ORTHODOXIA REAL TIME NEWS FEED:
Select Language
MENU
PERSONAL NEWS ALARM ΕΓΓΡΑΦΗ
21.07.2019 | 14:33
ილია მეორე – ვინც მოიპოვებს ღვთის მადლს, ის მოიპოვებს სიყვარულსა და სიხარულს

ვინც მოიპოვებს ღვთის მადლს, ის მოიპოვებს სიყვარულსა და სიხარულს, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს პატრიარქმა, ილია მეორემ განაცხადა. ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში შეკრებილებს ქადაგებით მიმართა. „ძალიან ხშირად ტაძარში, ლოცვების დროს ისმის სიტყვები – „შეგვეწიენ და გვაცხოვნენ, შეგვიწყალენ და დაგვლოცენ ჩვენ ღმერთო შენითა მადლითა”. მე მახსენდება ჩემი სემინარიაში და აკადემიაში სწავლის პერიოდი. რექტორი გვასწავლიდა, რომ…

20.07.2019 | 21:55
ზუგდიდის საკათედრო ტაძარში ლგბტ თემის წინააღმდეგ ხელმოწერები შეგროვდა და ტრაპეზი მოეწყო

ზუგდიდში, ივერიის ღვთისმშობლის ხატის მშენებარე საკათედრო ტაძარში საინიციატივო ჯგუფის „ერთიანი და ზნეობრივი საქართველოსთვის“ წარმომადგენელმა გურამ ფალავანდიშვილმა და ჯგუფის სხვა წევრებმა ლგბტ თემის წინააღმდეგ ხელმოწერების შეგროვება დაასრულეს, შემდეგ კი ტაძრის ეზოში იტრაპეზეს. სუფრა 1500 ადამიანზე იყო გაშლილი. მას სხვადასხვა ეპარქიების სამღვდელოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ, მათი მასპინძელი კი ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის მიტროპოლიტი, მეუფე გერასიმე იყო. როგორც ერთ-ერთმა…

20.07.2019 | 21:47
IRI – გამოკითხულთა უმეტესობა მიიჩნევს, რომ საქართველოს მთავრობამ უკრაინის ეკლესიას ავტოკეფალია უნდა მიულოცოს

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) მიერ გამოკითხულთა უმეტესობა მიიჩნევს, რომ საქართველოს მთავრობამ უკრაინის ეკლესიას ავტოკეფალიის მინიჭება ოფიციალურად უნდა მიულოცოს. 39 პროცენტი ამბობს, რომ „ნამდვილად უნდა მიულოცოს“; 28 პროცენტი – „სავარაუდოდ უნდა მიულოცოს“; 5 პროცენტი – „სავარაუდოდ არ უნდა მიულოცოს“; 3 პროცენტი – „ნამდვილად არ უნდა მიულოცოს“; არ ვიცი/უარი პასუხზე – 25 პროცენტი. საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)…

20.07.2019 | 17:20
საეკლესიო კალენდარი:2019 წლის 20 ივლისი

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 2019 წლის 20 ივლისს ღირსი თომა მალეელის, მოწამეთა: პერეგრინეს, ლუკიანეს, პომპის, ისვიქის, პაპიანეს, სატორნინეს და გერმანოს, ასევე მოწამე ევანგელეს ხსენების დღეს აღნიშნავს. Sputnik საქართველო გიამბობთ ვინ იყვნენ ეს ადამიანები და რატომ არიან მოხსენიებულნი საეკლესიო კალენდარში. ღირსი თომა მალეელი ღირსი თომა მალეელი ბერად შედგომამდე მხედართმთავარი იყო. ახოვანი რაინდი ყოველთვის გამარჯვებული გამოდიოდა ბრძოლის ველიდან,…

20.07.2019 | 17:15
IRI – ინსტიტუტების ნდობის რეიტინგში ეკლესია და ჯარი ლიდერობენ

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) კვლევის მიხედვით, ეკლესიის ნდობის რეიტინგი 89 პროცენტს, ჯარის კი, 87 პროცენტს შეადგენს. სხვა ინსტიტუტების მიმართ ნდობის მაჩვენებლები ასეთია: ქართული მედია – 70 პროცენტი, პოლიცია – 52 პროცენტი, ადგილობრივი ხელისუფლება – 48 პროცენტი, საჯარო განათლების სისტემა – 40 პროცენტი, პარლამენტი – 37 პროცენტი, მინისტრთა კაბინეტი – 35 პროცენტი, ცესკო – 34 პროცენტი,…

19.07.2019 | 11:53
ჰალეპი რუმინეთის პატრიარქმა დააჟილდოვა

„მეც და ჩემი ოჯახიც ყველაფრისთვის ღმერთს მადლობას ვუხდით. მიხარია, რომ რუმინელი ვარ. ჩემი გულშემატკივრების გახარებას კვლავ შევეცდები და ახალი ტიტულების მოგებისთვის არაფერს დავიშურებ“, – ციტირებს პორტალი ჰალეპს. შეგახსენებთ, რომ სიმონა ჰალეპმა უიმბლდონის ფინალში ამერიკელი სერენა უილიამსი ორ სეტში, ანგარიშით – 6:2, 6:2 დაამარცხა.   1tv.ge

19.07.2019 | 11:41
IRI: ეკლესიის საქმიანობას დადებითად გამოკითხულთა 89% აფასებს

აქართველოში ეკლესიის საქმიანობას დადებითად გამოკითხულთა 89% აფასებს. ამის შესახებ საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) გამოკითხვაში წერია. ამავე კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა უმრავლესობის აზრით საპატრიარქომ უკრაინის ავტოკეფალიას მხარი უნდა დაუჭიროს. კერძოდ, გამოკითხულთა 39%-ის აზრით, საპატრიარქომ უკრაინის ავტოკეფალიას მხარი აუცილებლად უნდა დაუჭიროს. მხოლოდ 3% ეწინააღმდეგება ამ მოსაზრებას კატეგორიულად. კვლევა IPM-მა, 20 მაისიდან 11 ივნისის ჩათვლით ჩაატარა. საქართველოს მასშტაბით გამოიკითხა…

19.07.2019 | 11:33
საეკლესიო კალენდარი: 2019 წლის 19 ივლისი

  საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 2019 წლის 19 ივლისს ღირსი სისოჲ დიდის; მოწამეთა: მარინის, მართასი, ავდიფაქსის, ამბაკუმის, კვირინეს, ვალენტინე ხუცის, ასტერისა და სხვა მრავალთა რომში წამებულთა; ასევე მოწამეთა: ისავრე დიაკონის, ინოკენტის, ფილიქსის, ერმის, ბასილის, პერეგრინეს, რუფეს და რუფინეს, მოწამისა კოინტე ფრიგიელის, მოწამისა ლუკი ქალწულისა და მისთანა მოწამეთა: რიქსეს, ანტონის, ლუკიანეს, ისიდორეს, დიონის, დიოდორეს, ქუთონის, არონის, კაპიკეს…

18.07.2019 | 18:00
საბერძნეთში მღვდელმსახურები საჯარო მოხელის სტატუსს შეინარჩუნებენ

საბერძნეთის ახალი კონსერვატიული მთავრობა მღვდელმსახურებს საჯარო მოხელის სტატუსებს აღარ ჩამოართმევს. ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი წერს. საბერძნეთში მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმსახურები საჯარო მოხელეებად ითვლებიან. მათ შრომით ანაზღაურებას, რომელიც წელიწადში დაახლოებით 200 მილიონ ევროს აღწევს, სახელმწიფო ბიუჯეტი იხდის. გასული წლის ოქტომბერში ალექსის ციპრასის მთავრობამ ეკლესიასთან შეთანხმებას მიაღწია, რომლის თანახმადაც 10 ათასი მღვდელმსახური საჯარო მოხელის სტატუსს დაკარგავდა, ამის სანაცვლოდ…

Τα σημαντικότερα νέα