ORTHODOXIA REAL TIME NEWS FEED:
Select Language
MENU
PERSONAL NEWS ALARM ΕΓΓΡΑΦΗ
21.08.2019 | 11:11
ტიმოთესუბნის ტაძრის ინტერიერში ჩაშენებულ კარადას მოხსნიან

ტიმოთესუბნის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის სამონასტრო კომპლექსის ცენტრალური ტაძრის ინტერიერში მოწყობილი საყოფაცხოვრებო დანიშნულების სათავსო მოიხსნება. ადგილობრივ სასულიერო პირებსა და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ზედამხედველობის სამსახურის ჯგუფს შორის შეთანხმება შედგა, რომლის თანახმადაც სახელმწიფო უწყების მიერ შემუშავებული რეკომენდაციების თანახმად, საკულტო ნაგებობაში მოეწყობა ახალი, იდენტური დანიშნულების მქონე ხის კონსტრუქცია, რაც ტაძრის მხატვრულ-არქიტექტურული იერსახის შესაბამისი იქნება. ახალი…

21.08.2019 | 10:33
ქართველ წმინდანს მამა გაბრიელს მოსკოვის ფესტივალზე განსაკუთრებულ პროგრამას მიუძღვნიან

  ფესტივალის სტუმრებს წარუდგენენ ფილმებსა და წიგნებს ქართველი წმინდანის შესახებ. თბილისი, 20 აგვისტო — Sputnik. მამა გაბრიელის – ქართველი წმინდანის 90 წლისთავთან დაკავშირებით მოსკოვის XVIII საერთაშორისო მართლმადიდებლურ ფესტივალზე „არტოსი” სპეციალური პროგრამა იქნება წარმოდგენილი. ფესტივალი 20-26 აგვისტოს გაიმართება, ნათქვამია ორგანიზატორების განცხადებაში. ქართველი წმინდანისადმი მიძღვნილი ახალი ფილმის Я жду вас в Самтавро („სამთავროში გელოდებით”) და წიგნის Добрый…

20.08.2019 | 12:31
პაატა გაფრინდაშვილი – ტიმოთესუბანში ძეგლზე თუკი დაზიანება არის მიყენებული, კულტურული მემკვიდრეობის სააგენტო მეტად მკაცრი იქნება კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის მოადგილე, პაატა გაფრინდაშვილი აცხადებს, რომ ტიმოთესუბანში ძეგლზე თუკი დაზიანება არის მიყენებული, კულტურული მემკვიდრეობის სააგენტო მეტად მკაცრი იქნება.

  „სამოქალაქო აქტივისტებმა მოგვაწოდეს ინფორმაცია, რომ ტიმოთესუბანში არის თვითნებურად ჩარევა, რაც არის ძალზედ სამწუხარო ფაქტი. თითოეულმა ადამიანმა უნდა გაითავისოს, როცა ასეთ ქმედებას სჩადის, რა ზიანს აყენებს მნიშვნელოვან ძეგლებს. ზოგადად, როცა ადგილობრივ მონასტერს რაღაცის გაკეთება და განვითარება სურს, უნდა შეათანხმონ საპატრიარქოს საბჭოსთან და შესაბამისად, ჩვენ საპატრიარქო გვატყობინებს ამის შესახებ, ვიძლევით ნებართვას. ეს კონკრეტული შემთხვევა არ არის…

20.08.2019 | 12:26
შეგვეწიოს ფერისცვალების მადლი

გთავაზობთ მთავარეპისკოპოსის ზოსიმეს (შიოშვილი), 1983 წლის ქადაგებას, რომელიც წარმოთქვა სამთავროს მონასტერში ფერისცვალების დღესასწაულზე. ქრისტეს მიერ საყვარელნო მამანო და ძმანო! ღვთის მადლით დღეს ჩვენ კვლავ ვდღესასწაულობთ უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს ფერისცვალების დიდებულ დღესასწაულს, რომლის შინაარსიც ასეთია: წამებამდე რამდენიმე ხნით ადრე მაცხოვარმა წაიყვანა თავისი სამი მოწაფე – პეტრე, იაკობი და იოანე. მათთან ერთად განმარტოვდა მაღალ მთაზე და…

20.08.2019 | 12:23
ხილის კურთხევის ტრადიცია

არქიმანდრიტი იოვანე ( მჭედლიშვილი): (ფერისცვალება 2017 წ). – პირველნაყოფის (ხილის) კურთხევის ტრადიცია რომელიც ფერისცვალების დღესასწაულზე სრულდება ტაძრებში სათავეს ჯერ კიდევ ქრისტეშობამდე ეპოქაში იღებს. გვახსენდება კაენის და აბელის მსხვერპლის შეწირვა. კაენმა მიწის ნაყოფი მიიტანა რომელიც არ შეიწირა უფალმა აბელის კი შეიწირა. (“და ჰრქუა უფალმან ღმერთმან კაინს: რათა რად შეიჭურვინ პირი შენი, არცა მართლიად შემოწირე.) შემდეგ ეპოქასი…

19.08.2019 | 22:16
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება ფერისცვალების დღესასწაულზე (19.08.2019)

სახელითა მამისათა და ძისათა და წმინდისა სულისათა ჩვენთან არს ღმერთი! გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს, – ფერისცვალებას. ეს არის განსაკუთრებული დღესასწაული. მაცხოვარმა წაიყვანა მოწაფეები: პეტრე, იაკობი და იოანე, აღვიდა თაბორის მთაზე და გამოეცხადა მათ სხვა სახით. მისი სახე და სამოსელი ბრწყინავდა ვითარცა მზე. დგას საკითხი – რა ნათება იყო ეს ნათება, რომელიც იხილეს მოციქულებმა. ეს იყო…

19.08.2019 | 22:10
ილია მეორემ ფერისცვალების დღესასწაულის მნიშვნელობაზე იქადაგა

Georgian Orthodox Church celebrates Transfiguration today. Catholicos Patriarch of All Georgia, His Holiness and Beatitude Ilia II celebrated the Divine Liturgy at the Holy Trinity Cathedral. Ilia II also preached to the congregation and talked about the importance of the holiday. Grapes and fruits are blessed in temples today. For fasting, this day is fishy….

19.08.2019 | 22:05
ტიმოთესუბნის მონასტრის წინამძღვარი – ისეთი ინფორმაცია გაავრცელეს, თითქოს ტაძარში ევრორემონტი გავაკეთეთ, კარადა წლებია, აქ დგას

ტიმოთესუბნის მონასტრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი იერომიელი ტაძრის ტერიტორიაზე ჩაშენებული კარადის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება და ამბობს, რომ კარადა რამდენიმე წელია, ამ ადგილზე დგას. მისი თქმით, კარადას თავისი დატვირთვა აქვს და მცირე ადგილს იკავებს. „წლებია, რაც ეს კარადა აქ დგას. ყოველ შემთხვევაში, 2-3 წელი მაინც არის, რაც ამას აქ ვხედავთ და ახალი არაფერი მომხდარა. ამას სააგენტოს წარმოადგენლებიც…

19.08.2019 | 22:02
ილია მეორე – ადამიანის სულში, ბუნებასა და გონებაში ცვლილებებია, საჭიროა დიდი ყურადღება, რომ მიწიერმა, ხორციელმა არ გაიტაცოს ადამიანი

დღეს, როცა ასეთი ცვლილებებია ადამიანის სულში, ბუნებასა და გონებაში, საჭიროა დიდი ყურადღება, რომ მიწიერმა, ხორციელმა არ გაიტაცოს ადამიანი, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა, ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში, ქადაგებისას ფერისცვალების დღესასწაულთან დაკავშირებით განაცხადა. ილია მეორე საზეიმო წირვას მღვდელმთავრებთან ერთად აღავლენს. „ჩვენ დღეს ვფიქრობთ, რა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ფერისცვალება…

Τα σημαντικότερα νέα