ORTHODOXIA REAL TIME NEWS FEED:
Select Language
MENU
PERSONAL NEWS ALARM ΕΓΓΡΑΦΗ
16.07.2019 | 16:50
არქიმანდრიტი ილარიონი – ასეთი წაყრუებით, რაც დღეს ხელისუფლების მხრიდან დავით გარეჯის თემაზეა, სიკეთე არ იქნება – მოსახლეობას ატყუებენ, თითქოს პრობლემა არ არის

ასეთი წაყრუებით, რაც დღეს ხელისუფლების მხრიდან არის დავით გარეჯის თემაზე, სიკეთე არ იქნება. ტელევიზიებით გამოდიან და მოსახლეობას ატყუებენ, თითქოს პრობლემა არ არის, – ამის შესახებ გარეჯის მონასტრის წინამძღვარმა არქიმანდრიტმა ილარიონმა ვიდეომიმართვაში განაცხადა, სადაც დავით გარეჯში არსებული ვითარების შესახებ საუბრობს. მისი განცხადებით, აზერბაიჯანელი მესაზღვრები ყოველგვარი სამართლის უგულებელყოფით შემოსულები არიან საქართველოს ტერიტორიაზე. „კომისიის მუშაობას, რომელიც ჩვენი და…

16.07.2019 | 16:43
დავით გარეჯის მონასტრის წინამძღვარი ხელისუფლებას – ბატონებო, კატეგორიულად მოსთხოვეთ აზერბაიჯანის მხარეს, რომელიც შემოჭრილია იარაღით ხელში, დატოვოს ჩვენი ტერიტორია!

უფრო მძაფრი იქნება დაპირისპირება, უფრო გამწვავდება და ვაითუ უფრო ცუდი შედეგებიც დადგეს, თუ აზერბაიჯანის მხარეს მკაცრად არ მოეთხოვა, რომ დატოვოს ჩვენი ტერიტორიები, – ამის შესახებ გარეჯის მონასტრის წინამძღვარმა, არქიმანდრიტმა ილარიონმა ვიდეომიმართვაში განაცხადა, რითაც გამოეხმაურა დავით გარეჯში შექმნილ ვითარებას. როგორც სასულიერო პირი აღნიშნავს, ის ტერიტორიები, რომელიც ახლა ქართულ-აზერბაიჯანულ მხარეს შორის სადავო მონაკვეთებს წარმოადგენს, ბოლშევიკებს აზრებაიჯანისთვის არ…

15.07.2019 | 16:26
მორჩილი ზაზა – უდაბნოს მონასტერი არის ჩვენს მხარეს, ასე, რომ ეს არის მონასტრის ძალით დაკავება

უდაბნოს მონასტერი არის ჩვენს მხარეს. ასე, რომ ეს არის მონასტრის ძალით დაკავება, – ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს” მორჩილმა ზაზამ დავით გარეჯში განუცხადა. მისი ინფორმაციით, დღეისთვის დავით გარეჯში სიმშვიდეა, თუმცა გუშინ გარკვეული ტიპის ინციდენტს ჰქონდა ადგილი აზერბაიჯანელ მესაზღვრეებსა და ადგილობრივებს შორის. მისივე თქმით, აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა უდაბნოს მონასტრიდან სიწმინდეები გადმოიტანეს და ქართველ მესაზღვრეებს გადასცეს. “ეს გაუგებრობა დაკავშირებული იყო…

15.07.2019 | 16:16
მიტროპოლიტი გერასიმე გამოდის ინიციატივით, ვლაქერნობის დღესასწაული ზუგდიდში დასვენების დღედ გამოცხადდეს

ზუგდიდისა და ცაიშის, გერმანიისა და ავსტრიის მიტროპოლიტი გერასიმე გამოვიდა ინიციატივით, რომ ვლაქერნობის დღესასწაული, 15 ივლისი ზუგდიდში დასვენების დღედ გამოცხადდეს. ამის შესახებ მან მშენებარე ტაძარში სადღესასწაულო ქადაგების დროს განაცხადა. „მივმართავ ჩვენს ხელისუფლებას, რომ ეს დღე გამოაცხადოს დასვენების დღედ ზუგდიდში, რათა ყველა მორწმუნეს ჰქონდეს საშუალება, რომ სიწმინდე მოილოცოს”,-აღნიშნა მეუფემ. მისივე თქმით, დღეს ორშაბათია, სამუშაო დღეა, ამიტომ მრევლის…

15.07.2019 | 11:06
ზუგდიდში ვლაქერნობას აღნიშნავენ

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის პატიოსანი სამოსლის ვლაქერნაში დადების დღესასწაულს ზეიმობს. ზუგდიდ – ცაიშისა და გერმანია- ავსტრიის მიტროპოლიტმა გერასიმემ, სამღვდელოებასთან და მრევლთან ერთად, ზუგდიდის დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმიდან ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის პატიოსანი სამოსელი, წმიდა მარინეს, წმიდა კვირიკეს, წმიდა გიორგისა და წმიდა იოანე ნათლისმცემლის წმინდა ნაწილები გამოასვენა, რომელთა თანხლებით სალიტანიო მსვლელობა გაიმართა ივერიის ღვთისმშობლის ხატის მშენებარე საკათედრო ტაძრამდე. ღვთისმშობლის სასწაულმოქმედი კვართი და წმინდა ნაწილები საკათედრო…

15.07.2019 | 10:43
პატრიარქის ნათლული კიდევ 564 ბავშვი გახდა

სამების საკათედრო ტაძარში 59-ე საყოველთაო ნათლობა გაიმართა. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ნათლული კიდევ 564 ბავშვი გახდა. მათ ნათლობის მოწმობები და ჯვრები გადაეცათ. ნათლობის დასრულების შემდეგ, ნათლულები საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა, ილია მეორემ პირადად დალოცა. „ჩვენთან არს ღმერთი. გილოცავთ ამ ბედნიერ დღეს. ღვთის განგებით მოინათლა 500- ზე მეტი ბავშვი. ღმერთს შევთხოვ, წყალობა ღვთისა, მადლი ღვთისა, მუდამ…

14.07.2019 | 11:17
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება 12 მოციქულის (სვეტიცხოვლობის) დღესასწაულზე

სახელითა მამისათა და ძისათა და წმინდისა სულისათა ჩვენთან არს ღმერთი დღეს არის განსაკუთრებული დღე, 12 მოციქულის დღესასწაული. თქვენ მოისმინეთ მნიშვნელობა, რამდენად დიდია ღვაწლი 12 მოციქულისა. ყოველი მოციქული იყო არამარტო ღვთის გაგზავნილი მოციქული, არამედ მახარებელიც, სიხარულის მაუწყებელი. მე მახსენდება ერთი წიგნი, სადაც მოთხრობილია ომისდროინდელი ამბავი. სკოლაში მოწყობილი იყო საავადმყოფო დაჭრილი ჯარისკაცებისთვის და ერთი პატარა ბიჭი, 12-14…

14.07.2019 | 11:15
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება პეტრე-პავლობის დღესასწაულზე

სახელითა მამისათა და ძისათა და წმინდისა სულისათა ჩვენთან არს ღმერთი! გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს, – პეტრე-პავლობას. პეტრე და პავლე მოციქული არიან მფარველნი მსოფლიო მართლმადიდებელი ეკლესიისა. ტროპარი, რომელიც იგალობება, ძალიან მოკლეა, ჩვენ ეხლა ერთად ვიგალობოთ. ,,მოციქულთა თავნო და ყოვლისა სოფლისა მოძღვარნო, მაცხოვარსა ყოველთასა ევედრენით, რათა მოსცეს სოფელსა მშვიდობა და სულთა ჩვენთა დიდი წყალობა.” არ მოგაკლოთ ღმერთმა…

12.07.2019 | 12:45
მართლმადიდებელი ეკლესია დღეს პეტრე-პავლობას აღნიშნავს

დღეს პეტრე-პავლობაა. სადღესასწაულო წირვა-ლოცვა საქართველოში მოქმედ ყველა ტაძარში გაიმართება. სამების საკათედრო ტაძარში საზეიმო წირვას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე მღვდელმთავრებთან და სასულიერო პირებთან ერთად 10:00 საათიდან აღავლენს. მართლმადიდებელი ეკლესია მოციქულებს პეტრეს და პავლეს მათი ღვაწლის გამო განსაკუთრებულ პატივს მიაგებს და მათ თავმოციქულებად მოიხსენიებს. დღესასწაულით სრულდება მარხვაც, რომლის დაწყებაც აღდგომის თარიღზეა დამოკიდებული. პეტრე-პავლობის მარხვა წელს 24…

Τα σημαντικότερα νέα