.2019 | 13:17
სოფელ საბუეში მდებარე სამონასტრო კომპლექსის არქეოლოგიური შესწავლა

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებითა და ფინანსური უზრუნველყოფით ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ საბუეში მდებარე სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიაზე შესრულდა არქეოლოგიური სამუშაოები, რომელიც განახორციელა „არქეოლოგიის განვითარების ფონდმა“ ბორის გელაშვილის ხელმძღვანელობით. ინწობის იოანე ნათლისმცემლის სახელობის კომპლექსი მდებარეობს ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ საბუის ჩრდილოეთით, მდ. ინწობის მარჯვენა ნაპირზე, ყადორის უღელტეხილის გზაზე (გზა უშუალოდ კვეთს კომპლექსს). კომპლექსი შედგება: ნათლისმცემლის სახელობის…

07.09.2019 | 13:11
მეტეხის ღვთისმშობლის ტაძრის (ჩრდილოეთ ფასადი) ქვის კონსერვაცია

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოსა და ხელოვნების ნიმუშთა კონსერვაციის ცენტრის თანამშრომლობის საფუძველზე დასრულდა ქ. თბილისის, მეტეხის ღვთისმშობლის ტაძრის (ჩრდილოეთ ფასადი) ქვის კონსერვაციის სამუშაოების პირველი ეტაპი. სამუშაოები მიზნად ისახავდა ჩრდილოეთის ფასადის გაფხვიერებული და დელამინირებული ქვის კონსოლიდაციას, ქვების ბიოციდით დამუშავებას და გაწმენდას. ფასადის ქვებისა და კედლის სტრუქტურის გამაგრებას. ცოცხალი ორგანიზმები გავლენას ახდენენ სამშენებლო მასალების დაზიანების პროცესებზე….

06.09.2019 | 19:44
უნგრეთის პრეზიდენტი პატრიარქთან შეხვედრაზე – 35 წელია, პოლიტიკურ მოღვაწეობას ვეწევი და მეგონა, ვერაფრით გამაკვირვებდნენ, მაგრამ გაკვირვებული ვარ

პირადად მე და ჩემი დელეგაცია ვემზადებოდით თქვენთან შეხვედრისთვის, – ამის შესახებ საქართველოში მყოფმა უნგრეთის პრეზიდენტმა, იანოშ ადერმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთან, ილია მეორესთან შეხვედრაზე განაცხადა. პატრიარქმა უნგრეთის პრეზიდენტი საპატრიარქოში მიიღო. საპატრიარქომდე ადერი ეროვნულ მუზეუმში იმყოფებოდა. მან ილია მეორეს მიწვევისა და მიღებისთვის მადლობა გადაუხადა. „მადლობას მოგახსენებთ, რომ შესაძლებლობა მოგვეცა, აქ მოვსულიყავით. ჩემი დელეგაციის წევრებიდან მხოლოდ ერთი კოლეგაა…

Τα σημαντικότερα νέα