ORTHODOXIA REAL TIME NEWS FEED:
Select Language
MENU
PERSONAL NEWS ALARM ΕΓΓΡΑΦΗ
27.08.2019 | 16:52
მოწამეთას მონასტერთან ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობა წლის ბოლოს დასრულდება

საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი ტყიბულის მუნიციპალიტეტში, მოწამეთას მონასტერთან, კულტურული მემკვიდრეობის და ტურისტული ზონების კეთილმოწყობის სამუშაოებს ახორციელებს. ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, პროექტი მსოფლიო ბანკი დაფინანსებით მიმდინარეობს და მისი ღირებულება დაახლოებით 1. 4 მილიონი ლარია. სამუშაოები ითვალისწინებს გალავნის კედლების გამაგრებას. ასევე, ვიზიტორთა ცენტრის, ავტოსადგომის, საკომუნიკაციო სისტემის და საპირფარეშოების მშენებლობა- რეაბილიტაციას. პროექტის მიზანია, ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, რაც იმერეთის რეგიონში…

27.08.2019 | 16:40
ქართულ-ოსური ახალგაზრდული ბანაკი ბობოყვათში

საქველმოქმედო ფონდი „ლაზარე“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და საქართველოს საპატრიარქოს მხარდაჭერით ანხორციელებს პროექტს, – „ქართულ–ოსური სამშვიდობო ინიციატივა,“ რომლის მიზანია ახალგაზრდებში ტოლერანტობისა და სამშვიდობო სულისკვეთების გაღვივებით ქვეყნის აღმშენებლობისათვის ხელშეწყობა. ა.წ. 17–დან 26 აგვისტომდე განხორციელდა საზაფხულო ბანაკი, სადაც 50–მდე ქართველი და ოსი ახალგაზრდა იღებდა მონაწილეობას. ეს ცხრა დღე დატვირთული იყო შემეცნებითი და სახალისო აქტივობებით,…

26.08.2019 | 16:34
28 აგვისტოს 14: 00-ზე სალიტანიო ანჩისხატი იერუსალიმიდან თბილისში რუსთაველის ძეგლთან შემობრძანდება!

1999-2019 – ანჩისხატის გზა და მუზეუმის წინ სადღეღამისო ლოცვები 20 წლისაა. 28 აგვისტოს – მარიამობას,14:00 სთ-ზე სალიტანიო ანჩისხატი თბილისში, რუსთაველის ძეგლთან შემობრძანდება, სადაც ხატს შეეგებებიან მორწმუნეები და ლოცვითი სვლით წააბრძანებენ მუზეუმის წინ არსებულ სამლოცველოში. სიწმიდეების წინაშე აღევლინება პარაკლისი ერის კეთილდღეობისთვის. შ ე მ ო უ ე რ თ დ ი თ ! 29 აგვისტოს –…

26.08.2019 | 16:29
წმინდა გრიგოლ ფერაძის სახელობის პრემია ქართველ მეცნიერს მიენიჭა

ვარშავის უნივერსიტეტში, წმინდა გრიგოლ ფერაძის პრემიის მიმნიჭებელმა საბჭომ, ცნობილ ქართველ მეცნიერს, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორს, პროფესორს თამილა მგალობლიშვილს ქართველოლოგიური კვლევების განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის (გარდაცვალების შემდეგ) წმ. გრიგოლ ფერაძის პრემია მიანიჭა, – ინფორმაცია საქართველოს პირველ არხს ვარშავის უნივერსიტეტის პროფესორმა, წმინდა გრიგოლ ფერაძის პრემიის მიმნიჭებელი საბჭოს თავმჯდომარემ, დავით ყოლბაიამ მიაწოდა. თამილა მგალობლიშვილი 1997 წლიდან ქართულ სიძველეთა მოძიებისა…

26.08.2019 | 16:27
პენიტენციურ დაწესებულებებში მარიამობასთან დაკავშირებით ამანათების მიღება დღეს დაიწყება

პენიტენციური დაწესებულებები მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით ამანათებს დღეს და ხვალ, 09:00-დან 18:00 საათამდე მიიღებენ. როგორც სპეციალური პენიტენციური სამსახურის განცხადებაშია აღნიშნული, უწყების დაქვემდებარებაში არსებული ყველა პენიტენციური დაწესებულება ბრალდებულების/მსჯავდებულებისთვის დღესასწაულთან დაკავშირებით ამანათების მიღებას უზრუნველყოფს. „კანონით დადგენილი წესით, პენიტენციური დაწესებულებები ამანათებს 26 და 27 აგვისტოს 09:00-დან 18:00 საათამდე მიიღებენ. სპეციალური პენიტენციური სამსახური ამანათების მიღების პროცესის შეუფერხებლად წარმართვას უზრუნველყოფს“, –…

25.08.2019 | 14:30
ილია მეორის მღვდელმთავრად კურთხევით დაიწყო დიდი აღორძინება საქართველოში – მეუფე შიო

გამოქვეყნდა 1 საათის წინ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესის და უნეტარესის ილია მეორის მღვდელმთავრად კურთხევით დაიწყო დიდი აღორძინება საქართველოს ეკლესიაში, – ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრემ, მეუფე შიო მუჯირმა სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო ქადაგებისას განაცხადა. როგორც მეუფე შიომ აღნიშნა, საქართველოს პატრიარქი მღვდელმთავრად სწორედ 25 აგვისტოს აკურთხეს. მან პატრიარქს დღევანდელი დღე მიულოცა. “დღევანდელ კვირას დაემთხვა ილია მეორის მღვდელმთავრად…

24.08.2019 | 14:45
პატიმრები მარიამობაზე ახლობლებისგან ამანათებს მიიღებენ

მარიამობასთან დაკავშირებით მსჯავრდებულების ახლობლები მათ საკვებს, ტანსაცმელს და პირადი ჰიგიენის საგნებს გადასცემენ თბილისი, 24 აგვისტო — Sputnik. საქართველოს პენიტენციურ დაწესებულებებში მყოფი ყველა ბრალდებული და მსჯავრდებული 28 აგვისტოს, მარიამობის დღესასწაულზე ამანათების მიღებას შეძლებს, ნათქვამია სპეციალური პენიტენციური სამსახურის Facebook-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში. მარიამობა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რელიგიური დღესასწაულია ჩვენს ქვეყანაში, რომელიც წმინდა ღვთისმშობლის წილხვედრ მიწად მიიჩნევა. ეს დღე უქმეა…

23.08.2019 | 13:02
მაჩაბლის კოშკი

ქვემო რაჭაში, ამბროლაურის ისტორიულ ცენტრში იმერეთის მეფეთა ყოფილი საზაფხულო რეზიდენციის ტერიტორიაზეა აღმათულია მაჩაბლის ისტორიული კოშკი. XVII საუკუნის ქვიშაქვითა და კირით ნაგები კოშკი, ერთ დროს საგუშაგო და სათვალთვალო ფუნქციას ასრულებდა. სახელწოდება “მაჩაბლის კოშკი” მომდინარეობს იქიდან, რომ ეს კოშკი და საზაფხულო რეზიდენცია სოლომონ მეფეს სამაჩაბლოდან ლტოლვილი მაჩაბლებისთვის უბოძებია. რეზიდენციის კომპლექსში ასევე იყო სასახლე და კარის ეკლესია. ეკლესიის…

22.08.2019 | 12:24
კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ინფორმაციით, ტიმოთესუბნის სამონასტრო კომპლექსში ახალი სათავსო მოეწყობა

ტიმოთესუბნის სამონასტრო კომპლექსში ახალი სათავსო მოეწყობა. ამის შესახებ ინფორმაციას კულტურული მემკვიდრეობის სააგენტო ავრცელებს. როგორც სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ​ტიმოთესუბნის ყოვლადწმინდა ღმრთისმშობლის მიძინების სახელობის სამონასტრო კომპლექსის ცენტრალური ტაძრის საყოფაცხოვრებო სათავსოს ჩასანაცვლებლად, ანალოგიური დანიშნულების ხის კონსტრუქციის ესკიზურ პროექტს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო მოამზადებს. მათივე ინფორმაციით, ახალი კონსტრუქციის იერსახე ტიმოთესუბნის მონასტრის არქიმანდრიტთან და ეპარქიის მღვდელმთავართან შეჯერდება…

Τα σημαντικότερα νέα