ORTHODOXIA REAL TIME NEWS FEED:
Select Language
MENU
PERSONAL NEWS ALARM ΕΓΓΡΑΦΗ
24.07.2019 | 23:56
ძამას ხეობაში არსებული ეკლესია-მონასტრისათვის ერთადერთი მისასვლელი გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

ადგილობრივი მნიშვნელობის ყინწვისი – გვერძინეთი – ტყემლოვანის საავტომობილო გზის 15.4 კმ-იანი მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ამ დროისთვის, მიწის სამუშაოები, ხიდის ხიმინჯებისა და გზის საფარის მოწყობა მიმდინარეობს. სარეაბილიტაციო მონაკვეთი სოფელ ყინწვისის მიდამოებში იწყება და გვერძინეთის გავლით გრძელდება სოფელ ტყემლოვანამდე. აღნიშნული გზა, მდინარე ძამას ხეობაში არსებული ეკლესია-მონასტრისათვის ერთადერთი მისასვლელი გზაა ადგილობრივი მოსახლეობის…

24.07.2019 | 14:50
რელიგიურ გაერთიანებათა ქონებრივი და ფინანსური კომისია

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში შედგა რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოსთან არსებული რელიგიურ გაერთიანებათა ქონებრივი და ფინანსური საკითხების შემსწავლელი სარეკომენდაციო კომისიის მესამე სხდომა, რომელზეც განიხილეს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის, სომეხთა სამოციქულო ეკლესიის, მუსლიმთა თემის, ევანგელურ-ლუთერანული ეკლესიის და იეზიდთა სასულიერო საბჭოს მიერ წარმოდგენილი საკითხები. კომისიაზე განხილული 37 საკითხიდან 23 დაკმაყოფილდა. ხარვეზი დადგინდა 3 საკითხზე, 10 საკითხზე კომისიამ უარყოფითი გადაწყვეტილება მიიღო,…

24.07.2019 | 14:03
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 2019 წლის 24 ივლისს მოწამე კინდევს ხუცის და მოციქულთა სწორის, ოლღას, ნათლისღებით ელენეს ხსენების დღეს აღნიშნავს

Sputnik საქართველო გიამბობთ ვინ იყვნენ ეს ადამიანები და რატომ არიან მოხსენიებულნი საეკლესიო კალენდარში წმიდა მოწამე კინდევს ხუცესი წმიდა მოწამე კინდევს ხუცესი პამფილიის სოფელ სიდაში მსახურობდა. იმპერატორ დიოკლეტიანეს (284-305) მიერ მართლმორწმუნეთა სასტიკი დევნისას იგი შეიპყრეს და ცეცხლში დაწვა მიუსაჯეს. მხედრები, რომლებსაც ნეტარი სიკვდილით დასასჯელად მიჰყავდათ, გზაში ტყისმჭრელს გადაეყარნენ და ძალით წაართვეს შეშის დიდი შეკვრა კოცონის დასანთებად….

23.07.2019 | 11:20
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის არქიმანდრიტი დედოფალ ელისაბედ II-ის მიერ გამართულ საზეიმო მიღებას დაესწრო

ა.წ. 25 ივნისს საქართველოს საპატრიარქოს დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის ეპარქიის მღვდელმსახური, არქიმანდრიტი დოროთე (ბარბაქაძე) მისი აღმატებულება, დედოფალ ელისაბედ II-ის მიერ ბუკინგემის სასახლეში გამართულ მიღებას დაესწრო. აღნიშნული ღონისძიება საზოგადოებრივი გაერთიანებების განმტკიცებაში ადგილობრივი რელიგიური ჯგუფების მიერ შეტანილი წვლილის აღსანიშნავად ჩატარდა. patriarchate.ge

23.07.2019 | 11:09
სრულიად საქართველოს-კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება

ძალიან ხშირად ტაძარში ლოცვის დროს გვესმის სიტყვები: ,,შეგვეწიენ, გვაცხოვნენ, შეგვიწყალენ და დავიცვენ ჩვენ ღმერთო, შენითა მადლითა”. მახსენდება ჩემი სემინარიასა და აკადემიაში სწავლის პერიოდი. ლექტორი გვეუბნებოდა ჩვენ, რომ როცა ტაძარში მოისმენთ ამ ლოცვას (შეგვეწიენ, გვაცხოვნენ, შეგვიწყალენ და დაგვიცევ ჩვენ ღმერთო შენითა მადლითა), აუცილებლად პირჯვარი უნდა გადაიწეროთ და თქვენც ილოცოთ, რომ შეგეხოთ ეს მადლი, ღვთისაგან გამოსული. ბოლომდე…

22.07.2019 | 15:39
სურამში, „ამაღლების“ სახელობის დარბაზული ეკლესიის რეაბილიტაცია დასრულდა

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებითა და ფონდი „ქართუს“ ფინანსური უზრუნველყოფით, დაბა სურამში „ამაღლების“ (კვართისა) სახელობის დარბაზული ეკლესიის სარეაბილიტაციო პროცესი დასრულდა. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ფიზიკური სამუშაოები, რომელიც მიმდინარე წელს დაიწყო, საკულტო ნაგებობის ცალკეული კონსტრუქციული წყობების დადგენილი მეთოდოლოგიით რესტავრაციას ითვალისწინებდა. „ეკლესიის ოთხივე ფასადიდან მოიხსნა მეოცე საუკუნის 80–იან წლებში შესრულებული ცემენტის ნალესობა. ცემენტის…

22.07.2019 | 13:17
არჩილ თალაკვაძემ მერილენდში წმინდა ნინოს სახელობის დედათა მონასტერი მოინახულა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტი მერილენდის შტატში, წმინდა ნინოს სახელობის დედათა მონასტერში სტუმრობით დაასრულა. პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, არჩილ თალაკვაძე წირვას დელეგაციასა და ქართული დიასპორის წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს იღუმენია ემელიანმა და მონასტრის დებმა უმასპინძლეს.​   1tv.ge

22.07.2019 | 13:09
არქიმანდრიტი კირიონი – დავით გარეჯში საქმე წინ არ მიდის და რეალობა არა თუ სასიკეთოდ იცვლება, არამედ მძიმდება

თუ ასე განავითარეს ურთიერთობები, ბოლოს აზერბაიჯანი, ეს ჩვენი კეთილი მეზობელი და მეგობარი ქვეყანა გადაიქცევა კლასიკურ ოკუპანტად, – ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ დავით გარეჯის მამათა მონასტრის არქიმანდრიტმა, კირიონმა (ონიანი) განუცხადა. სასულიერო პირის განცხადებით, მონასტრის ტერიტორიაზე სიტუაცია მძიმეა. მისივე თქმით, მონასტერში შესვლის უფლება არც მესაზღვრეებს აქვთ, არც ტურისტებს და არც თვითონ სასულიერო პირებს. „სტაბილური მდგომარეობა არანაირად არ არის,…

21.07.2019 | 15:04
საეკლესიო კალენდარი:2019 წლის 21 ივლისი

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 2019 წლის 21 ივლისს ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის ყაზანის ხატის გამოცხადებას ზეიმობს.   გამოცხადება ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის ყაზანის ხატისა რუსების მიერ ყაზანის დაპყრობასთან ერთად და უფრო ადრეც აქ პირველი ქრისტიანული ოჯახები დასახლდნენ. მაგრამ სულითა და სიტყვით ძლიერი ხალხის უკმარისობის გამო, მაჰმადიანობასთან შედარებით ქრისტიანობა სუსტი იყო. აუცილებელი გახდა ღვთის შეწევნა და უფალმა, რომელიც ყოველთვის ეხმარება თავის…

Τα σημαντικότερα νέα