ORTHODOXIA REAL TIME NEWS FEED:
Select Language
MENU
PERSONAL NEWS ALARM ΕΓΓΡΑΦΗ
31.07.2019 | 13:48
დიდი და მცირე მეტანია

მეტანია ორი სახისაა-დიდი და მცირე. დიდი მეტანია, ანუ მუხლდრეკა, სრულდება შემდეგნაირად. ვიწერთ პირჯვარს, ვასრულებთ მუხლთმოყრას და შუბლით ვეხებით მიწას რის შემდეგაც კვლავ ვდგებით ფეხზე. მცირე მეტანიის დროს ვიწერთ პირჯვარს, ვიდრეკთ თავს, წელში ღრმად ვიხრებით და მარჯვენა ხელით ვეხებით მიწას, რის შემდეგაც კვლავ ვიმართებით წელში. ლოცვის დროს, პირჯვრის გამოსახვის შემდეგ, თავს ვიდრეკთ, რაც არის პირჯვრისწერის დასასრული…

31.07.2019 | 13:43
რა არის ჭეშმარიტი სიყვარული?

ბერი ერმოლაოსი (ჭეჟია): -სიყვარული ჭეშმარიტია, როცა მას არ აქვს ეგოისტური წინაპირობები, ანუ ის თავდადებული და თავგანწირულია! სწორედ ასეთი სიყვარული დაგვანახა უფალმა ჩვენმა იესო ქრისტემ, და, მხოლოდ მაშინ შეგვიძლია ლოცვა, როცა ასეთი სიყვარული გვაქვს ან ვესწრაფით მას. ასეთი სიყვარულის გარეშე ლოცვა მხოლოდ ფორმალური წეს-ჩვეულებაა და მას არასოდეს შეისმენს უფალი. მეორეს მხრივ, ლოცვითი მოშურნეობის გარეშე, ასეთი სიყვარულის…

31.07.2019 | 13:41
ხშირად ეკლესიაში მოსული ადამიანი ეძებს ბელადს და არა სულიერ მოძღვარს

გვესაუბრება ბათუმის წმინდა ბარბარეს სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი შიო პაიჭაძე: ეკლესიაში მოძღვარი უნდა ვეძიოთ, რომელიც არის მწყემსი კეთილი და მსგავსი მოციქულებისა და იესო ქრისტესი. ასეთი გვჭირდება ჩვენ დღეს. როცა ექიმს ვეძებთ, რომ დიაგნოზი დაგვისვას სნეულების,მაშინ მთელ ქვეყანას შევაზანზარებთ, დღეს “გუგლშიც” კი არის შესაძლებელი მოძებნო კარგი ექიმი და ნახო ანოტირება მისი გამოცდილებისა, მაგრამ მოძღვრის ძიებაში კი…

31.07.2019 | 13:17
დავით გარეჯის საკითხზე მომუშავე სამოქალაქო ჯგუფი მთავრობას ღია საგანგებო განცხადებით მიმართავს

დავით გარეჯის საკითხზე მომუშავე სამოქალაქო ჯგუფი მთავრობას ღია საგანგებო განცხადებით მიმართავს. როგორც “ინტერპრესნიუსს” ანტისაოკუპაციო მოძრაობის “ძალა ერთობაშიას” ლიდერმა დავით ქაცარავამ განუცხადა, მიმართვა საგარეო საქმეთა სამინისტროსაც გაეგზავნება. მისი თქმით, ერთ-ერთი მთავარი შეთავაზებაა საჯარო შეხვედრა გაფართოებული შემადგენლობით სადელიმიტაციო კომისიასთან, ასევე საკითხთან დაკავშირებით ექსპერტთა ჯგუფის მიერ შემუშავებული ხედვის პრეზენტაცია. „მოგეხსენებათ, დავით გარეჯის ტერიტორიაზე საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაცია ათწლეულების განმავლობაში…

30.07.2019 | 16:11
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო – დროებითი ღონისძიებებით ანანურის სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიაზე ვიზიტორთა ჯგუფების უკონტროლო ქმედებები აღიკვეთება

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დროებითი ღონისძიებებით ანანურის სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიაზე ვიზიტორთა ჯგუფების უკონტროლო ქმედებები აღიკვეთება. უწყების ცნობით, ანანურის სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიაზე არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით, უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფი შეიქმნა, რომელიც კომპლექსზე არსებული ვითარების გამოსასწორებლად სამოქმედო გეგმას განსაზღვრავს. „ვითარების კომპლექსურ გადაწყვეტამდე, რაც მომდევნო წლიდან ეროვნული კატეგორიის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე ფართომასშტაბიანი სარეაბილიტაციო და ინფრასტრუქტურული მოწყობის…

30.07.2019 | 16:09
,,სიკვდილი როცა მოვა, გულში ჩავიხუტებ და ვეტყვი: “დაგაგვიანდა”

29 ივლისს ქუთათელ-გაენათელ მიტროპოლიტ კალისტრატეს გარდაცვალებიდან 40 დღე შეუსრულდა 2019 წლის 20 ივნისს, განთიადისას, დილის 6 საათისათვის, ბაგრატის ტაძრის დიდმა ზარმა ქუთაისის მიძინებულ მცხოვრებთ მწუხარე ხმით ამცნო მწყემსთავრის გარდაცვალება,-ასე იხსენებს მეუფე კალისტრატეს პირადი სტიქაროსანი, ისტორიის დოქტორი, თეოლოგიის მაგისტრი ირაკლი ლორთქიფანიძე. -მიტროპოლიტი კალისტრატე, ერისკაცობაში შოთა ილიას ძე მარგალიტაშვილი, დაიბადა 1938 წლის 20 ოქტომბერს, თელავის რაიონში, სოფელ…

30.07.2019 | 15:42
დავით გარეჯის მამათა მონასტრის არქიმანდრიტი – ტაძრებამდე მისასვლელი გზა კვლავ ბლოკირებულია, აზერბაიჯანელი მესაზღვრეების რაოდენობა გაორმაგებულია

აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა დავით გარეჯის ტერიტორიაზე კარავი გაშალეს, – ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ დავით გარეჯის მამათა მონასტრის არქიმანდრიტმა, კირიონმა (ონიანი) განუცხადა. მისი თქმით, აზერბაიჯანელი მესაზღვრეები განმარტავენ, რომ კარავი, რომელიც ადგილზე მოაწყვეს, დროებითია. „დროებითი კარავია გაშლილი. ინცინდენტის შემდგომ ასე იძახიან, რომ მდგომარეობა დასტაბილურდეს და დასტაბილურების შემდეგ ჩვენ აქედან გავალთო“, – განაცხადა არქიმანდრიტმა. მისი თქმით ამ ეტაპზე აზერბაიჯანელი მესაზღვრეების…

29.07.2019 | 13:41
ძველი და ახალი შუამთა

ძველი შუამთა — ქართული მართლმადიდებლური მონასტერი თელავის მუნიციპალიტეტში, მდებარეობს ტყეში, თელავიდან 7 კმ-ზე. სამონასტრო კომპლექსში შედის: V საუკუნის ბაზილიკა, ქრისტიანული არქიტექტურის ერთ-ერთი საყურადღებო ნიმუში საქართველოში; VII საუკუნის გუმბათოვანი ეკლესია, მცხეთის ჯვრის ტიპისა, თუმცა უფრო პატარა (შემცირებულია აფსიდებისა და ბემების სიღრმე, გუმბათის ყელის მნიშვნელობა გაზრდილია, ტრომპების კონსტრუქცია ნათლად არის გამოვლენილი); VII საუკუნის მცირე გუმბათოვანი ეკლესია. გეგმით…

28.07.2019 | 17:23
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 2019 წლის 28 ივლისს ექვსი მსოფლიო კრების წმიდა მამების, ასევე მოწამეთა: კვირიკეს და ივლიტას, მოწამე აბუდიმეს, მოციქულთა სწორი ვლადიმერის ხსენების დღეს აღნიშნავს

Sputnik საქართველო გიამბობთ ვინ იყვნენ ეს ადამიანები და რატომ არიან მოხსენიებულნი საეკლესიო კალენდარში ხსენება ექვსი მსოფლიო კრების წმიდა მამათა ექვსი მსოფლიო კრების წმიდა მამათა ხსენება გარდამავალია – იგი იდღესასწაულება 16 ივლისის უახლოეს კვირადღეს. მსოფლიო კრებებს, ჩვეულებრივ, ეკლესიაში მართლმადიდებლური სწავლებისა დასამტკიცებლად და ერესის სამხილებლად იწვევდნენ. ამ კრებებზე სულიწმიდის კარნახით გაცხადებული და ფორმულირებული სარწმუნოების ჭეშმარიტებანი – დოგმატები…

Τα σημαντικότερα νέα