ORTHODOXIA REAL TIME NEWS FEED:
Select Language
MENU
PERSONAL NEWS ALARM ΕΓΓΡΑΦΗ
04.07.2019 | 12:58
რუსთველი მიტროპოლიტი იოანე გამრეკელი, ქუთაის-გაენათის ეპარქიის დროებითი მმართველიც იქნება

  უწმინდესისა და უნეტარესის სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევით ქუთაის-გაენათის ეპარქიის დროებითი მმართველობა მაღალყოვლადუსამღვდელოეს რუსთველ მიტროპოლიტ იოანე გამრეკელს დაევალა. აღნიშნულ ეპარქიას ,ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი მეუფე კალისტრატე ხელმძღვანელობდა,რომელიც 20 ივნისს გარდაიცვალა. მიტროპოლიტი იოანე ეპარქიის მმართველი მანამდე იქნება,ვიდრე წმინდა სინოდი ახალ მმართველს დაასახელებს. ამის პარალელურად, მეუფე იოანე კვლავ რუსთავის მიტროპოლიტად რჩევა და ეპარქიაში მსახურებას განაგრძობს. tv4.ge

03.07.2019 | 16:51
საეკლესიო კალენდარი: 2019 წლის 3 ივლისი

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 2019 წლის 3 ივლისს მღვდელმოწამე მეთოდეს, პატარელი ეპისკოპოსის, მოწამეთა: არისტოკლე ხუცის, დიმიტრი დიაკონის და ათანასე წიგნისმკითხველის, ასევე ლევკიოს აღმსარებელის, ვრუნტისიოპოლელი ეპისკოპოსის ხსენების დღეს აღნიშნავს. Sputnik-საქართველო გიამბობთ ვინ იყვნენ ეს ადამიანები და რატომ არიან მოხსენიებული საეკლესიო კალენდარში. მღვდელმოწამე მეთოდე , პატარელი ეპისკოპოსი წმიდა მეთოდე პატარელი ეპისკოპოსი იყო (ლიკიის ოლქი, მცირე აზია). იგი სიმშვიდითა…

03.07.2019 | 16:41
დავით გარეჯში მცხოვრები სასულიერო პირი – აზერბაიჯანულმა მხარემ ჩიჩხიტურის კოშკის მიმართულებით არსებული ბილიკის გამაგრება დაიწყო

აზერბაიჯანულმა მხარემ დავით გარეჯში, ჩიჩხიტურის კოშკის მიმართულებით არსებული ბილიკის გამაგრება დაიწყო, – ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ დავით გარეჯში მცხოვრებმა მამა ზვიადმა განუცხადა. მისივე განმარტებით, ჩიჩხიტურის კოშკზე გიდი იყო ასული, რომელმაც აღნიშნულის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. მამა ზვიადი ამბობს, რომ აზერბაიჯანულმა მხარემ ჩიჩხიტურის კოშკის მიმართულებით სატვირთო მანქანით, სავარაუდოდ, ქვიშით სავსე ტომრები მიიტანა, რომელითაც აღნიშნულ ბილიკს ამაგრებს. „ჩიჩხიტურის მიმართულებით…

03.07.2019 | 16:15
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ქართველი ემიგრანტები მიიღო

ა.წ. 1 ივლისს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა უცხოეთში მცხოვრებ ქართველ ემიგრანტებს უმასპინძლა. ღონისძიება ორგანიზაცია ,,დიასპორის სახლის” ინიციატივით ჩატარდა და მასში მონაწილეობდნენ ამერიკაში, კანადაში, ესპანეთში, გერმანიაში, საბერძნეთში, იტალიასა და სხვა ქვეყნებში მცხოვრები ქართველები. ემიგრანტებმა მის უწმინდესობას მიღებისთვის მადლობა გადაუხადეს და ხაზი გაუსვეს საზღვარგარეთ არსებული ქართული სამრევლოების მნიშვნელობას; განაცხადეს, რომ სამრევლოები და იქ არსებული საკვირაო სკოლები და სხვადასხვა…

02.07.2019 | 12:42
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება

ჩვენთან არს ღმერთი! ყველას გილოცავთ დღევანდელ დღესასწაულს. დღეს არის ხსენება ათონის მამების. მათ შორის იოანე, ექვთიმე, გიორგი მთაწმინდელის და სხვათა მამათა ჩვენთა. თქვენ იცით, არის ქართული მონასტერი ივირონი და ჩვენ შევთხოვთ წმინდა მამებს, რომ დაამშვიდოს საქართველო და მთელი მსოფლიო. ჩვენ ვცხოვრობთ მეტად რთულ დროს, როცა ადამიანები არ არიან კმაყოფილი არსებული მდგომარეობით, თხოულობენ ახალ პირობებს და…

01.07.2019 | 13:17
ილია მეორე – უნდა გვახსოვდეს, რომ მშვიდობა აუცილებელია ყოველი ადამიანისა და ქვეყნისათვის

ჩვენ ვცხოვრობთ მეტად რთულ დროში, როცა ადამიანები არ არიან კმაყოფილი არსებული მდგომარეობით, თხოულობენ ახალ პირობებს და ეს პირობები არც ისე ადვილია მოიპოვო, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ სიმშვიდე და მშვიდობა აუცილებელია ყოველი ადამიანისთვის და აუცილებელია ქვეყნისათვის, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ საკვირაო ქადაგებისას განაცხადა. „ყველას გილოცავთ დღევანდელ დღეს. დღეს არის ხსენება ათონის მამების,…

30.06.2019 | 10:22
ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიაზე, ქოჩალოს ეკლესიაში მეათე საუკუნის ქართული წარწერა აღმოაჩინეს

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიაზე, ქოჩალოს ეკლესიის გაწმენდითი სამუშაოების დროს უმნიშვნელოვანესი ქართული წარწერა გამოვლინდა. ასომთავრული ტექსტი X საუკუნის ბოლოსაა შესრულებული და ეკლესიისთვის მიწების შეწირვის შესახებ ჰყვება. „წარწერაში ჰერეთის მეფე ადარნასე და დედოფალი დინარია ხსენებული. დღემდე მხოლოდ ნარატიული წყაროებით ცნობილი მეფე-დედოფალის მოხსენიების გარდა, უნიკალური აღმოჩენის განსაკუთრებულ მნიშვნელობას წარწერაში აღნიშნული საქართველოს ისტორიისთვის…

29.06.2019 | 10:45
არჩილ თალაკვაძე ოჯახთან ერთად პატრიარქს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე ოჯახთან ერთად სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს შეხვდა. შეხვედრა საპატრიარქოში გაიმართა. „ჩემს ოჯახთან ერთად სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარესს, ილია მეორეს შევხვდი. მადლობას ვუხდი მის უწმინდესობას დალოცვისთვის და მისი დაუღალავი ღვაწლისთვის, ჩვენი ქვეყნისა და ხალხის საკეთილდღეოდ”, – წერს არჩილ თალაკვაძე ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე და შეხვედრის ამსახველ ფოტომასალას აქვეყნებს.  …

28.06.2019 | 11:32
ბულგარეთის პატრიარქმა ნეოფიტემ ბულგარელ ხალხს მოუწოდა, ზაფხული საქართველოში გაატარონ

ბულგარეთის პატრიარქმა ნეოფიტემ ბულგარელ ხალხს მოუწოდა, ზაფხული საქართველოში გაატარონ და მოინახულონ ქვეყნის ღირსშესანიშნავი რელიგიური ადგილები. პატრიარქმა ასევე განაცხადა, რომ ბულგარეთის ეკლესიამ საქართველოს წმინდა ადგილები უნდა შეიტანოს იმ მოსალოც ადგილთა რიცხვში, რომელთა ნახვასაც რეკომენდაციას გაუწევს ადგილობრივი ეკლესია. ამ ქმედებით ბულგარეთის პატრაირქმა წაახალისა რელიგიური ტურიზმი და საქართველო ასეთი ტურიზმის პუნქტად დაასახელა. ტურიზმის მხარდამჭერი კომპანია მას შემდეგ დაიწყო,…

Τα σημαντικότερα νέα